მთავარი » ქრისტიანობა

“ქრისტიანებს არ გვწამს საზღვრების, რადგან ჩვენი საზღვარი უსასრულობაში დევს “

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.08.2018 | 303 ნახვა

დეკანოზი თამაზ ლომიძე დეკანოზი თამაზ ლომიძე: ხშირად წესიერი ადამიანები და უფრო მეტად ინტელექტუალები შეგნებულად თავს არიდებენ ქრისტიანულ რწმენას. მათი წარმოდგენით რწმენა საზღვრებში მოაქცევს მათ განვითარებას, თითქოს ჩარჩოებში ჩაკეტავს და შეუზღუდავს აზროვნებას, სწავლას თუ შემოქმედებას.

ესაა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტყუილი და მცდარი წარმოდგენა ქრისტიანობაზე!

ამ დროს აბსოლუტურად პირიქითაა აღნიშნული საკითხი და ეს გენიალურად გადმოსცა ესპანელმა ფილოსოფოსმა მიგელ დე უნამუნომ სიტყვებით: „იყავით თქუენ სრულნი, ვითარცა მამა თქუენი ზეცითა სრულ არს, – გვიბრძანა ქრისტემ და თუმცა ეს მიუწვდომელი იდეალია, სწორედ ამ მიუღწეველით დაუდო ზღვარი ჩვენს შესაძლებლობას”. ე.ი. ქრისტეს ამ მცნებით ღმერთივით სრულყოფილი უნდა გახდეს ადამიანი, თვით ღმერთია ადამიანის საზღვარი და რადგან უსასრულო და მიუწვდომელია ღმერთი, ადამიანის სრულყოფილებაც დაუსრულებელი და უსაზღვროა.

ქრისტიანი ასე ფიქრობს: არც სიყვარული, არც სიკეთე, არც გონიერება, არც ქველმოქმედება, არც თანაგრძნობა, არც მეცნიერება, არც შემოქმედება, არც პროგრესი და არც ზნეობრიობა, რომელსაც შეიძლება დღეისათვის მივაღწიე, არ არის ჩემთვის საზღვარი; ამ და კიდევ მრავალ სხვა სათნოებათა საზღვარი უსასრულობაში დევს, იქ, სადაც მიუწვდომელი ღმერთია.

ქრისტიანებს არ გვწამს საზღვრების, რადგან თვით მიუწვდომელი ღმერთია ჩვენი სრულყოფილების საზღვარი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.