მთავარი » ახალი ამბები

ქართული თეატრი 160 წლისაა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.01.2010 | 4,450 ნახვა

რუსთაველის თეატრითეატრალური სამყარო 14 იანვარს ქართული თეატრის დღეს აღნიშნავს. რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, თეატრალური საზოგადოების ინიციატივითა და თბილისის მერიის თანადგომობით გაიმართა.

საღამოზე თეატრალური მოღვაწეები სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ. თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 30-მდე 80 წელს გადაცილებულ მსახიობს სპეციალური ჯილდოები კულტურის მინისტრის მოადგილემ, მაკო ჭოღოშვილმა და დავით ცხადაძემ გადასცეს. მსახიობებს კოტე მარჯანიშვილის, ვერიკო ანჯაფარიძისა და სანდრო ახმეტელის სახელობის ყოველწლიური პრემიები გადაეცათ.

მსახიობებიქართული თეატრის საიუბილეო თარიღი გორშიც აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებებს გორში კულტურის მინისტრი ნიკა რურუა, თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე გიგა ლორთქიფანიძე, თბილისისა და რეგიონების თეატრების წარმომადგენლები, ცნობილი რეჟისორები და მსახიობები დაესწრნენ.

შეგახსენებთ, რომ ქართული თეატრის დღე 1850 წლის 14 იანვრიდან აღინიშნება. როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი გიორგი ერისთავის “გაყრა”, ქართველი არისტოკრატიის მხარდაჭერითა და მეფისნაცვალ ვორონცოვის ხელშეწყობით დაიდგა. “გაყრა” თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობაში გაიმართა 14 იანვარს, ამიტომ ეს დღე ქართული თეატრის დღედ არის მიჩნეული.

ქართული თეატრი ოდითგანვე დიდ ისტორიულ როლს ასრულებდა ქართული ეროვნული ცნობიერების გადარჩენასა და შენარჩუნებაში.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი