მთავარი » სხვადასხვა

ქართველი ემიგრანტის, თესუნია კოლხის ჩანაწერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.09.2017 | 1,509 ნახვა

წიგნი

გინახავთ როგორ კვდება ადამიანი?

მე კი … ორჯერ

გამოსასვლელი დღიდან უკან, რომ დავბრუნდი, მივხვდი რომ სიკვდილის ანგელოზი შეხებოდა ბებოს. ვერ გეტყვით ზუსტად რანაირად, მაგრამ სახეზე რომ შევხედე, მივხვდი რომ მისი დრო იწურებოდა. მაგის მერე კიდევ ერთი თვე იცოცხლა, თითქოს არაფერი უჭირდა, მაგრამ ბოლოს მაინც დადგა ის დღე. ჯერ შარდვას შეწყვეტსო, თქვა ექიმმა, თირკმელები მუშაობას რომ წყვეტენ მაგიტომო, მერე სხვა ორგანოები ნელ-ნელა მიყვებიან და ბოლოს გული შეწყვეტს ცემასო…

წინა დღით საოცრად კარგად იყო, მის შვილებსაც ელაპარაკა საერთოდ უთქმელი ადამიანი და მიყვარხართო უთხრა, მე – მადლობა მითხრა… მიხაროდა გამოკეთდა-მეთქი, მაგრამ მაგას ინგლისურად “რალის” ეძახიან, სიკვდილის წინ ადამიანი რომ მოიკრებს უკანასკნელ ძალას, თითქოს უფალი აძლევს საშუალებას სიცოცხლეს და საყვარელ ადამიანებს დაემშვიდობოსო.

სიკვდილის საათი რომ დადგა, მარტო ვიყავი. მივხვდი საქმე ძალიან ცუდად იყო და ექთანს რამდენიმეჯერ ზედიზედ დავურეკე, ბედად ახლოს ყოფილა ის დალოცვილი და მაშინვე მოვიდა. მიხვდა კვდებოდა…. დიდი დოზით მორფინი მისცა ბებოს და იმასაც მაშინვე მიელულა. ალბათ კიდევ გაძლებდა ნახევარ საათს, ამდენი მორფინი რომ არ მიეცა ექთანს, მაგრამ წვალობდა და ექიმმა მიეციო ექთანს ნება დართო. გაყუჩდა ბებო და უცებ დაიწყო ბრძოლა, არ ეთმობოდა სიცოცხლე, იბრძოდა მთელი სხეულით და დარჩენლი ენერგიით … წვალობდა…. მე ხელი მეჭირა მისი, ვხედავდი სიცოხლე არ ეთმობოდა საწყალს, მაგრამ სიკვდილი გარდაუვალი იყო, ეს კი წვალობდა …. ხმამაღლა დავუძახე: It’s OK honey, GO – ყველაფერი კარგადაა, წადი-მეთქი და მაშინვე მოდუნდა ბებო, ალბათ გაიგო რაც ვუთხარი… ხმამაღლა ვლოცულობდით მისთვის მე და ექთანი, მორწმუნე იყო და უყვარდა ბებოს ლოცვები.

უცებ მოდის სიკვდილი…

რამდენიმე წამში გათავდა ადამიანი. წავიდა და დატოვა მოხუცი სხეული საწოლზე, მე და ექთანი ცრემლიანები და სიკვდილის მოწმენი, იმ გამოცდილებისა რომელიც არ გავიწყდება ადამიანს არასდროს.

პატარა ფანჯარა იყო სასთუმალთან, გამოვაღე…

ჩემს საქართველოში წავალ საახალწლოდ, იქ ხომ არ იციან როგორ მიწვალია, შესაბამისად არც არავინ გამახსენებს ამ ტკივილს. საჩუქრებს ვუყიდი ნათესავებს და მეგობრებს, მათ ღიმილიანი სახეების შემხედვარე, კიდევ ერთხელ ვიგრძნობ თავს ადამიანად.

ქართველი ემიგრანტი – თესუნია კოლხი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი