მთავარი » კულტურა

ქართული ხალხური საკრავების, ხალხური და საესტრადო სიმღერების მნიშვნელობა ახალგაზრდების ჩამოყალიბებაში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.06.2018 | 547 ნახვა

ილია დათუაშვილი თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიასთან ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი, სადაც შეისწავლება ხალხური საკრავები, ქართული ხალხური და საესტრადო სიმღერები; სასწავლო ცენტრში ამ მიმართულებით ჯგუფების დაკომფლექტება სექტებმრის თვიდან იწყება. მოსწავლეები სწავლას სასწავლო პროცესის დაწყებისთავავე შეუდგებიან. სწავლება ხორციელდება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.

ქართული ხალხური სიმღერა სათავეს უძველეს დროში იღებს. იგი თავიდანვე დაკავშირებული იყო ჩვენს წინაპართა ყოფასთან. ქართული ხალხური სიმღერები ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნიან ჩვენს წინაპართა ადათებსა და ცხოვრების წესზე, მას ისტორიული მნიშვნელობაც აქვს.

თამაზ ჯამაგიძე ქართული ხალხური საკრავები — ცნობილია უძველესი დროიდან, როგორც წესი, სიმღერის ან ცეკვის თანხლების ფუნქციით. უძველესი არქეოლოგიური ცნობა ქართული საკრავის შესახებ, მიეკუთვნება ძვ.წ.-ით XV ს. ძველ ქართულ ლიტერატურულ წყაროებში საკრავთა 100-ზე მეტი დასახელებაა შემონახული. საკრავი, როგორც „მატერიალური მუსიკალური კულტურის ძეგლი“, მუსიკის ისტორიის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

საესტრადო მუსიკის ჟანრი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყანაში პოპულარულია, საქართველოც არ არის გამონაკლისი ამ კუთხით.

ქართული ხალხური საკრავების, ხალხური და საესტრადო სიმღერების მნიშვნელობაზე თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიასთან ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრის პედაგოგები გვესაუბრებიან.

თამაზ ჯამაგიძე: ქართულ სიმღერას და ზოგადად ქართულ ფოლკლორს -გალობა, ხალხური საკრავები… უდიდესი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების ჩამოყალიბებაში.
მუსიკა ავითარებს ბავშვის ინტელექტს და შემოქმედებით აზროვნებას, განსაკუთრებით ქართული ხალხური სიმღერა და საკრავები , რომელიც ასევე აყალიბებს ბავშვებში ეროვნულ ცნობიერებას და პატრიოტიზმს. გალობა კი აახლოვებს უფალს და ქრისტიანულ სარწმუნოებას.

ნანა დაუშვილი ნანა დაუშვილი: სიმღერა ჩვენთვის ახლობელია და ჯერ კიდევ ოდითგანვე წინაპრებიდან მოდის, ბავშვის მუსიკალური აზროვნების სწორად და გემოვნებით ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია პროფესიონალურად, ფრთხილად მიდგომა. ყველა პატარა პირველად იწყებს სიმღერას, ეს კი იმაზე მიუთითებს რომ ეს ჟანრი ყველასათვის საყვარელი და ახლობელია. ამას ისიც განაპირობებს, რომ დიდი ქართველი კლასიკოსები ამ ჟანრშიც მოღვაწეობდნენ და ახლაც ასეა. ვფიქრობ, ბოლო დროს ქართული სიმღერა ნაკლებად იცის დღევანდელმა თაობამ და ამაზე აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომ ეროვნული არ გაქრეს, მივიწყებას არ მიეცეს. აქაც საჭიროა ყურადღება გამახვილდეს გემოვნებიან მუსიკაზე, რომ უსახურმა და უგემოვნო სიმღერებმა არ დაიმკვიდროს ადგილი. მე ვარ ახალი ხედვის მომხრე მხოლოდ არა დამახინჯებული მუსიკის, რა თქმა უნდა, დოზირება ყველაფერში საჭიროა. დღეს ვხედავთ რაც ხდება სხვადასხვა სატელევიზიო და საკონცერტო პროგრამებსა და გადაცემებში. მდარე მუსიკა, უგემოვნო, არაქართული მოტივებით და როკვებით. ჩემთვის ეს მიუღებელია და როგორც ვიცი, ყველა ქართველისთვის. ხაზს ვუსვამ, რომ გათანამედროვეობა კარგია, თუმცა, გემოვნებით და არა დამახინჯებით.

მე ისეთ პერიოდში გავიზარდე, როცა დაფასებული იყო მუსიკოსი, პოეტი, კომპიზიტორი, შემსრულებელი და არსებობდა ე.წ ფილარმონია, სადაც ჩემი თაობა გაიზარდა დიდი მუსიკოსებისა და პიროვნებების გვერდით. რაც ყველაზე მეტად მახარებს, არსებობდა საკონცერტო ჯგუფები და ვმოღვაწეობდით როგორც დედაქალაქში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე უცხოეთში. ახლა ეს დაინგრა, გაქრა, აღარ არსებობს სასწავლებლები საესტრადო და თანამედროვე ხელოვნების, სადაც აღიზარდა თაობები. მეც ვმოღვაწეობდი და უამრავი თაობა აღვზარდე, რომლებიც დღეს სცენაზე დგანან. ყოველთვის მქონდა საკუთარი სტუდია, სადაც უნიჭიერეს და გამორჩეულ ბავშვებს ვზრდიდი და რაც მთავარია ქართული სიმღერით, ასევე უცხოურით. ვფიქრობ, რომ ბავშებს, პირველ რიგში, უნდა შევასწავლოთ და შევაყვაროთ ჩვენი ტრადიციული, ეროვნული რათა არ გადაშენდეს ქართული გენი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.