მთავარი » ჯანმრთელობა

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.05.2011 ერთი კომენტარი | 8,273 ნახვა

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. ქრონიკული დაღლილობადაღლილობას უჩივის ექიმთან საკონსულტაციოდ მისული პაციენტების უმრავლესობა. ამ დაავადების მასობრივად გავრცელება მეტწილად გამოწვეულია დიდ ქალაქებში არსებული ქაოსით, ცხოვრების დაძაბული რიტმით, არაჯანსაღი კვებით, ეკოლოგიური პრობლემებით, უარყოფითი აურითა და ემოციურ-ფსიქოლოგიური დატვირთვით.

ამ დაავადებას ახასიათებს სერიოზული ქრონიკული დაღლილობა, რომელსაც თან ახლავს ექვსი, ან მეტი თვის მანძილზე ფიზიკური და გონებრივი ხასიათის პრობლემები.

რა არის ქრონიკული დაღლილობა, რა სიმპრომები ახასიათებს მას, დიაგნოსტიკაზე, მკურნალობაზე, პროფილაკტიკასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “ამბიონი” ესაუბრა №3 სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის თერაპიული განყოფილების გამგეს, ექიმ თერაფევტ ლია კუპრაძეს:

“პაციენტების ნახევარს, რომლებიც ექიმს დაღლილობის გამო მიმართავენ, საბოლოოდ დეპრესიის, შფოთვის, ან ერთდროულად ორივეს დიაგნოზს უსვამენ. პაციენტების დაახლოებით მესამედს აღენიშნება ორგანული დაავადება, მაგალითად, ინფექციური მონონუკლეოზი, ან ვირუსული ჰეპატიტი, რასაც ხშირად თან ახლავს ძლიერი დაღლილობა.

დაღლილობადაღლლობას ჩვეულებრივ უჩივიან ქალები ორსულობის ადრეულ ვადაზე და მენოპაუზის პერიოდში. პაციენტები დიაბეტით, ჰიპოთირეოზითა და ჰიპოკადიემიით.

დაღლლობის შეფასების საწყის ეტაპზე ჩვეულებრივ არ არის საჭირო გამოკვლევების ჩატარება, თუ, რა თქმა უნდა, არ შეიქმნა რაიმე სპეციფიკური ინფექციის (მაგ.: ინფექციური მონონუკლეოზი, ჰეპატიტიან პიელიტი), ან სერიოზული ორგანული პათოლოგიის გამორიცხვის აუცილებლობა.

ის, რომ დაღლილობა უმეტესად ფუნქციური მიზეზებითაა გამოწვეული, არ ნიშნავს ამ დროს ობიექტური გამოკვლევების უგულებელყოფას. ექიმს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ფუნქციური და ორგანული პათოლოგია ხშირად თანაარსებულია და, ამდენად, დიაგნოსტიკური ძიება ორივე სფეროს გამოკვლევას უნდა მოიცავდეს.

დაღლილობის ძირითადი მიზეზებია

ფუნქციური
– ფსიქიკური დაღლილობაა:
• შფოთვა
• აფექტური აშლილობა
• დანაკარგი
• სხვა
– ცხოვრების სტილი
• ადამიანები, რომლებიც მთელ დროს სამუშაოს უთმობენ
• ადინამია
• ემოციული გადაძაბვა
• ტყვიითა და მხუთავი გაზით ქრონიკული მოწამვლა
• კვების არასწორი რეჟიმი
– ფიბრომიალგია
– ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
– ძილის მოშლა

ორგანული:
– გულის უკმარისობა
ანემია
– ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები
– შიდსი
– ქრონიკული ინფექციები
– ენდოკრინული სისტემის დაავადებები
• თირეოტოქსიკოზი ჰიპოთირეოზი
• კუშინგის სინდრომი, ადისონის დაავადება
• ჰიპერპარათირეოზი
• შაქრიანი დიაბეტი
– კვების არასრულფასოვნება
– თირკმლის ქრონიკული დაავადება
ღვიძლის უკმარისობა, ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი
– სასუნთქი სისტემის დაავადებები, მაგ.: ქრონიკული ბრონქიტი
– ნერვიული სისტემის დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, მიასთენია, პარკინსონის დაავადება
– მედიკამენტური
– კოლაგენოზები
– ინფექციის შემდგომი ასთენია, მაგ.: გრიპის, ან ინფექციური მონონუკლეოზის შემდეგ.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომით ავადდება ნებისმიერი ასაკის პაციენტი ბავშვების ჩათვლით. პიკი აღინიშნება 30-დან 44 წლამდე ასაკში. ქალებში, მამაკაცებთან შედარებით, დაავადება ორჯერ უფრო ხშირად ვითარდება.

ეტიოლოგია
დაღლილიქრონიკული დაღლილობის სინდრომის მიზეზის დასადგენად ძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. კერძოდ, ტარდება ვირუსოლოგიური კვლევები, იმუნური ფუნქციების შესწავლა, ნეიროფიზიოლოგიური ძიება და ქრონიკული დაღლილობის სინდრომსა და დეპრესიას შორის ურთიერთკავშირის დადგენა.

უკანასკნელ ხანებში ჩატარებულ სხვადასხვა კვლევათა საფუძველზე დადასტურდა ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს იმუნური დისფუნქციის არსებობა.

კლინიკური სურათი

დაავადება ვითარდება უეცრად, მწვავე გრიპის მსგავსი დაავადების, ან ზედა სასუნთქი გზების ინფექციის შემდეგ, ან თანდათანობით, ნაცვლად იმისა, რომ მწვავე დაავადების გადატანის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, იგი თანდათან “აუტანელი” ხდება. ყველაზე ხშირი სიმპტომია კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძალიან ძლიერი სისუსტე, გამოფიტვა და შემეცნებითი ფუნქციის დარღვევა – კერძოდ, მეხსიერების გაუარესება, აზროვნების მოუქნელობა; სისუსტისა და გამოფიტვის შეგრძნება უმცირესი დატვირთვის შემდეგაც კი მძიმდება. დასვენებით ვერ ხერხდება ძილის აღდგენა. პაციენტს უვითარდება მძიმე ავადმყოფობის განცდა. დაავადება სიმპტომების მრავალფეროვნებით ხასიათდება. კერძოდ, შესაძლოა გამოხატული იყოს პარესთეზიები, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, შემცივნება, უმადობა, დიარეა, ყელისა და თავის ტკივილი.

დაავადების მიმდინარეობის პერიოდში ადგილი აქვს ნაწილობრივ რემისიას და შემდეგ მოულოდნელ გამწვავებას. პაციენტს აშინებს თავისი მდგომარეობა. იგი გრძნობს, თანდათან როგორ კარგავს საკუთარ სხეულზე კონტროლს და მეტად მტკივნეულად განიცდის ამას. ხშირად ვითარდება დეპრესია.

გასინჯვით ვერ ხერხდება რაიმე მნიშვნელოვანი პათოლოგიური ნიშნის გამოვლენა. ყველაზე ხშირად აღინიშნება სუბკებრილური ტემპერატურა, ყელის სიწითლე და ლიმფადენოპათია. ლაბორატორიული გამოკვლევები რაიმე პათოლოგიას არ ავლენს (თუ არ ჩავთვლით იმუნური ფუნქციის შემოწმებას).

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მართვა (მკურნალობა)
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ექიმი უნდა ეცადოს, პაციენტს დაავადებასთან ბრძოლის უნარი მაქსიმალურად გაუძლიეროს.

აუცილებელია პაციენტს დასვენების საშუალება მიეცეს. ვარჯიში სასარგებლოა, მაგრამ პაციენტის შესაძლებლობების შესაფერისად უნდა შეირჩეს. არაადექვატური ფიზიკური დატვირთვა ხანგრძლივი გამწვავების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ისევე, როგორც ნებისმიერი ქრონიკული დაავადების დროს, აქაც მნიშვნელოვანია ბალანსირებული კვება.
პროფილაქტიკა
ექიმმა უნდა შეასრულოს ოთხი მთავარი ამოცანა, თუკი პაციენტი ქრონიკული დაღლილობის სინდრომითაა ავად:
1. პაციენტის ტანჯვის, სიმპტომთა მრავალფეროვნების და დიაგნოზის გაცნობიერება (პაციენტები თვლიან, რომ მათ მეტი უნდა იცოდნენ დიაგნოსტიკის პროცესის შესახებ);
2. პაციენტს სჭირდება მეტი დახმარება სიმპტომების კონტროლისათვის;
3. ექიმი არ უნდა მიეჯაჭვოს ,,დაავადების მოდელს” და თავი აარიდოს დუალისტურ განსხვავებას ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ავადმყოფობას შორის;
4. ექიმმა უნდა ასწავლოს პაციენტს, როგორ გამოიცნოს გამაფრთხილებელი სისტემები, რაც გამწვავების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.