მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ქოზიფას მამათა მონასტერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.01.2011 15 კომენტარი | 11,363 ნახვა

ქოზიფას მამათა მონასტერი

ქოზიფას მამათა მონასტერი ქარელის რაიონიდან 35 კმ-ის დაშორებით მდ. ძამას ხეობაში მდებარეობს. მონასტერი დაარსებულია VII-IX სს-ში. მონასტერი მოქმედი ყოფილა XVII ს-მდე. XIII ს-ის II ნახევარში ქოზიფას მონასტერში ფართოდ გაიშალა აღმშენებლობითი საქმიანობა.

ქოზიფას მონასტერში სულ შვიდი ტაძარია, ტაძრები ერთმანეთზე მჭიდროდაა მიდგმული და ერთიან კომპლექსს ქმნის. ყველა ტაძარი დღესდღეობით უკვე აღდგენილია და მიმდინარეობს ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა.

მონასტრის შესახებ გვესაუბრება ქოზიფას მამათა მონასტრის წინამძღვარი ისაია გოგიბერიძე:

ქოზიფას მონასტერი ქოზიფას მონასტერში თავდაპირველად ორი მცირე ზომის დარბაზული ეკლესია აუგიათ. XIII ს-ის II ნახევარში ქოზიფას მონასტერში ფართოდ გაიშალა აღმშენებლობითი საქმიანობა. ამ პერიოდს განეკუთვნება მონასტრის გალავანი და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი. ეს უკანასკნელი, ჩრდილოეთ და სამხრეთ მინაშენებით, კომპლექსის მთავარი ნაგებობაა. ტაძარი აშენებულია ბაზალტის კარგად დამუშავებული კვადრებით. შემორჩენილია გალავნის “გარე ბჭის” წარწერა, რომელშიც საუბარია კომპლექსის მთავარი ტაძრის აგებასა და შემკობაზე (წარწერა ამჟამად ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება).

XV-XIV სს-ში კომპლექსს კიდევ ორი მცირე ზომის დარბაზული ეკლესია შეემატა.

დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის (XIXს.), იასონ ციციშვილისა (XIX ს.) და სერგი მაკალათიას (XXს.) აღწერის თანახმად სამონასტრო კომპლექსს გარს დიდი გალავანი ერტყა, შიგნით კი ბერების სადგომები და პატარ-პატარა სენაკები გახლდათ. მათივე ცნობით, გალავანის შიგნით შეიმჩნეოდა წყლის გამოსავალი მილები. აქვე ყოფილა ჩაფლული ღვინის დიდი ქვევრებიც. ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ საუკუნეთა მიღმა აქ ბერმონაზვნური ცხოვრება ყვაოდა.

მონასტერი მოქმედი ყოფილა XVII ს-მდე. ვახუშტი თავის აღწერაში წერს: “გუჯარეთს ქვეით არს მონასტერი ქოზიფას, უგუმბათო, კეთილ-შენი, მთასა შინა და აწ უქმი”. ჟამთა სვლამ მიტოვებული მონასტერი ძლიერ დააზიანა. ხუთივე ტაძარი.

1997 წლის 17 ივნისს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით ქოზიფას მონასტერში აღდგა სამონასტრო ცხოვრება.

XX ს-ის ბოლოს ქოზიფაში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები: აიგო ბერების საცხოვრებელი სენაკები, სატრაპეზო, მოწესრიგდა მონასტრის შიდა სივრცე და მრავალი სხვა.

ქოზიფას მონასტერში სულ შვიდი ტაძარია, ყველა ტაძარი დღესდღეობით უკვე აღდგენილია და მიმდინარეობს ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა.

ტაძრები ერთმანეთზე მჭიდროდაა მიდგმული და ერთიან კომპლექსს ქმნის.

ქოზიფას საძვალეღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების გარდა აქ არის წმ. შიო მღვიმელის, მართალი ლაზარესი, ყოველთა ქართველთა წმიდათა და წმ. გიორგის ეკლესიები.

მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძრის ქვეშ, მიწის სიღრმეში არის საძვალე, სადაც მრავალი წმიდა ნაწილია დასვენებული.

დღეისათვის მიმდინარეობს დამატებითი სენაკების მშენებლობა.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

15 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი