მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ქობაირის მონასტრის რესტავრაციის პროცესში ქართველი ექსპერტები ჩაერთვნენ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.11.2017 | 1,317 ნახვა

ქობაირის მონასტრის რესტავრაციის პროცესში, მეთოდოლოგიისა და მიდგომების საკითხებს სომეხ ექსპერტებთან ერთად, ქობაირი ქართველი სპეციალისტებიც შეიმუშავებენ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორებისა და ხელოვნებათმცოდნეების სამუშაო ჯგუფი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულების მიზნით, სომხეთში იმყოფებოდნენ. ქობაირის მონასტრის სატრაპეზოს კედლის აღდგენის პროცესის მონახულებისას, 2 ქვეყნის რესტავრატორებმა განსაზღვრეს ტაძრის სარეაბილიტაციო უბნის საფასადო წყობასთან დაკავშირებული მიმართულება, რომელიც ქვის წყობის ფორმებსა და დეტალებს მოიცავს. სომეხმა ექსპერტებმა ქართველი კოლეგების წინადადებები გაიზიარეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორების შეფასებით, მონასტრის რესტავრაცია დადგენილი ნორმების ფარგლებში ხორციელდება. ფიზიკური სამუშაოები ქობაირის მონასტერზე სომხეთის მხარემ 2015 წელს დაიწყო, რომლის მიმდინარეობისას უკვე აღდგა ეკლესიის სამრეკლო.

ქობაირი

ქობაირის მონასტრის რეაბილიტაციის პროექტში, ქართველი არქიტექტორ-რესტავრატორებისა და ხელოვნებათმცოდნეების ჩართვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2015 წელს გაფორმებული თანამშომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. სამუშაო მისიის შესახებ, საბოლოო შეთანხმებას კი მხარეებმა 2017 წლის 21 სექტემბერს, ქ. ერევანში, საქართველოსა და სომხეთის კულტურის მინისტრების შეხვედრაზე მიაღწიეს. ქართულ – სომხური სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა, 2018 წელს, უკვე თბილისში შედგება. ვიზიტის კონკრეტულ თარიღს მხარეები მოგვიანებით შეათანხმებენ.

ქობაირის მონასტერი დებედას ხეობაში, დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და ის მე-12 საუკუნით თარიღდება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი