მთავარი » საზოგადოება

ქართული ანსამბლის წარმატება – ,,მართლმადიდებლური გალობის დღეები ჰაინუვკაში”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.09.2022 | 106 ნახვა

2022 წლის 12-17 სექტემბერს პოლონეთის ქალაქ ჰაინუვკაში გაიმართა მართლმადიდებლური გალობის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც სულ 14 საეკლესიო გუნდი მონაწილეობდა. წელს სტუმრებს საშუალება მიეცათ, გასცნობოდნენ სხვადასხვა ერის ტრადიციულ საეკლესიო გალობას.

საფესტივალო კვირეულს უამრავი სტუმარი დაესწრო: სასულიერო პირები, მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალაქის მცხოვრებნი, ტურისტები პოლონეთის სხვადასხვა კუთხიდან.

ყველა სტუმარს აერთიანებდა მართლმადიდებლური გალობა – მისი სულიერი სიღრმე და მუსიკალური ფასეულობა.

უცხოურ გუნდებს შორის პირველ ადგილზე გავიდა ანსამბლი ,,ფერხისა” თბილისიდან (ხელმძღვანელი: ნათია დათუაშვილი).

გამარჯვებულმა გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს ფესტივალის გალაკონცერტში. ფესტივალის დახურვისას შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვა ჰაინუვკის ეპისკოპოსმა პავლემ (პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია).

ფესტივალი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანჯეი დუდას პატრონაჟითა და ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტის, უნეტარეს საბას ლოცვა-კურთხევით გაიმართა.

orthodox

საპატრიარქოს უწყებანი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი