მთავარი » ქრისტიანობა

ქრისტიანული დღესასწაულის მილოცვის შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.09.2022 | 1,594 ნახვა

დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი: ბევრ ადამიანში მილოცვის სახე საკითხის არ გააზრების გამო გამარტივებულია. შესაბამისად, ხშირად ისმის გამოთქმები: გილოცავთ გიორგობას, აღდგომას, შობას და ა.შ.

სოციალურ სივრცეში კი ძალიან ხშირია სიტყვა – “ამინ”, რაც აზრობრივად სრულად ამოვარდნილია. მილოცვის მიხარების სურვილი სრულად კარგია, თუმცა, საჭიროა ეს მიმლოცველს განცდილ-გააზრებული ჰქონდეს. შესაბამისად, გამოთქმისას მისალოცს გამართული აზრით მოვლენის მნიშვნელობა უნდა მიაწოდოს. სწორად გამოთქმისას მნიშვნელობა შემზღუდველ ჩარჩოდ არ მივიღოთ. ქართულ მეტყველებაში, მათემატიკური თეორემის ახსნისას, ნებისმიერ დისციპლინაში გამოთქმის სისწორე აზრის გამართულ მოწოდებას განსაზღვრავს. მოწოდებული ნიმუშები მკაცრ შეზღუდვას არ ნიშნავს, მხოლოდ გამოხატვის სახეს ასაჩინოვებს.

აღდგომა: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! ამ მილოცვაში იგულისხმება: ქრისტე არის ღმერთი. რადგან არა ვინმემ გარეშე პირმა მიანიჭა ცხოველმყოფელობა, არამედ თავად არის სიცოცხლის მომნიჭებელი. რაც მის ღმრთაებრიობას აღნიშნავს, რომ თავად ღმერთია ჩვენი გამომხსნელი. მოპასუხე ადასტურებს ჭეშმარიტად ჩვენი გამომხსნელი ღმერთია. ეს მიმართვა მოკლედ გამოთქვამს ქრისტიანულ სწავლებას.

შობა: აქ მრავალმხრივი ნიმუში არსებობს. ქრისტეშობას გილოცავთ, ქრისტე იშვა გიხაროდენ. ამის მოპასუხე ალილუია (ვადიდოთ უფალი). უფალში იხარეთ. დიდება უფალს. მადლობა ღმერთს.

ფერისცვალება: ფერისცვალებას გილოცავთ, ღმრთის შეწევნით მადლით ფერიგეცვალოთ.

მიძინება, ღმრთისმშობლის შობა ან ტაძრადმიყვანება: ღმრთისმშობლის წყალობის სურვილის გამოხატვა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შეგეწიოთ.

რომელიმე წმიდის ხსენება: მთავარანგელოზი გფარავდეთ, გიორგი შეგეწიოთ, დედა ნინომ დაგლოცოთ, წმიდა ნიკოლოზი გფარავდეთ, ღირსი მამა დავითი გეწეოდეთ-შეგეწიოთ და ა.შ.

იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთისას: იოანე ნათლისმცემელი შეგეწიოთ. ზოგიერთის მოსაზრებით ამ დღეს “გლოვაზე” გიპასუხებთ: მოწამეთა უმრავლესობას თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგის, ბარბარეს, 100 000 თბილელის, 6 000 გარეჯელს და სხვანი… ეს მოვლენები ქრისტიანობისთვის ტრაგედიად არ აღიქმება, არამედ, წმიდის ღმერთთან შეერთების დღედ. შესაბამისად, ყველა მათგანს საზეიმოდ ავღნიშნავთ და განვადიდებთ.

მაცხოვრის ვნების პარასკევს, ჯვარცმა: დიდება შენდა უფალო, მადლობა ღმერთს. უფლის ხსნა შეგეწიოთ. ჯვარი გფარავდეთ…

სოციალურ სივრცეში გახშირებული სიტყვა – “ამინ” უმრავლეს შემთხვევაში აზრის შეუსაბამოდ ჟღერს. ებრაული სიტყვა „ამინ“ ნიშნავს ჭეშმარიტად. ნებისმიერი სიტყვის უადგილოდ გამოყენება გაუგებარია. ურწმუნოთა მხრიდან კი ქილიკის დაცინვის საბაბი ხდება.

უფალში იხარეთ.

ყველა წმიდანი შეგეწიოთ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი