მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.11.2013 ერთი კომენტარი | 4,085 ნახვა

ინტერვიუ პროექტის მონაწილესთან

2011 წელს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავდა საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების ახალი სტრატეგია. პროგრამაში “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” უკვე რამდენიმე ასეული მოხალისე პედაგოგია ჩართული, რომლებიც ერთი აკადემიური წლის მანძილზე ცხოვრობენ და სომეხი ბავშვები-მოსწავლეები წარმატებით ასწავლიან ქართულ ენას ეთნიკურ უმცირესობებს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში.

“ამბიონი” პროექტის ერთ–ერთ მონაწილეს, პედაგოგ ნინო ჩალაძეს ესაუბრა, რომელიც დმანისის რაიონში, სოფელ ქვემო ოროზმანში აზერბაიჯანელ ბავშვებს ქართული ენის შესწავლაში ეხმარება.

ნინო, რატომ გადაწყვიტე პროექტში ჩართვა?

პროექტის მთავარი ხიბლი ის არის, რომ თუკი წარმატებით დავასრულებთ ერთ სასწავლო წელს, პროექტის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს ნებისმიერ სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ჩაბარების შემთხვევაში სწავლა 100%–ით გვიფინანსდება. პროექტში მოსახვედრად სამი ეტაპია გასასვლელი. პირველია ტესტირება ქართულ ენაში. შესაბამისი ქულის აღების შემთხვევაში გასაუბრებას გადიხარ. მისი წარმატებით გავლის შემდეგ გიტარდება ტრენინგები. შესაძლოა ტრენინგებიდანაც გამოეთიშო პროექტს, ყველაფერი მონაწილესა და მის მონდომებაზეა დამოკიდებული. იმისათვის, რომ პროექტში მოხვდე, არც პედაგოგიური გამოცდილება მოგეთხოვება და არც იმ ენის ცოდნა, რომელი ეროვნების ბავშვებთანაც უნდა იმუშავო მომავალში.

მთავარია იცოდე ქართული და გქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა. ასევე, უნდა შეგეძლოს რთულ სიტუაციებში ეფექტურად მოქმედება. მოგეხსენებათ, პროექტის მონაწილეები არა მარტო სკოლაში ასწავლიან ბავშვებს, არამედ იქაურ მოსახლეობასთან ცხოვრობენ და მათთან კარგი ურთიერთობის დამყარებაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი მონაწილე ვერ შეეგუა ახალ გარემოს და სოფელ ოროზმანის სკოლის მოსწავლეები პროექტის გაწყვეტა გადაწყვიტა, ამ შემთხვევაში ჯარიმის გადახდა მოუწევს. პროგრამის მონაწილეები ვიღებთ ყოველთვიურ ხელფასს.

რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის, სახელმწიფო ენა შეასწავლო ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს?

სიმართლე გითხრათ, აქამდე არასოდეს მიფიქრია ამ საკითხზე. ვერ გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ან საერთოდ ვინტერესდებოდი მოსახლეობის ამ ნაწილით. მაგრამ როცა უკვე ამ ადამიანების გვერდით აღმოჩნდები, ყველაფერს სხვა თვალით ხედავ. ის ფაქტი, რომ ისინი ეროვნებით ქართველები არ არიან, არ მაფიქრებინებს, რომ ნაკლებმნიშვნელოვნები არიან ან რაიმე მსგავსი. როცა ბავშვებთან გიწევს ურთიერთობა, ძალიან გიყვარდებიან ისინი. მით უმეტეს, როცა ისინი ქართველ მასწავლებლებს ძალიან თბილად იღებენ. ვგრძნობ, მათ ჩემთან ურთიერთობა უხარიათ. მათი წარმატება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში მუშაობა ძალიან დამღლელია, მაქსიმალურად ვცდილობ, რაც შემიძლია ბევრი ვასწავლო.

რამდენად ადვილი აღმოჩნდა შენთვის არაქართულ ოჯახში ცხოვრება?

ამჟამად დმანისის რაიონის სოფელ ქვემო ოროზმანში ვასწავლი. ამ და გარშემო სოფლებში აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს. არ ვიცი სხვა სოფლებსა და ოჯახებში როგორი მდგომარეობაა, მაგრამ მასპინძელ ოჯახში ძალიან გამიმართლა. ისე მიმიღეს, როგორც საკუთარი შვილი, ძალიან ყურადღებიანები არიან. რა თქმა უნდა, სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესია, ჯერ მარტო იმიტომ, რომ სოფლის ცხოვრება სრულიად განსხვავებულია ქალაქისგან, ამასთან, არაქართველები არიან და განსხვავებული ტრადიციებით ცხოვრობენ. დიდხანს ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა ამ პროექტში მონაწილეობას და საბოლოო ჯამში, ფსიქოლოგიურად საკმაოდ მომზადებული ჩამოვედი. ამიტომ არ გამჭირვებია.

როგორ მიმდინარეობს სწავლების პროცესი?

სკოლაში მუშაობა არ არის მარტივი. საერთოდ, ბავშვებთან ურთიერთობაა რთული და ამას ერთვის ისიც, რომ ბავშვებს შენი ენა კარგად არ ესმით. პროექტის მონაწილეები დამხმარე მასწავლებლები ვართ. ანუ გაკვეთილზე მარტო არ ვართ. ამ ბავშვებს ჰყავთ თავიანთი ეროვნების ქართულის მასწავლებლები და ჩვენ მათ ვეხმარებით. ძირითადად დაბალ კლასებთან მიწევს ურთიერთობა. ვცდილობ, საგაკვეთილო პროცესი რაც შეიძლება მრავალფეროვანი იყოს, რომ ბავშვებში დაინტერესება აზერბაიჯანელი ბავშვები-მოსწავლეები გამოიწვიოს და მათ ინტერესებსაც ვითვალისწინებ. ზოგადად სწავლების კონსტრუქციული მეთოდით ვხელმძღვანელობ. ყოველ დღე ახალს ვსწავლობ მათგანაც და ვცდილობ, დღითიდღე გავაუმჯობესო ჩემი მუშაობა. ამ პროექტში მონაწილეთა მსურველებს ვურჩევდი, მაქსიმალურად მოტივირებულები მოვიდნენ ბავშვებამდე. ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ადვილია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო პროცესია და ადამიანს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს ბევრი პროფესიული და პიროვნული უნარი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პროფესიის წარმომადგენელია.

ნინო, თუ გექნება მომავალშიც მსგავს პროექტში მონაწილეობის სურვილი?

წინასწარ მიჭირს პასუხის გაცემა. ბავშვებთან სიამოვნებით ვიმუშავებ, მაგრამ ასე დიდი ხნით საცხოვრებლის შეცვლა თუ შემეძლება, არ ვიცი. სოფელი ძალიან მიყვარს, მაგრამ არაა ადვილი ასე უცბად ცხოვრების წესის რადიკალურად შეცვლა. სხვამხრივ დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდი პროექტებში, რომლებიც ამ ბავშვებისათვის ქართული ენის სწავლებას მოემსახურება. ვფიქრობ, ჩემს მოსწავლეებთან განშორებაც გამიჭირდება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • Get Smart says:

    დედებს, პირველ რიგში, შვილების სიყვარულს ვურჩევ. როდესაც ნამდვილი, უანგარო სიყვარული არსებობს, ყველაფერი ძალიან მარტივია. მეორე რიგში – განათლებულობას. მათ უნდა იცოდნენ ბავშვის ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის ელემენტარული ნიუანსები, რომ შვილი სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი აღზარდონ. ვუსურვებდი მართლმადიდებლური წესებისა და ტრადიციების ერთგულებას. ეს აადვილებს შვილებთან ურთიერთობას. სწორ გზაზე აყენებს აღსაზრდელს. მშობელი თვითონ უნდა იყოს აღზრდილი, რათა შვილებისგანაც მოითხოვოს კარგი საქციელი. მშობელს შვილის თვალში ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი