მთავარი » საზოგადოება

ქუთაისს შესაძლოა, განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭოს – რას გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.09.2020 | 153 ნახვა

ქალაქ ქუთაისს შესაძლოა, განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭოს.

აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ქუთაისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები აირჩევენ ქუთაისის პოლიციის უფროსს.

წარდგენილი პროექტის თანახმად, ქუთაისისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება გულისხმობს შემდეგს:

  • ქალაქი ქუთაისი ხდება საქართველოს საპარლამენტო და ადმინისტრაციული დედაქალაქი.
  • ქუთაისში საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით, შეიქმნება შემდეგი სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლობები: საქართველოს მთავრობა; საქართველოს სამინისტროები; დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები; საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური; კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული სხვა ორგანოები, სამსახურები, დაწესებულებები.
  • საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის განვითარების 5 წლიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებასა და რეალიზებას.
  • ქუთაისის განვითარების სახელმწიფო პროგრამა შეიცავს – საპარლამენტო და ადმისტრაციული დედაქალაქის სტატუსის განხორციელებისთვის აუცილებელი სამშენებლო, არქიტექტურულ-გეგმარებითი, სარეკონსტრუქციო სამუშაოების გეგმას და დაფინანსების რესურსებს; საინჟინრო, სატრანსპორტო, წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის და სოციალური ინფრასტრუქტურის არსებული და შემდგომში აუცილებელი სისტემების განვითრების გეგმას და დაფინანსების რესურსებს; ქალაქის კომუნალური მეურნეობის და სისტემების მოდერნიზაციის და განვითარების გეგმებს; სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია ქალაქის განსაკუთრებული სტატუსის მხარდასაჭერად.
  • ქუთაისის პოლიციის უფროსის არჩევა მოხდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების მიერ.

ავტორი თაია არდოტელი

წყარო www.bpn.ge




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი