მთავარი » სოფლის მეურნეობა

ქლიავის ბაღის მორწყვა და განოყიერება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.03.2022 | 473 ნახვა

ქლიავის ბაღის მორწყვა შეიძლება სხვადასხვა ხერხებით ჩატარდეს: ზედაპირული (მოღვარვით, ჯამში დატბორვით, გაჟონვით, კვალში მიშვებით), წვეთოვანი ან მიწისქვეშა მორწყვის საშუალებით. ზედაპირული მორწყვის პირობითი ვადებია:

ადრეულ გაზაფხულზე, ყვავილობის დაწყებამდე მორწყვა ხელს უწყობს ხეების ნორმალურ ყვავილობას და გამონასკვას. მორწყვა ყვავილობისა და გამონასკვის დასრულებიდან 10–15 დღის შემდეგ, ამ პერიოდში რწყვა ხელს უწყობს ხის საასიმილაციო აპარატის ფორმირებას.

მორწყვა ნასკვების ფიზიოლოგიური ცვენის შემდეგ. მორწყვა ნაყოფის ინტენსიური ზრდის პერიოდში – მიმართავენ ერთ ან ორ რწყვას, ზაფხულის მეორე ნახევრის ნალექით უზრუნველყოფის რეჟიმის შესაბამისად (მშრალ ზაფხულში ორჯერ, ტენიან ზაფხულში – ერთხელ). მორწყვა მოსავლის აღებამდე 2 კვირით ადრე და მოსავლის აღების შემდეგ. ასევე რეკომენდებულია მორწყვის ჩატარება გვიან შემოდგომა-ზამთარში, ფოთლების მასიური ცვენის შემდეგ.

წვეთოვანი მორწყვისას მიღებულია 2,6. 4,0 ან 8,0 ლიტრი/საათში კომპენსირებადი საწვეთურების გამოყენება, რომლებიც ლატერალურ მილშია ინტეგრირებული 0.7 ან 1.0 მეტრის ინტერვალით. მილები შესაძლებელია მოთავსდეს, როგორც ნიადაგის ზედაპირზე, ასევე საყრდენ სისტემაზე ან შტამბზე დაკიდების გზით.

ქლიავის ბაღში ორგანული სასუქები (კომპოსტი, გრანულირებული ორგანული სასუქი, ნაკელი) გამოიყენება 3-4 წელიწადში ერთხელ შემოდგომა-ზამთრის ხვნის დროს.

მინერალური სასუქები გამოიყენება ყოველწლიურად, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები შემოდგომა-ზამთრის ხვნის ან ზოლოვანი შეტანის მეთოდით. აზოტიანი სასუქები სამ ვადაში: 1/3-ადრე გაზაფხულზე წვენთა მოძრაობის დაწყების წინ. 1/3-ყვავილობის დამთავრებისას. 1/3 – მოსავლის აღების შემდეგ. წვეთოვანი მორწყვის სისტემის და ფერტიგატორის არსებობის შემთხვევაში ხორციელდება 6 – 8 -ჯერ განოყიერება წყალში ხსნადი სასუქებით მითითებული ნორმების შესაბამისად.

ნიადაგის ტიპების მიხედვით მსხმოიარე ბაღებისათვის რეკომენდებულია: აზოტი 90-120 კგ, ფოსფორი 60-120 კგ, კალიუმი 60-100 კგ/ჰა (მოქმედ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით).

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი