მთავარი » ქრისტიანობა

ქრისტიანული ოჯახი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.04.2010 ერთი კომენტარი | 2,686 ნახვა

ქრისტიანული ოჯახი23 აპრილს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში მამა თეოდორე გიგნაძესთან შეხვედრა მოეწყო. თემა შეეხებოდა “ქრისტიანულ ოჯახს”.

მამა თეოდორე გიგნაძე: “მადლობა ღმერთს ქრისტიანული შეხედულება ოჯახზე არ იცვლება. თუმცა, არის მცდელობა, რომ შეხედულება ოჯახისადმი, მამაკაცისა და ქალის ურთიერთობისადმი, საერთოდ, ზნეობისადმი შეიცვალოს, ეს ჩანს ტელევიზიითაც. მაგრამ სანამ სამყარო იარსებებს, ეკლესია ყოველთვის დაამოწმებს ჭეშმარიტებას, რომელიც სხვადასხვანაირად მოწმდება, და მათ შორის ოჯახისადმი დამოკიდებულებით. ოჯახი ყველაზე ძლიერი გამოხატულებაა იმისა, რომ ადამიანი არის ღვთის ხატი და მსგავსი არსება.

ადამიანს აქვს შესაძლებლობა უყვარდეს, არა იმ სიყვარულით, როგორითაც ძაღლს საკუთარი პატრონი უყვარს, არამედ განსხვავებული, რომელიც მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა ის ღმერთთან ურთიერთობაშია. სიყვარული ხომ თანაზიარია ყველაფერ ღისრსეულთან, თავგანწირვასთან, ერთგულებასთან, სხვისთვის ცხოვრებასთან, ბედნიერებასთან, სიხარულთან, უშიშობასთან, რადგან, ვისაც უყვარს, მას არ ეშინია. ხოლო ლაჩარს, სიყვარული არ შეუძლია.

ადამიანს მხოლოდ ერთის, ღვთის შიში უნდა ჰქონდეს – ეს საოცარი სათნოებაა. ოჯახში ყოველივე ამის რეალიზება ხდება. ადამიანური ღირსების არცერთი მხარე არ არის, რომელიც ოჯახში არ რეალიზდებოდეს. მეტიც, თუ ადამიანი ოჯახს არ შექმნის/ვერ შექმნის, მას აუცილებლად ექნება დანაკლისი ამკუთხით, ვგულისხმობ, თუ ადამიანი ოჯახს არ ქმნის საკუთარი სურვილით, რადგან ამით პასუხისმგებლობას გაურბის”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • მზაღო ნინო says:

    ღვთის შიში და დაძაბულობა არ არის სათნოება. სათნოება და სიყვარულია, აკეთო ის რაც ღმერთს უყვარს. და შემდეგ ხარ ადამიანი პირველი შენ თავთან და მერე ყველასთან სათნოც და სიყვარულიც

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი