მთავარი » ჯანმრთელობა

ქართველი მეცნიერის მსოფლიო აღმოჩენა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.06.2011 11 კომენტარი | 9,274 ნახვა

როგორ უნდა გადაიჭრას ეშერიხია კოლის (E.Coli) პრობლემა?

ევროპა ახალი ბაქტერიული ინფექციის, ეშერიხია კოლის გავრცელების საშიშროებამ მოიცვა. დაავადებამ ეპიდემიის სახე გერმანიაში მიიღო, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი ყოველ დღე მატულობს. მართალია, დაავადების გავრცელების შესაძლებლობა საქართველოში ნაკლებად არსებობს, მაგრამ აღნიშნულმა ნაწლავურმა ბაქტერიამ 2009 წელს ჩვენს ქვეყანაში 7 ადამიანი იმსხვერპლა.

ჯემალ ნაჭყებია ეშერიხია კოლი ცხოველისა და ადამიანის ნაწლავებში ბინადრობს, რომელიც ფეკალიებთან ერთად გარემოში გამოიყოფა. ადამიანის ორგანიზმში კი მისი მოხვედრა პირის ღრუს გავლით, ან გამონაყოფებით დაბინძურებული საკვების, წყლის მიღების მეშვეობით არის შესაძლებელი… ეშერიხია კოლი დაფიქსირდა ბოსტნეულსა და მარცვლეულშიც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჯერ ამ პრობლემის წინაშე არ დგას, სამომხმარებლო ბაზარზე უკვე შეინიშნება პანიკა ბოსტნეულის მიმართ. აღნიშნული საკითხით “ასოციაცია მომავლის ფერმერი” დაინტერესდა. მათ მიაკვლიეს მეცნიერს, რომელსაც მნიშვნელოვანი აღმოჩენები აქვს ბაქტერიის განვითარების, გავრცელებისა და მკურნალობის მეთოდის შესახებ.

“ამბიონი” ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორსა და პროფესორს, ბატონ ჯემალ ნაჭყებიას გაესაუბრა:

დღეს მსოფლიოში პრობლემად იქცა ეშერიხია კოლის ჩხირებით გამოწვეული ნაწლავური დაავადება, რომელსაც ადამიანები ემსხვერპლნენ. როგორც აღნიშნავენ, ამ “უწყინარმა ბაქტერიამ” სახე იცვალა და დღეს ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. თქვენ ამ ბაქტერიის ირგვლივ სხვადასხვა კვლევები გაქვთ ჩატარებული. იქნებ აგვიხსნათ, რეალურად რა პროცესთან გვაქვს საქმე და რა იყო ცვლილების მაპროვოცირებელი?

ეშერიხია კოლის მიკრობის დასახელება ორი სიტყვით აღინიშნება. ეშერიხია გვარის მაჩვენებელი სიტყვაა, კოლი – სახეობის. პედიატრმა ეშერიხმა ეს ბაქტერიები ახალშობილის ფეკალურ მასებში აღმოაჩინა. ეშერიხია კოლი (E.Coli) არის ნაწლავის ჩხირი, რომელიც მილიონობით, მილიარდობით ბინადრობს ადამიანისა და ცხოველის ნაწლავებში. ეს მიკრობი არასოდეს გახდება ტოქსიგენური, ანუ შხამს არ გამოყოფს, თუ მას არ შეხვდა შეწყვილებაში სხვა მიკრობი, ამ შემთვევაში კლოსტრიდიები (ანაერობული ბაქტერიები), რომლებიც თანასახლობენ ეშერიხიებთან ნაწლავში. კლოსტრიდიები ეშერიხიებს გადასცემენ პათოგენურ, ანუ ტოქსიგენურ, ჰემოლიზურ და სხვადასხვა თვისებებს. ეს პროცესი საბოლოო ჯამში შეიძლება გახდეს მრავალი დაავადების გამომწვევი, როგორიცაა: ქოლეცისტიტი, დიარეა (კუჭ-ნაწლავის აშლილობა)… შესაძლოა სასიკვდილო შედეგამდეც მივიდეთ…

ეშერიხიოზით (ეშერიხია კოლით დაავადება) განსაკუთრებით ახალშობილები ავადდებიან, თუმცა ისეთი შტამებიც გვხვდება, რომ შესაძლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანი და ცხოველი დაავადდეს.

ის, რაც გერმანიაში მოხდა, თუ ნამდვილად ეშერიხიაა, ეს კუჭ-ნაწლავის ინფექციაა და სისხლიანი გამონაყოფების სიმპტომებით ხასიათდება. კლოსტრიდიები, ანაერობული მიკროორგანიზმები – უჟანგბადო სივრცეში იზრდებიან. ეშერიხიებს კი როგორც უჟანგბადო, ისე ჟანგბადიან სივრცეში შეუძლიათ გავრცელება. ეშერიხიები სინამდვილეში კლოსტრიდიების მიმართ ანტაგონისტები არიან, მაგრამ რამოდენიმე ასეული ან ათეული უჯრედი აღმოჩნდება მათ შორის, რომელიც არ იქნება ანტაგონისტი კლოსტრიდიების მიმართ და ისინი შეუწყვილდებიან ერთმანეთს. ეშერიხია კოლი საუკეთესო რეციფიენტია, კლოსტრიდიები კი ამ შემთხვევაში დონორები არიან. ისინი პლაზმიდური დნმ-ის საშუალებით ეშერიხიებს გადასცემენ იმ თვისებებს, რომლებიც დეტერმინირებულია, ანუ ჩაწერილია მათში. ეშერიხიებს კი გავრცელების საუკეთესო უნარი აქვთ.

ანუ, დღეს მეცნიერება კვლევა–ძიებაში არ ადგას სწორ გზას?

მთავარი საკითხი სწორედ ეს არის, მეცნიერების მიერ გამოკვლეული იქნას, როგორ ჩნდება ეშერიხია კოლი ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში. მეცხოველეობაში ახალშობილების 50-60% იღუპება ეშერიხიოზით. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს წარმოიშობა კლოსტრიდიებთან კავშირით, რასაც კონიუგაციას უწოდებენ. კლოსტრიდიები ცალკეულ შემთხვევაშიც იწვევენ გარკვეულ დაავადებებს ადამიანებსა და ცხოველებში, მაგრამ მათ ეპიდემიური, ეპიზოტური გავრცელება ნაკლებად ახასიათებთ.

მიზეზს დღეს ეშერიხიებში ეძიებენ და არა, კლოსტრიდიებში. ამ მხრივ, ვფიქრობ, დღემდე არავის უფიქრია. თუკი თანამედროვე მეცნიერება გამოიყენებს იმას, რაც ჩემი შრომების შედეგად არის დამტკიცებული, თუ როგორ იძენს ტოქსიგენურ თვისებებს ეშერიხია და თუ რა სამკურნალო საშუალებებით შეიძლება დაავადების ლიკვიდაცია, ვფიქრობ, დღევანდელი პრობლემა დროულად გადაიჭრება.

თქვენ მიერ გამოკვლეულია არა მარტო მიზეზი, ამასთან გადაჭრის გზებიც და ზემოქმედების საშუალებებიც? კონკრეტულად რა საშუალებებზეა საუბარი? ამასთან, როგორ ხდება დაავადების პრევენცია?

ჩემი მრავალწლიანი კვლევებით მიგნებულია შესაბამისი ზემოქმედების საშუალებები როგორც შრატის, ასევე ვაქცინის სახით, რაც მკურნალობის რეალური საშუალებაა. ამასთან, რა თქმა უნდა, აუცილებელია ჰიგიენის განსაკუთრებული ნორმების დაცვა, საკვები პროდუქტების, ბოსტნეულის საგულდაგულოდ გარეცხვა და სხვ.

რამდენად უნდა ველოდოთ დაავადების გავრცელებას საქართველოში?

დაავადების ეპიდემიის სახით გავრცელების საშიშროება საქართველოში ამ ეტაპზე არ არის, თუმცა შეგვიძლია ყველა შემთხვევისთვის მზად ვიყოთ. ამ დროისათვის გერმანიაში ფიქსირდება ყველაზე მეტი შემთხვევა, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში კი ამ ფორმით მისი გავრცელების ნაკლები ალბათობა არსებობს.

პროფესორი ჯემალ ნაჭყებია წლების განმავლობაში მუშაობდა ეშერიხია კოლის ბაქტერიაზე. ამ მხრივ, უამრავი შრომა აქვს გამოქვეყნებული. მისი სადოქტორო ხარისხიც სწორედ ამ თემას უკავშირდება. ეს იყო ნამდვილი აღმოჩენა 1980–იან წლებში, თუმცა მისი ქართული წარმოშობის გამო მაშინდელმა საბჭოთა სამეცნიერო საბჭომ დაბლოკა. მეცნიერთა ფართო წრეებში ამ საკითხის განხილვა არ მომხდარა. დღეს ის მსოფლიოს სთავაზობს აღნიშნულ ინფექციასთან დაკავშირებით ყველა პრობლემის ანალიზსა და მისი გადაწყვეტის გზებს. იქნებ, დღევანდელი აქტუალობიდან გამომდინარე, 35-40 წლის შემდეგ მაინც მოუტანოს აღიარება ქართველ მეცნიერს, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორს ჯემალ ნაჭყებიას.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

11 კომენტარი »

  • გიორგი (ომარი) says:

    უმორჩილესად გთხოვთ დამეხმაროთ მხევალ მედეას – მარიამ მელაძის საკონტაქტო ტელეფონის ან მისამართის გაგებაში. ან თუ თვითონ შეძლებს,შემეხმიანოს 897972722 ან 851 929119 ან 899 929119.გთხოვთ,გმადლობთ

  • თეა სახოკია says:

    ამ აღმოჩენის უკან დგას ტიტანური შრომა და უზარმაზარი ინფორმაცია როგორც კონკრეტულ საკითხთან ასევე მის თანმხლებ მოვლენებთან. კარგი იქნებოდა თუ იმფორმაცია ამის შესახებ დაიგზავნებოდა მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში. არადა, დღეს ბუმია კლოსტრიდიებთან მიმართებაში, ვინაიდან მეცნიერებს დიდი ეჭვი აქვთ, რომ სწორედ ეს უკანასკნელნი არიას კიბოს მაპროვოცირებელნი.

  • malxaz beburishvili says:

    martlaz saintereso da dasapasebelia, rom qartveli meznierebi amdens agzeven. gasaqani ara aqvt tore vize naklebi vart. zarmatebebi batono jemal!!!

  • თორნიკე says:

    ნამდვილად, ეს აღმოჩენა არ უნდა დარჩეს ჩრდილში. იქნებ ეს საპატიო მისია ამბიონმა ითაოს?

  • gela gegelia says:

    es saocrebaa martlac udidesi agmoheenaaa warmatebebi batono jemal.gmertma gvimravlos tqvenistana profesorebi.

  • გიული გოგოლი says:

    მე მოწმე ვარ ბატონი ჯემალის ამ საქმიანობის და დისერტაციის დაცვის. შედეგები მართლაც შთამბეჭდავი იყო, მაგრამ მას შემდეგ, სამოქალაქო ომის წლებში, ამისათვის არავის ეცალა. გილოცავ ბატონო ჯემალ ამ აღიარებას.
    ამ კომენტარის წერისას ტელევიზიით მოვუსმინე სოფლის მეურნეობის მიბნისტრის კომენტარს E.koli- ს პრობლემაზე. მან აღნიშნა, რომ ჩვენში დაავადების საშიშროება არ არსებობს ვინაიდან ბაქტერია ჩვენში არ არისო????????!!!!! საინტერესო მოსაზრებაა ?!…თუ უაზრობა?!

  • გიორგი (სხვა) says:

    გიული მინისტრის ეგ გამონათქვამი მე მგონი დიდი უაზრობაა.

    ბატონო ჯემალ ღმერთმა დაგლოცოთ და ხელი მოგიმართოთ თქვენ საქმეში, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და უდიდესი აღმოჩენაა.
    მადლობა ავტორს თემის საინტერესოდ წარმოჩენისათვის.

  • რუსუდან says:

    ვეხმაურები გიულის. როგორც აღნიშნეთ, იცნობთ ბატონი ჯემალის ნაშრომებს. როგორც ჩანს, თქვენც ამ სფეროში საქმიანობთ. იქნებ, ამ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, თქვენც გარკვეული წვლილი შეგეტანათ ჯემალ ნაჭყებიას ნაშრომების პოპულარიზაციაში?

  • თორნიკე says:

    თქვენ გაიხარეთ ეხლა მე მგონი გაიგებენ ბატონი ჯემალის აღმოჩენის შესახებ.
    ყოჩაღ ამბიონ ამ თემის წამოწევისათვის.

  • ნანა says:

    gemali bidsia me twenit dsalin wamakob. tkwen schedselit 1980 zels im saschineli problemebis gadatshra raz msopliom 30 zlis schemdeg wer schedslo. am schromas me darzmunebuli war agiareba mokweba msoplio maschtabit.

    schewxwdebit ertament sampkulschi da darzmunebuli war rom schesadslebloba momezema nobelis premiis molozwa.

    Bednierad…