მთავარი » საზოგადოება

ქართული ვაზის ჯიშები სოფლებისა და ქალაქების დასახელებებით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.04.2019 | 1,114 ნახვა

გვინდა მცირედი ცნობები მოგაწოდოთ იმ ქართულ ვაზის ჯიშებზე, რომლებიც ატარებენ ამა თუ იმ სოფლებისა და ქალაქების სახელებს. ამგვარი ვაზის ჯიში ჩმონათვალში არაერთია. ჩვენი მიზანია, პოპულარიზაცია გავუწიოთ იმ ჯიშებს, რომლებიც ამგვარი სახელებითაა სახელდებული, რადგან შემდგომად მოხდეს მათი თავ-თავიანთ ადგილზებზე დაბრუნება და გამრავლება. მართლაც და რა უნდა იყოს იმაზე კარგი, როდესაც რომელიმე ვაზის ჯიში ატარებს ჩვენივე სოფლისა თუ ქალაქის სახელს… ქართული ვაზის ჯიშიბი სახელდებულია ასევე რეგიონების სახელებითაც, თუმცა, მათ ამ ჯერზე არ ვეხებით.

ჩვენი ვაზის ჯიშები ამ მხრივ მართლაც მრავალფეროვნებითაა გამორჩეული, რადგან დასახელდებები უკავშირდება არა მხოლოდ ადგილებს, არამედ ადამიანის გვარ-სახელებს, ცალკეულ უბნებს, ყურძნის დანიშნულებას, მტევნისა თუ მარცვლის ფორმასა და შეფერილობას, სიმწიფის პერიოდსა და სხვ.

მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ვაზის ჯიშთა საბოლოო იდენტიფიკაცია ამ ეტაპამდე არ მომხდარა, თუმცა ამას არაერთი მიზეზიც აქვს, რომელ თემასაც არ ვეხებით. ზოგიერთ შემთხვევებში ესა თუ ის ვაზის ჯიში ზოგ ადგილას ცნობილია სინონიმითაც, რაც მეორე მხრივ უკავშირდება ან არც უკავშირდება სოფელსა თუ ქალაქის სახელს. მაგალითად კორტნულას სინონიმია სეურა. სევა ზემორაჭის სოფელია და ჯიშის სახელიც აქედან უნდა მოდიოდეს. ასევეა, მაგალითად უსახელოურიც, რომლის სინონიმია ოყუირეშული; ჭყაპას სინონიმია მუხრანული, მეჯვრისხევის საფერავის სინონიმი – ხომასურიანთ საფერავი და ასე შედმეგ. ამის გამო, როგორც აღინიშნა ქართული ვაზის ჯშები, რომლებიც ამგვარ სახელებს ატარებენ ბოლომდე არცაა გამოკვლეული.
უკანასკნელ პერიოდში ვაზის გაშენებითა და ოჯახური მეღვინეობით ბერვი ადამიანი ინტერესდება, რაც თავის მხრივ მისასამებელია. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც, მაგალითად კახეთისა თუ იმერეთის ისეთ სოფლებში, რომელთა სახელებით სახელდებულია უნიკალური ქართული ვაზის ჯიშები მოსახლეობის ნაწილი ინფორმაციის არქონის გამო რქაწითელსა და ცოლიკოურს აშენებენ. მეორე მხრივ ეს ჯიშებიც უნიკალურია თავისი შინაარსით, მაგრამ როდესაც არსებობს ჯიში „იყალთოს წითელი“ ამ სოფლის მოსახლეობა რატომ უნდა აშენებდეს პირველ რიგში სხვა ჯიშებს. ასევეა იმერეთისა თუ დანარჩენი საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში. ამჯერად გვინდა შემოგთავაზოთ სწორედ ამგვარი ვაზის ჯშების დასახელებები და აქვე დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ საქმეს ერთობლივად უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ. ჩვენი ჩამონათვალის წყაროს წარმოადგენს ახლახანს გამოცემული წიგნი „ქართული ვაზის ჯიშები“. ლევან უჯმაჯურიძის, გიორგი კაკაბაძისა და ქალბატონი ლონდა მამასახლისაშვილის ავტორობით. თბილისი, 2018 წ.

ჩამონათვალი ხარვეზებისაგან დაცული არაა, რის შემთხვევაშიც წინასწარ ვიხდით ბოდიშს.

ანანურა, არგვეთულა საფერე, ასპინძურა შავი, ასურეთული თეთრი, ასურეთული შავი, ატენის საფერავი, აჭანდრის წითელი, ახალციხური თეთრი, ახმეტური შავი, ბაზალეთური, ბათომურა, ბზვანურა, ბორჩალო, გომის თეთრი (იმერეთი), გომის შავი (იმერეთი), გორულა, გორული მწვანე, დიღმურა, ენაგეთის თეთრი, ენაგეთის წითელი, ვაზისუბნის წითელი (იგივე ურიათუბნის წითელი), ვაიოს საფერავი, ვანის ჩხავერი, ვერტყვიჭალის თეთრი, ვერტყვიჭალის შავი, ზაქათალის თეთრი, ზაქათალის შავი, ზენათური, თხმორულა, იყალთოს წითელი, კახის ვარდისფერი, კახის თეთრი, კახის წითელი, კლდის წითელი, მაღლარი თვრინა, მაღრანული, მირზაანული თეთრი, ობჩური შავი, ორბელური, ორხურა, ოძისური, საფარული, საფერავი მეჯვრისხევის, სეურა, სხალთური, უსახელოური, ქაქუთურა, ქისტაურული შავი, ქციის შავი, ღობიეთის წითელი, ჩიტისთვალა ბოდბური, ძელშავი ობჩის, ძელშავი საჩხერის, ძირაგეული შავი, წირქვალის თეთრი, წნორის თეთრი, ხოტეურა.

გიორგი ბარისაშვილი
მცხეთა, 2019 წ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი