მთავარი » კულტურა

ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს მიძღვნილი ფილმი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.02.2010 ერთი კომენტარი | 2,779 ნახვა

სინანულის სანაპირო“ადამიანის უფლებათა ცენტრმა” აფხაზ მუჰაჯირებზე გადაღებული ფილმის პრემიერა წარმოადგინა. ნიკო წულაძის დოკუმენტური ფილმის პრემიერა “სინანულის სანაპირო” კინოს სახლში შედგა. ფილმი აფხაზი მუჰაჯირების ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე. რეჟისორმა ნიკო წულაძემ 45 წუთიან ფილმში წარმოადგინა.

ნიკო წულაძე (ფილმის რეჟისორი): “ეს არის მესიჯი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოგვარებისათვის. ჩვენ ერთ არეალში მცხოვრები ხალხი ვართ და მეგობრობის ნათელ მაგალითს თურქეთში გადასახლებული ქართველი და აფხაზი ოჯახები გვაძლევენ – როგორ მეგობრობენ, ნათესაობენ, ქორწინდებიან და უყვართ ერთმანეთი. ფილმს “სინანულის სანაპირო” იმიტომ ჰქვია, რომ დროა, გულწრფელი სინანული გამოვხატოთ მომხდარზე”.

რეჟისორმა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ისტორიული საარქივო მასალა წარმოადგინა და დოკუმენტურად ასახა, როგორ მიზანმიმართულ გენოციდს უწყობდა რუსეთის იმპერია კავკასიის ხალხებს, მათ შორის აფხაზებს.
საარქივო მასალის გარდა ფილმში ნაჩვენებია თურქეთში მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირების დღევანდელი ყოფა და მათ გვერდით მცხოვრები ქართველების ურთიერთობა.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანოაშვილი: “ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები აფხაზ ხალხთან დიალოგისთვის. საინტერესო ფაქტია ის, რომ თურქეთში მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირები და ქართველები დაინტერესებულები არიან ამით. ჩვენ გვინდა ბევრი ღონისძიება ჩავატაროთ, რათა ეს თემა გახდეს პოპულარული. სწორედ ამიტომ, ვაპირებთ, ამ ფილმის რამდენიმე ენაზე თარგმნას და სხვადასხვა პრეზენტაციას. ასევე, ჩვენი ორგანიზაცია მსგავს თემაზე ფილმების გადაღებასაც გეგმავს”.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლემწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე მინესაშვილი: “საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვსწავლობ და, რა თქმა უნდა, მაინტერესებს, ქართველებისა და აფხაზი ხალხის ურთიერთობა. ძალიან საინტერესო ფილმი იყო. ნამდვილად არ მქონდა ინფორმაცია თურქეთში გადასახლებულ ქართველ და აფხაზ ოჯახებზე. ჩემი აზრით, ჩვენს შორის კონფლიქტის ფონზე იმედის მომცემია. ის, რომ თურქეთში ქართველი და აფხაზი ხალხი მეგობრობს, შეიძლება მაგალითის მომცემი გახდეს”.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” აგრძელებს “ბოდიშის” კამპანიას (“ბოდიში” აპოლიტიკური, ომის საწინააღმდეგო მოძრაობაა) და ცდილობს, შეიცვალოს ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ურთიერთობის ფორმები.

ლიკა ალადაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • მზაღო ნინო says:

    ამაზე კომენტარს ლექსად გავაკეთებდი.
    ;;;
    აფხაზეთო შენს მიწა წყალს, მედავება ნეტა ვინ.
    აკლდა კიდევ საქართველოს წამგლეჯი და მკვნეტავი
    რაც ამ ქვეყნად ვარსებობ, ბევრის მადამ იელვა.
    სამაჰაბლო მოინდომა ვირაც გადამთიელმა,
    აღმოსავლეთ, დასავლეთი
    ჩრდილოეთი, სამხრეთით.
    რამდენია გასარეკი, ;პანღურით და სახრეთი;

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი