მთავარი » ეკლესია-მონასტრები

IX-X სს-ის ს. ქუნცის მაცხოვრის ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.09.2017 ერთი კომენტარი | 1,138 ნახვა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ქუნცაში (აწყვიტას თემი) მდებარე მაცხოვრის სახელობის ეკლესიას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა (2017 წლის 30 ივნისი).

ქუნცის მაცხოვრის ეკლესია

ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა (დღევანდელი მდგომარეობით – ორნავიანი ბაზილიკა). (12×8,5 მ). ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და კვადრებით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი არქიტრავითაა დასრულებული. აღმოსავლეთ კედელში ორი ვიწრო თაღოვანი სარკმელია. დასავლეთის და სამხრეთის კედლებში გაკეთებული სარკმლები XIX ს-ია გაჭრილი.

ჩრდილოეთის ნავი ცენტრალურისგან განიერ სვეტზე გადაყვანილი ორი თაღითაა გამოყოფილი. ნავების ნახევარწრიული აბსიდები ჩაწერილია. ორივე აბსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ცენტრალური ნავის აბსიდაში გვერდებზე თითო მართკუთხა ნიშია. საკურთხევლებში ქვის ტრაპეზები დგას. ცენტრალური ნავის კონქი მხრებზე გადაყვანილ თაღს ეყრდნობა, დარბაზის კამარა კი – ორ-ორ კონსოლებზე დაბჯენილ შეკიდულ თაღს. ოდესღაც სამხრეთის ნავის არსებობას, სამხრეთის კედელში გაკეთებული თაღი მიუთითებს, რომელიც იმპოსტებს ეყრდნობა. თაღი XIX ს. ამოუშენებიათ. ტაძარი შიგნიდან შელესილი და შეთეთრებულია.

ქუნცის მაცხოვრის ეკლესია

ტაძრის მორთულობას მხოლოდ დასავლეთის კედელში ჩადგმული ორი ბოლნური ჯვრის გამოსახულება წარმოადგენს.

ტაძარს გარშემოვლებული ქონდა ქვის გალავანი. ის ტაძრის დაზიანების შემდეგ აშენებულა, რადგან მასში ჩართული იყო ბალავრის ასომთავრულწარწერიანი ქვა, სარკმლის თაღი, და სხვა დეტალები.
ტაძარი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ღირებული ძეგლია, რადგან, ის წარმოადგენს ჯავახეთის სამეკლესიანი ბაზილიკების ნიმუშს, რომელზეც ასახულია სხვადასხვა ეპოქებში გადაკეთების კვალი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი