მთავარი » სხვადასხვა

ქართული ჟურნალისტიკის დღე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.03.2018 | 4,916 ნახვა

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა

ჟურნალისტიკა საზოგადოებრივი ცხოვრების ათასფეროვანი მოვლენებისა და ფაქტების ამსახველი თანამედროვეობის მატიანეა. თუმცა არა მარტო უბრალო ამსახველი, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ზეგავლენის მომხდენი, მიკროფონი მისი გაუმჯობესებისათვის მებრძოლიცაა. ეს ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია – ცხოვრების ასახვა და გარდაქმნა – ავსებს და ამდიდრებს ჟურნალისტიკის შინაარსს. შესაბამისად, შემთხვევითი არაა, რომ ჟურნალისტიკას “მეოთხე ხელისუფლებასაც” უწოდებენ.

ძნელია იმის თქმა, რომ ჟურნალისტობა ადვილი პროფესიაა და ყველა ადამიანს შესწევს ძალა, ემსახუროს ამ საქმეს. ჟურნალისტობა ერთ-ერთი პოპულარული სპეციალობაა და ჟურნალისტის კარიერაზე მსოფლიოში უამრავი ახალგაზრდა ოცნებობს. ეს პროფესია ხშირად, განსაკუთრებით ქართველი ჟურნალისტებისთვის, მათთვის სასურველ, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და პრესტიჟულ სამსახურებში მოკალათების საწინდარია.

ჟურნალისტობა უმაღლეს კვალიფიკაციასთან, მრავალმხრივ ცოდნასთან, გამოცდილებასა და უსაზღვრო მოთმინებასთან ერთად უზარმაზარ ყოველდღიურ შრომას მოითხოვს.

რამდენად თავისუფლები არიან ქართველი ჟურნალისტები პროფესიული საქმიანობისას და დაცულია თუ არა სიტყვისა და მედიის თავისუფლება საქართველოში? ეს არის ის საკითხები, რაც ყველაზე მწვავედ დგას ჩვენი ქვეყნის მედიის წინაშე.

თავდაპირველად, აღსანიშნავია, რომ ტერმინ “სიტყვის თავისუფლების” ცნება განსხვავებულადაა გაგებული. საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია როგორც კონსტიტუციითა და საერთაშორისო დოკუმენტებით, ისე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, მაგრამ ზოგჯერ თავისუფლებას სრულ თვითნებობასა და განუკითხაობასთანაც აიგივებენ.

ამავადროულად, კანონის არსებობის მიუხედავად, საქართველოში ჟურნალისტთა უფლებები ხშირად ირღვევა და არც ჟურნალისტთა მხრიდანაა უცხო შეცდომების დაშვების ხშირი მაგალითი ქართული მედიისთვის.

როგორც დიდი პუბლიცისტი, ილია ჭავჭავაძე აღნიშნავს, ჟურნალ-გაზეთს ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში დიდი დანიშნულება აქვს. მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ მედიის წარმომადგენლები გააცნობიერებენ საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებას, დაიცავენ ეთიკის კოდექსს, კეთილსინდისიერად გამოიყენებენ მინიჭებულ უფლებებს და თავისუფალი სიტყვის თქმით ხელს შეუწყობენ დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

შეგახსენებთ, 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს. ქართული ჟურნალისტიკის დღედ, პირველი ქართული გაზეთის ჯერ “საქართველოს გაზეთის”, შემდეგ კი “ქართული გაზეთის” დაარსების დღე დაწესდა. სწორედ 1819 წლის 21 მარტს გამოვიდა გამოცემის პირველი ნომერი.

“ამბიონის” რედაქცია ქართული ჟურნალისტიკის დღეს საქართველოში მოღვაწე ყველა ჟურნალისტს ულოცავს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი