მთავარი » ქრისტიანობა

“ქრისტიანი მოღვაწის შინაგან ღვაწლს წმინდა მამები ამინდს ადარებენ”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.12.2021 | 353 ნახვა

ქრისტიანი მოღვაწის შინაგან ღვაწლს წმინდა მამები ამინდს ადარებენ: ხან კარგი დარია და სითბო, ხან – მოღრუბლულია და ცივა. მათივე თქმით, სულიერი ცხოვრება პურის მოსავალს ჰგავს, რომელიც ხან უხვია, ხან მცირე. გამოცდილი ადამიანები არ სასოობენ კარგი ამინდის ხანგრძლივობაზე და არ წარიკვეთენ სასოს ცუდი ამინდის დროს, რადგან იციან ერთს სისტემატიურად ცვლის მეორე, არც კარგი მოსავლის დროს ამყარებენ იმედს მხოლოდ მასზე, არ წყვეტენ შრომას, ცუდი მოსავლის დროს კი არ ვარდებიან სასოწარკვეთილებაში და კვლავაც განაგრძობენ მიწის დამუშავებას. ასეთია ბუნების კანონი.

მსგავს ამისა არს ქრისტიანული ღვაწლი. ხან ღვთის მადლის მოფენას ვგრძნობთ, ხან კი განსაცდელების ზღვა გვაწყდება. ასეთი იყო ყველა წმინდანის გზა. ისინი მოძღვრავენ ყველა მოღვაწეს, რომ დაემორჩილოს ამ კანონს, რომელიც თვით ღმერთმა დაუდგინა წუთისოფლის მკვიდრებს. ხანგრძლივი მზიანი დარის შემდეგ მიწა ხმება, ავადდება. ამგვარადვე მოქმედებს ჩვენს სულზე ხანგრძლივი სიმშვიდე, თუნდაც მადლისმიერი, სულში იმკვიდრებს ქედმაღლობა, თვითდაჯერება, საკუთარ ძალებზე მინდობა, მოყვასის სიძულვილი, განკითხვა და სხვა საშინელი და სახიფათო ბოროტებანი.

უდიდესი ნიჭია, თავი განსაცდელის ღირსად მიიჩნიო და მხოლოდ ღმერთს სასოობდე. დიდი ნიჭია, მიიჩნიო თავი ღირსად ყოველგვარი სასჯელისა, მათ შორის ეშმაკეულისა. ასეთი განწყობა ბადებს თავის უარყოფას და ღვთისადმი ერთგულებას. თავის უარყოფითა და ღვთისადმი მინდობით ვანადგურებთ ეშმაკის მიერ მოვლენილ შიშს. ეშმაკი ვერაფერს გვავნებს ღვთის ნების გარეშე.

მოღვაწემ ყოველი განსაცდელი მშვიდად უნდა მიიღოს, მაგრამ ასე იქცევა მხოლოდ ის, ვინც ჭეშმარიტად ქრისტიანულ ღვაწლშია. ხიბლში მყოფნიც კმაყოფილნი არიან თავიანთი მდგომარეობით, მათი კმაყოფილება არის თვითკმაყოფილება, დაფუძნებული საკუთარი თავის მიმართ მცდარ შეხედულებაზე, ისინი ცოდვისა და დაცემული ბუნების ხედვის ნაცვლად, ხიბლში არიან.

კარგი იქნება, თუ ჩვენს ფიქრებსა და სულიერ მდგომარეობას სულიერ მოძღვარს გავუმხელთ, და არა „ჭკვიანებს”, რომელთაც განადიდებს სოფელი, როგორც წმინდანებს. „სოფელს უყვარს თავისი” – ბრძანებს მაცხოვარი. სოფელი ხიბლშია იმყოფება, ჭეშმარიტების მსახურთ კი განაგდებს.

სულიერი თვალსაზრისით მძიმე დრო დგება, უფრო სწორად, როგორც ტიხონ ვორონეჟელი წერს, იგი დიდი ხანია დადგა, მაგრამ სიმძიმე თანდათან მატულობს, განდგომილება იზრდება. ეს ღვთის ნებაა, ნაწინასწარმეტყველები წმინდა წერილში. თავი უნდა მოვიდრიკოთ ღვთის განგების წინაშე? – უსუსური მატლნი, მისი გამოუთქმელი წყალობით მოწოდებულნი ამ სამყაროში და უმეტეს სამყაროში – ღმერთთან ერთობაში… და მოდით, ვევედროთ მას, რათა იყოს წყალობა მისი ჩვენზედა უკუნისამდე!
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი