მთავარი » ქრისტიანობა

პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, ქანდაში პავლე მოციქულის წმ. ნაწილებს გამოაბრძანებენ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.07.2017 | 6,573 ნახვა

სოფელ ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი სოფელ ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბით-ხარიბი) ასეთ ინფორმაციას ავრცელებს:

ჩემო ქრისტეს მიერ დანო და ძმანო, მინდა გახაროთ, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მე ჩავდიოდი სხვადასხვა ქვეყნებში და ვთხოვდი მამებს, რომ შემოეწირათ, თუ ვინმეს ჰქონდა წმინდა მოციქულ პავლეს წმინდა ძვლის ნაწილები. ასე ნამცეც-ნამცეც ჩვენ გვწირავდნენ მის წმინდა ნაწილებს, შემდგომ ქართველმა ემიგრანტებმა მთხოვეს, რომ ამ ნაწილებისთვის სანაწილე შემოეწირათ, რაც განძად დარჩება საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. მე ჩავედი მათთან საზღვარგარეთ, ვესაუბრე მათ, შემდგომ მოვინახულე უწმინდესი და მივიღე ლოცვა-კურთხევა, რომ შემესრულებინა ქართველი ემიგრანტების მოთხოვნა და მათ დაამზადებინეს სანაწილე – ის გახლავთ ხელის ფორმის, დამზადებული არის ოქროსგან. მასში ჩაბრძანდა პავლე მოციქულის ნაწილები. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით პავლე მოციქულის წმ. ნაწილები გამობრძანდება მხოლოდ წელიწადში ერთ დღეს, 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, წმინდა წირვის შემდეგ, ჩვენთან – 13 ასურელი მამის მონასტერში, ამიტომ გელით დიდი სიყვარულით და დიდი სიხარულით. წმინდა მოციქულთა მადლი გვეწეოდეს, ჩემო ქრისტეს მიერ დანო და ძმანო.
მიყვარხართ ძალიან და ველოდები ამ დღეს დიდი სიხარულით და ძალიან ვღელავ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ჭეშმარიტებას და თავისუფლებას სიმშვიდე მოაქვს, მშვიდობის მატარებელი სული კი სიხარულს ასხივებს"- წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი).