მთავარი » პოპულარული

ქუთაისში მასწავლებლის სახლი გაიხსნა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.03.2012 ერთი კომენტარი | 2,035 ნახვა

კიდევ ერთი მასწავლებლის სახლი საქართველოში – ქუთაისის მასწავლებლის სახლი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა იმერეთის გუბერნატორთან ლაშა მაქაცარიასთან და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენრტის დირექტორთან, გია მამულაშვილთან ერთად გახსნა.

მასწავლებლის სახლი მასწავლებლის სახლი ქუთაისში დღის განმავლობაში 200-მდე პედაგოგს მოამზადებს. ტრენინგები ყველა საგანსა და პროფესიულ უნარებში აქ ყოველდღიურად ჩატარდება. ქუთაისის მასწავლებლის სახლში პედაგოგებს ადგილობრივ ტრენერებთან ერთად, თბილისიდან ჩასული სპეციალისტებიც მოემსახურებიან. ტრენინგებზე დასასწრებად რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და შექმნილია ყოველდღიური გრაფიკი ჯგუფების მიხედვით.

ქუთაისის მასწავლებლის სახლში კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, მიმდებარე რაიონების მასწავლებლებსაც შეუძლიათ. ტრენინგების გარდა აქ მასტერ-კლასები, სემინარები და სამუშაო შეხვედრებიც ჩატარდება. გარდა ამისა, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და იქ დასაქმებული სხვა პირები მიიღებენ ნებისმიერი სახის კონსულტაციას სკოლის ადმინისტრირებასთან და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით.

მასწავლებლის სახლი მიზნად ისახავს ადგილობრივი პედაგოგებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად სათანადო პირობების შექმნას და სკოლაში დასაქმებული პირებისთვის დახმარების გაწევას.

მასწავლებლის სახლის გახსნა მომავალში ზუგდიდში, ბათუმსა და ახალციხეშიც იგეგმება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი