მთავარი » ქრისტიანობა

ქალწულმოწამე ბარბარეს სასწაულები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.12.2022 | 1,207 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს მოიხსენიებს

წმინდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.

წმ. ბარბარეს არაერთი სასწაული აქვს აღსრულებული.

***
XVII საუკუნეში რუსეთში, ძმათამკვლელი ომის დროს, წმინდა მიქაელის მონასტრის წინამძღვარმა ძილში იხილა, რომ წმინდა ბარბარეს ლუსკუმა ზეთით იყო ავსებული. წმინდა მოწამემ კი უთხრა, – ნუ დარდობ, მე თქვენთან ვარო. როცა წინამძღვარს გაეღვიძა, თქვა: -“ზეთით ავსებული ლუსკუმა იმას ნიშნავს, რომ მონასტერს ღვთის წყალობა არ მოაკლდება და განსაცდელებსაც გადაურჩებაო. ასეც მოხდა.


1666 წელს ჯარისკაცებმა – ანდრიამ და თეოდორემ წმინდა ბარბარეს ლუსკუმიდან შეწირული ძვირფასეულობის მოპარვა გადაწყვიტეს. ღამით ტაძრის კარი შეამტვრიეს. როცა ლუსკუმას მიუახლოვდნენ, საშინლად იქუხა და ლუსკუმიდან ნაპერწკლები გამოიფრქვა. შეშინებული ქურდები მიწაზე დაემხნენ.

ერთი მათგანი მაშინვე დაყრუვდა, მეორე კი გაგიჟდა. როცა დაყრუებული გონს მოვიდა, მიხვდა, ღვთის სასჯელი ეწიათ. ხელი არაფრისთვის უხლია, თავის შეშლილ მეგობართან ერთად იქაურობას გაეცალა. მან ცოდვა მოძღვრის წინაშე აღიარა და გულწრფელი სინანულით აღვსილმა წმინდა ბარბარეს შენდობა სთხოვა.


1669 წლის 12 აგვისტოს, ვინმე ჯარისკაცმა, რომელიც მიეახლა წმ. დიდმოწამე ბარბარეს ნაწილებს და მოწიწებით სცა თაყვანი, იქ მყოფებს ასეთი რამ უამბო:

“ერთ დროს მე ჩემს ამხანაგებთან ერთად თათრების თავდასხმის მსხვერპლი გავხდი. თათრებმა ბევრი დახოცეს, ხოლო დანარჩენები ტყვედ წაიყვანეს. მხოლოდ მე გადავრჩი რაღაც სასწაულით. და აი, როცა ღმერთს მადლობას ვწირავდი გადარჩენისათვის, გამომეცხადა წმიდა ქალწული ბარბარე, ზუსტად ისეთივე სახითა და გვირგვინით, როგორც აქ არის და მითხრა: “იცოდე, რომ მე ვარ მოწამე ბარბარე და ეს მე გიხსენი თათრებისაგან”. ამიტომაც მოვედი აქ, რათა მადლობის ნიშნად თაყვანი ვცე მის წმინდა ნაწილებს მფარველობისათვის”


ეპიფანიელი მოძღვარი, დეკანოზი მიხეილ ჩუდაკოვი (1923-1990) ახალგაზრდობაში მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა და რამდენჯერმე მძიმედაც დაიჭრა, ხოლო მარჯვენა ხელი თითქმის მოეგლიჯა. მას რამდნიმე ოპერაცია გაუკეთეს და აი, ერთხელ, ჰოსპიტალში ყოფნისას, მას ესიზმრა, თითქოს ის ბრძოლის ველზეა, სროლები არ ისმის და იგი წევს უამრავ დაღუპულს შორის; და ამ სიჩუმეში ხედავს, როგორ მოაბიჯებს გრძელ სამოსში გახვეული ქალის ფიგურა ხელში თასით და თავზე ნათებით და თითოეულ მკვდართან იხრება. და მეომარმა იცნო: ეს იყო დიდმოწამე ბარბარე, რომელიც მიცვალებულებს აზიარებდა. როცა მოწამემ გვერდი აუარა, მან ჰკითხა, რატომ ისიც არ აზიარა. “იმიტომ, რომ ომის შემდეგ შენ თვითონ მიიღებ აღსარებას და აზიარებ” – უპასუხა წმინდანმა. და მართლაც, ჩუდაკოვი მღვდელი გახდა, თანაც უქორწინებელი და ჰყავდა უამრავი სულიერი შვილი.

გილოცავთ ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს!




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი