მთავარი » საზოგადოება

საჭიროა თუ არა “ქალიშვილობის ინსტიტუტი”?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.10.2009 58 კომენტარი | 24,013 ნახვა

გაფეტიშებული მემრუშეები და გათანამედროვებული მორალი – გზა საუკუნო სატანჯველისკენ

ქალიშვილობის ინსტიტუტიუფლისაგან ნაბოძები ათი მცნებიდან, მეშვიდე მცნება – “არ იმრუშო” კრძალავს არაკანონიერ ურთიერთობას კაცსა და ქალს შორის. თუმცა, დღეს ეს მცნება თითქოს მოძველებულია, საჭოროებასაა მოკლებული და მის შესრულებასაც ნაკლებად ცდილობენ. თანამედროვე ცხოვრების წესმა საფუძველი შეურყია ე.წ. “ქალიშვილობის ინსტიტუტს”. თუ ადრე ოჯახები ამ პრინციპით იქმნებოდა და არაქალიშვილის ცოლად შერთვა, თუ ის განათხოვარი არ იყო, დიდ სირცხვილად ითვლებოდა, დღეს ამას ყურადღებას არავინ აქცევს.

“ამბიონი” ამ საკითხის თაობაზე მოძღვარსა და რამდენიმე ახალგაზრდას გაესაუბრა.

გიორგი დევდარიანი (სტუდენტი): “ქორწინებამდე კავშირი იმ შემთხვევაში მიმაჩნია გამართლებულად თუ შეყვარებულ წყვილს მთელი ცხოვრების ერთად გატარება საბოლოოდ აქვთ გადაწყვეტილი. ევროპელები ქორწინებამდე რამდენიმე წელი ერთად ცხოვრობენ. თუ ადამიანი მიყვარს და გადავწყვიტეთ ერთად ვიცხოვროთ, ამაში ცუდს ვერ ვხედავ. იცხოვრებ ერთი-ორი წელი და მერე დაიწერ ჯვარს. სხვაა, როცა ადამიანს სხვადასხვა ადამიანებთან ჰქონდა სუქსუალური კავშირი, თუნდაც ეს სიყვარულის საფუძველზე. ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება შემიყვარდეს მსგავსი ტიპის ადამიანი”.

მარიამ მჭედლიძე (სტუდენტი): “ქორწინებამდე კავშირი დაუშვებელია, შეიძლება ერთ ან ორ ადამიანთან გქონდეს რომანი, მაგრამ მხოლოდ კოცნით შემოიფარგლებოდეს ყველაფერი. საქართველოში მამაკაცების ნაწილი მიმბაძველობით გამოირჩევა, ამბობენ, თითქოს ეს საკითხი უმნიშვნელოა, მაგრამ საბოლოოდ 90% მაინც აქცევს ყურადღებას ქალიშვილობას. გარდა იმისა, რომ მორწმუნე ადამიანისთვის ქორწინებამდე კავშირი მიუღებელია, მორალი არ მაძლევს ამის უფლებას”.

მამა დავითი ქალებაშვილი (ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მოძღვარი): “მცნება – “არ იმრუშო” ღვთისაგან არის მოცემული. ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულებისას წყვილებს გვირგვინები ედგმებათ თავზე, რაც ნიშნავს, რომ მათ უბიწოდ შეინახეს თავი ამ საიდუმლომდე. ის აზრი, რომ ჯვრისწერამდე ფიზიკურ ცხოვრებაში ცუდი არაფერია, რა თქმა უნდა, მცდარია და ღვთის მცნების დარღვევაა. რაც ნიშნავს, რომ ადამიანი ვერ ცხოვრობს, ვერ ითავისებს, არაფრად მიიჩნევს უფლის სიტყვებს. როდესაც ადამიანი გააცნობიერებს, რას ითხოვს ღმერთი მისგან, თავისდავად მიხვდება რას ნიშნავს ეს.

ძველი აღთქმის თანახმად, ვინც იმრუშებდა, იუდეველები ქვებით ქოლავდნენ, ეს მაშინ, როცა უფალი დიდ სულიერ სიმაღლეს არ ითხოვდა. ახალი აღთქმით კი, მაცხოვარი არა თუ მრუშობას, გულისთქმით შეხედვასაც კი სჯის, მეტ სისპეტაკეს ითხოვს ჩვენგან და როცა ადამიანი ამას ყურადღებას არ აქცევს, ის უკვე ცხოველის დონეზეა. მემრუშე ადამიანები თავიდანვე ნაკლოვანები არიან და არ არიან სრულყოფილები, ეს უკვე სულიერი დაღია.

წარმართულ სამყაროში იყო ასეთი ტაძარი, სადაც ყველა ქალი ვალდებული იყო ემრუშათ, მათ ამისათვის სიმბოლურ თანხას აძლევდნენ, რომელიც ისევ “ტაძრისთვის იწირებოდა”, და იგივე ეს ტაძრები, ადამიანებმა თავიანთ თავში ააგეს.

თუ ძველად მემრუშეებს ცხვირს აჭრიდენ, ვირზე უკან აჯენდნენ და ისე ატარებდნენ, ხეების კენწეროებს მოზიდავდნენ და ერთ კენწეროზე ერთ ფეხს მიაბამდნენ, მეორეზე კი მეორეს და ისე ხლეჩდნენ, ახლა პირიქით, მემრუშეები დიდად პიტივისცემული ხალხი არიან, ახლა უსჯულოება მისაბაძია და მისი განდიდება ხდება. დღეს დასაცინი ხდება ადამიანი, რომელიც არ არის შებილწული და უბიწოებადაკარგული. ასეთი ადამიანი ნეტარია და ბედნიერს უწოდებს მას მაცხოვარი. ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი ხშირად ცხოველის დონეზე დადის და ამ სიცხოველეს ადამიანი ტაშს უკრავს, ნაცვლად იმისა, რომ გაკიცხოს. ეს დაცემის კიდევ ერთი სახეა.

ადამიანი, რომელიც ამბობს, მნიშვნელობა არ აქვს ამ ცოდვას, ის მხოლოდ გარეგნულადაა ქრისტიანი. ასეთი აზრები, ყველა ეკლესიური ცხოვრების მიღმა მყოფი ადამიანის აზრებია, რომელსაც სხვებსაც თავს ახვევენ. ეკლესია ღვთის სიტყვაზე ეფუძნება, ოჯახის შექმნისათვის ღვთის კურთხევაა საჭირო. ოჯახი ხომ მთელი ცხოვრების ტვირთია, რომელიც ღვთის წინაშე უნდა მოიტანო. შეიძლება ყველაფერი მოხდეს, ადამიანს გონება დაუბნელდეს, დაეცეს, მაგრამ ღვთის შეწევნით შეუძლია შეინანოს და დაიწეროს ჯვარი. არის სინანულის საიდუმლო, წყვილს სასჯელი დაედება და შესრულების შემთხვევაში, მიეტევება ჩადენილი ცოდვა.

მიზეზი იმისა თუ რატომ შეიცვალა ადამიანის ამ საკითხისადმი დამოკიდებულება, არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან და ინტერნეტიდან გადმოდენილი ვნება, გარყვნილება. მიზეზია ისიც, რომ ადამიანები არ ცხოვრობენ ეკლესიურად, მოზარდებში კი მშობლები არ არიან ფრთხილები.

თუ სახელმწიფოს სურს, ჯანსაღი, ზნეობრივად ამაღლებული საზოგადოება, ეკლესიას გვერდით უნდა დაუდგეს. აკრძალოს უზნეო ფილმები, ჟურნალები და დადგნეს სადარაჯოზე და არა, პირიქით. თუ ასე არ იქნება, ადამიანი ღირებულს ვერაფერს შექმნის, ყოველივე გაქრება”.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

58 კომენტარი »

  • თორნიკე says:

    ძალიან საჭირო და დროული სტატიაა. ყველა უნდა დავფიქრდეთ ამ თემაზე, თორემ მალე სოდომ გომორას შეიძლება დავემსგავსოთ და ღვთის რისხვაც არ დააყოვნებს.
    ისე თუ კარგად დავუკვირდებით, არაქალიშვილის მიერ შექმნილ ოჯახში, ზნეობრივი პრინციპები მეორე ხარისხოვანი ხდება და ბავშვებიც ამ გარემოში აღზრდილნი ან თავისუფლად საუბრობენ სექსუალურ რევოლუციაზე ან ქორწინებამდელი კავშირები, ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ.
    ისე ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, ვაჟკაცი, კაცური კაცი, არ იკადრებს სხვა კაცებთან ნათრევი ქალის მოყვანას ცოლად (რაც მართლა გასაფრთხილებელი ტრადიციაა).
    ისე იმ ,,კაცების” აზროვნება მაინტერესებს ნახევარი თბილისის ნახმარ ქალს, რომ მოიყვანენ ხოლმე ცოლად ან როგორ ეფერებიან, ან როგორ კოცნიან ტუჩებში (ვინ იცის სად და როგორ ვითარებაშია ისინი წაბილწული… თფუუუ!) ან მათ გვერდით როგორ დადიან ქუჩებში, საზოგადოებაში, ხომ შეიძლება ვინმე გუშინდელი ,,ბოიფრენდიც”(ამ სიტყვების ჩვენთან შემომტანის და დამნერგავის …….) იქვე აღმოჩნდეს და სხვა თუ არაფერი იქვე მოსთხოვოს ვნების დაცხრომა ?! საინტერესოა რას იზავს ასეთი ,,ქმარუკა”?
    ხალხო დავფიქრდეთ სანამ კიდევ დროა, თორემ ნელნელა ნამდვილი მამაკაცები, რომლებმაც ოჯახის ღირსებაც და ქვეყნის ღირსებაც უნდა დაიცვან, გადაშენდებიან და აი მაშინ მართლაც საცოდავო საქართველოვ………….

  • ნინა says:

    “ქალიშვილობა დოგმა არ არის,და არც ასე მკაცრად უნდა ისმებოდეს საკითხი,უნდა არსებობდეს თუ არა საქართველოში “ქალიშვილობის ინსტიტუტი”,ეს ინსტიტუტი კი არა თითოეული ინდივიდის პირადი ცხოვრებაა და არავის არ აქვს უფლება მას შეეხოს,და არც ასე ხმამაღლა უნდა საუბრობდნენ ამ თემაზე,რათქმაუნდა სასურველია როცა ტაძარში თეთრი კაბით იწერ ჯვარს,მაგრამ რატომ უნდა განსაჯონ ის ადამიანები,რომლებიც არ არიან ქალიშვილები,არც მამაკაცების ტონი მომწონს მკაცრად რომ აცხადებენ, რომ არ მოიყვანენ ცოლად არაქალიშვილს,იქნებ რა შეემთხვათ,თუმცა ქალიშვილის უმანკო სახეს ამოფარებული ქალებიც მინახავს ათას სისაძაგლეზე, რომ არიან თანახმა,მე რათქმაუნდა პატივს ვცემ და ყველას ვთხოვ რომ პატივი სცენ ტაძარს და უფლის მე-7 მცნებას მაგრამ ნუ განსჯით ხალხნო მკაცრად თუნდაც იმ არაქალიშვილებს….”

  • ნინა says:

    ყველაფერს სჭირდება მოდერნიზება მათ შორის ქართულ ტრადიციებსაც,ასე რომ ახალგაზრდებო:დროა ახლა უკვე თქვენს მიერ დანერგილ ტრადიციებზე, თქვენი მომავალი თაობა აღიზარდოს,მე მაპატიეთ: მაგრამ ძალიან ბევრი ტრადიცია ნამდვილად ამოსაძირკვია,მაგალითად ლოგიკურად დაფიქრდით და თუნდაც ავიღოთ ასე მისაბაძი ქართული სუფრის ტრადიცია,გაინტერესებთ რატომ სცემთ პატივს ამ ტრადიციას მამაკაცებო?იმიტომ რომ მოგწონთ ღვინოში ჩაწოლა :სანამ საცივში თავის ჩაკიდებას ვერ გადაეჩვებით, მანამდე თქვენ არაფერი გეშველებათ,ასე რომ დაფიქრდით და ამ ყველაფრის მოდერნიზება მოახდინეთ, ნუ ასწავლით თქვენს მომავალს რომ ღვინოში უნდა ჩაიხრჩონ,როგორც ამას თქვენ აკეთებთ,ის სიმღერა მაინც არ გაგიგიათ სამი დალიე შეგერგებაოოო>>>:):):):)

  • თორნიკე says:

    გენაცვალე რა მოდერნიზებაზე საუბრობ?? ცოტა გაუგებარია როცა ამბობ ტაძარს პატივს ვცემო და მე-7-ე მცნებასაცო და ამავე დროს ფაქტიურად პროსტიტუციას ქადაგებ!
    მე არავის განვიკითხავ, უბრალოდ ეჭვი არ მეპარება ღვთის ქმედებაში, მან იმიტომ შექმნა ქალი ასეთი სახით, რომ საჭიროდ მიაჩნდა იგი თავის მომავალ მეუღლეს ქალიშვილი ჩაჰბარებოდა, ანუ უბიწოდ.
    ეხლა არ დამიწყოთ აზიურად აზროვნებო ან საუკუნეებში ჩარჩიო… ასეთ ადამიანებს დაგისვავთ მხოლოდ ერთ კითხვას, იცით რა არის უბიწოება?
    ხოლო ყოველი თავის მართლება და ათასგვარი თეორიები, რომ ქალიშვილობა საჭირო არ არის და ქართველი მამაკაცები საცივში იძინებენ, საკუთარი პრობლემის გამართლების მცდელობაა.
    ხოლო რაც შეეხება ,,შეცდომილებს”, მათ ეკლესია აძლევს ხსნის გზას – მოინანიე, შენდობა ითხოვე და მოგეტევება, მაგრამ ამის შემდეგ კეთილი ინებე თავმდაბლად და უბიწოდ იცხოვრე და ნუ დაიწყებ იმის ქადაგებას, რომ ქალიშვილობა დრომოჭმული გადმონაშთია (თუნდაც ტრადიციააო) და ამოსაძირკვიაო.

  • მარიამი says:

    მართალი თქვა მამაომ…
    უბიწოება დღეს დასაცანია :(
    ღმერთმა უმრავლოს საქართველოს უბიწო მანდილოსნები არა მხოლოდ ხორცით,არამედ სულით და მათი დამფასებელი მამაკაცები …
    ნინას კი ვეტყოდი რომ ღვინოში ჩაწოლა ქართული ტრადიცია ნამდვილად არ არის,ეს ერთგვარი ხერხი იყო საბჭოთა ხელისუფლების,ქართველთა ყურადღება “ბრძოლის ველიდან” სუფრაზე გადაეტანათ.
    თორემ შენ თუ ისტორიას წაიკითხავ დაინახავ რომ ქართველებს ღვინოს ომში ატანდნენ და იმის შიში ნამდვილად არ ქონდათ რომ რომელიმე მებრძოლს ცხენზე ჩამოეძინებოდა ;)
    ბევრია შესაცვლელი,ოღონდ დამახინჯებული ტრადიცია ;)

    არავინ არავის განსჯის,უბრალოდ სურვილია ჩვენი რომ ქართველები ისევ ძველებურად პატიოსანნი,უბიწონი და შეურყვნელნი ვიყოთ და ეს მარტო ქალებს არ ეხებათ.

  • ლანა says:

    მეტად აქტუალური თემაა.ჩემთვის პირადად მიღებელია ქორწინებამდე კავშირი.
    ამ თემაზე დიდი მსჯელობა გვქონდა ფორუმზე,აი ლინკიც http://archangels.wanex.net/forum/index.php?showtopic=177&st=0

  • ნინა says:

    თორნიკე:არასწორად გამიგე,მაგრამ მაინც გეტყოდი,რომ მე პროსტიტუციას არ ვქადაგებ,შენ საერთოდ არ გესმის ან ნაკლებად გესმის სიტყვა “პროსტიტუციის “მნიშვნელობა ჩემო კარგი,ამიტომ ცოტა გაერკვიე და მერე შემედავე,რომ ჩაწვდები მიხვდები რომ ჩემი პოსტი რადიკალურად განსხვავდება იმისგან,რასაც შენ ცდილობ რომ დამიმტკოცო თითქოს მე ვქადაგებ,არა უბრალოდ მე არ განვიკითხავ შენგან განსხვავებით,თან მინდა ერთი კორექტურა შევიტანო,მე არა,ეს შენ ქადაგებ და ცდილობ იქადაგო,მაგრამ არ გესმის ამ ყველაფრის არსი.ეს ერთი:და მერე მეორეც,ჰო ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა ბევრი ასეთი აზიატურად მოაზროვნე მამაკაცი მინახავს არაქალიშვილი ან სამჯერ გათხოვილი რომ შეჰყვარებიათო.ამიტომ წინასწარ ნურასდროს ნურაფერს იტყვი,არ იცი წინ რა გელოდება,ეს ცხოვრება ჭრელია ჩემო კარგი,ეცადე ეგ ვარდისფერი სათვალე მოიხსნა და ცხოვრებას რელურად შეხედო,მუქი ფერებია ირგვლივ შენ კიდე ვშიშობ ოცნებების მაღალი საფეხურიდან გადმოვარდები,არცერთ ქალს არ გვაწერია შუბლზე ქალიშვილობა,თუ შენ ფარული ნიჭი გაქვს და ხედავ არვიცი,მაგრამ რომ არ გაგიმართლოს და მსგავს შეხვდე მერე შემეცოდები იცი?თუმცა წარმატებებს გისურვებ,დღეს ცოტანი ვართ ისეთები რომელსაც შენ ეძებ,იცი არ გეგონოს მე არაქალიშვილი ვარ:)(პირდაპირი ვარ და იმედია ცუდ ტონად არ ჩამეთვლება ჩემი განაცხადი),მაგრამ მე არასდროს განვიკითხავ არაქალიშვილებს,რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც არ უმართლებთ,ნუთუ არ აქვთ ბედნიერების უფლება მათ ვისაც უკაცრავად მაგრამ პირუტყვი ქმრები ხვდებათ და “პოლისჯოხებით” დასდევენ სახლში,ესე იგი უნდა გავრიყოთ საზოგადოებიდან,იცი თოირნიკე გირჩევ ბევრი არ იმსჯელო და ნურც იმას იტყვი რომ შენი ცოლი ქალიშვილი იქნება,ღმერთმა ნუ ქნას,მაგრამ მერე რას იზავდი ნეტა?სიყვარული რა არის?შეგიძლია გამცე პასუხი?მიპასუხე და შენი სიტყვებიდან გამომდინარე დაგიმტკიცებ რომმ ჩვენზე არ არის დამოკიდებული ვინ შეგიყვარდება და როგორ.და შენ თუ გინახავს უმაკნო სახით და ქალიშვილი,ბინძური ქალი?არ გინახავს?დარწმუნებული ვარ გინახავს,ისიც ქალიშვილია,მაგრამ მაინც პატიოსანია,რადგან მთელია ხო?საყვარელო ერთი რჩევა მაქვს იმას ნუ კი შეიყვარებ ვისაც მაპატიე და აპკი აქვს მთელი ,ის შეიყვარე ვინც სულით უბიწო და უმანკოა…

  • ნინა says:

    ტრადიცია არ არის,მაგრამ სწორედ ამ ტრადიციამ მოიტანა ნათია,ამ ტრადიციამ დანერგა,ამ ტრადიციიდან გამომდინარე ხდება,ისტორიასთან არავითარ კავშირში არ არის ის,რასაც შენ ამბობ და ჰო მართლა შენ ქალი, რომელიც ცდილობ რაღაც დაამტკიცო მე ნუ მასწავლი ისტორიას კარგი?ნახვამდის…….შენთან კამათს არ ვაპირებ,რადგან ჭეშმარიტება და კამათი მხოლოდ გამორჩეულებს შეუძლიათ:)

  • ნინა says:

    თეონა გმადლობთ,ასეთი აქტუალური თემისთვის…..:)

  • ხათუნა says:

    სხვისი აზრი ნაკლებად მაინტერესებს,მე კი ვთვლი რომ ქორწინებამდე სექსი მიუგებელია.ჯერ იმიტომ რომ ღვთის მცნების დარგვევა და დიდი ცოდვააა,თან ადამიანი ზნეობრივად ეცემა..ყურადსაგები თემაა საკმაოდ საინტერესოა ხალხის მოსაზრება,ჟურნლისტო გაიხარე ესეთი თემის წამოწევისთვის.. დარწმუნებული ვარ რომ არცერთ კაცს არ სურს მისი ცოლი ზნედაცემული იყოს და პირიქით..მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ ახალგაზრდობა ირყვნება და ალბათ მიზეზები უნდა ვეზებოთ თუ გვინდა რომ რამე შედეგს მივაგწიოთ..

  • ბექა says:

    ნინი, საყვარელო თუ ადამიანს უნდა მის ირგვლივ და საყვარელ ქვეყანაში ბევრი პატიოსანი და უბიწო ადამიანი იყოს (თორნიკეს ვგულისხმობ) ამის გამო მას აზიატის იარლიყი უნდა დაჰკიდო? ჩემო კარგო მე მგონი შენ ვერ გაიგე მისი პათოსი და ამიტომ ჩათვალე იგი ჩამორჩენილად და გაუნათლებლად!
    მას თუ ვარდისფერი სათვალე უკეთია, შენ ჩემო კარგო ძალიან შავი სათვალით ხომ არ უყურებ ყველაფერს?
    მე პირადად მინდა და სურვილი მაქვს, და ვეთანხმები მარიამს, რომ მრავალი ახალგაზრდა გახდეს ეკლესიური და უბიწოება თავისთავად გახდება ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტი, ეს ეხება არა მარტო ქალებს არამედ მამაკაცებსაც.
    ხოლო რაც შეეხება ტრადიციებს, კი ბატონო ვიყოთ კრიტიკულები, მაგრამ ძალიან ფაქიზად.
    ისე ჩემი კეთილი რჩევა იქნება, ნუ იქნები ასე გაღიზიანებული, რადგან მამაკაცები მშვიდ და გაწონასწორებულ მანდილოსნებს უფრო ვაფასებთ.

  • რეზი says:

    ისე ქალიშვილების ფაბრიკა კუზანოვსაც აქვს მიდი და არკვიე…ესეიგი გამოდის რომ სანამ ცოლს მოიყვან …უკაცრავად ქალბატონო უნდა გაგსინჯოთ რაგაც ეჭვი მეპარება?! მთავარია სიყვარული და ურთიერთგაგება რა მნიშვნელობა აქვს ქალიშვილობას?! ზოგი ისეთი ქალიშვილია მთელ ცხოვრებას მოგიწამლავს მე არც იმას ვქადაგებ, რომ მაინცდამაინც ვიღაცის ნათრევი კახპა უნდა მოიყვანო ცოლად მაგრამ ადამიანი რომელთან ყოფნაც გსიამოვნებს ენდობი და მით უმეტეს გიყვარს რაღაც უაზრო ადათ-წესების გამო რატომ უნდა მიატოვო. ისე ადამიანის ფსიქიკა მეტად რთული ფენომენია ისეთივე როგორც ოჯახის შექმნა ასე რომ ქალიშვილობა სულაც არ წარმოადგენს ამოსავალ წერტილს. ვფიქრობ ქორწინებამდე კავშირი არა თუ დასაშვები არამედ საჭირო აუცილებლობაა,რადგან შემდგომ თანაცხოვრების პერიოდში აღმოჩნდება ხოლმე რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვერ ეწყობიან შვილი არ უჩნდებათ. ასე ინგრევა ოჯახები რაც მერე უფრო ძნელად გადასატანია. სხვათაშორის ოჯახის დანგრევა არანაკლები ცოდვაა. ისე კი ალხანას ჩალხანა არ დაელევა…

  • ნინა says:

    რეზი რაღაც მომენტში მართალი ხარ,მაგრამ აქ უბრალოდ არ ღირს არაფრის თქმა,ამ ხალხთან თორე დევდარიანს დავასესხები სიტყვებს და მართლაც კოცონზე დაგვწვავენ:D:D:D

  • ნინა says:

    ხალხნო:აქ ადამიანებს უფლება გვაქვს ჩვენი აზრი გამოვხატოთ,ამიტომ თქვენ რომ მოგმართავთ მერე გამიკეთეთ კომენტარი,ეკლესიურობის პრეტენზია ვისაც გაქვს ისიც იცოდეთ რომ სხვის აზრს უნდა სცეთ პატივი და არ განსაჯოთ….

  • გიორგი says:

    არავის აქვს ვინმეს განკითხვის უფლება ქალიშვილობის ინსტიტუტს მეც მხარს ვუჭერ მაგრამ ჩემი აზრით ყველამ თავისთავს უნდა მიხედოს ჩვენთან კი ბებია-ბაბუებიც ცხვირს ყოფენ შეყვარებულთა საქმეში

  • murmani says:

    ar aris sachiro,ra tqma unda… aravis aqvs upleba sxvis cxovrebashi chaerios…

  • ბესიკი says:

    ხალხო მოუსმინეთ ერთმანეთს. ერთი პოსტი წავიკიტხე ”სხვისი აზრი არ მაინტერესებსო”, შე დალოცვილო თუ სხვისი აზრი არ გაინტერესებს მაშინ არც სხვას დააინტერესებს შენი აზრი და აქ რაღა გინდა…
    რაც შეეხება ქალიშვილობის ინსტიტუტს, აუცილებლად და საჭიროდ მიმაჩნია წყვილმა ქორწინებამდე კავშირისგან თავი შეიკავოს. რელიგიური თვალსაზრისითაც და ბიოლოგიურადაც ესე ჯობია.
    და რაც შეეხება, არაქალიშვილის გარიყვას, ვფიქრობ ეგეც მიუღებელია. უფალმა იესო ქრისტემ მიუტევა მეძავს ცოდვები,ნახა რა რომ ნანობდა და ჩვენ, ცოდვილ ადამიანებს რა უფლება გვაქ რომ არ მიუტევოოთ?? თუ მრუში ქალი გადაწყვიტავს განეშოროს ცოდვას და აგარ იმრუშოს, ხელს კი ნუ ვკრავთ და გულში კი ნუ ვინატრებთ!! გულწრფელად დავიყენოთ გვერდში. მაგრამ ეს გაცილებით ძნელია ვიდრე ასეთი ადამიანის განკითხვა და გარიყვა. მკურნალობა უნდა ავადმყოფს, და არა დამცირებაა.
    სწორედ ეგეთი რადიკალიზმი იწვევს ნინას ეგეთ პოზიციაზე ყოფნას, პროტესტი უჩნდება და მართალიცაა, მაგრამ მრუშობას გამართლება არა აქ ნინა… მხოლოდ სინანული დარჩენია მრუშს…
    P.S. ისე რელიგიურად თუ გაინტერესებთ მრუში კაციც და ქალიც თანაბრად ისჯება. ასე რომ ქალებზე რო ვიწმინდავთ ხელებს ჩვენ გულებშიც ჩავიხედოტ კაცებოო. იქნებ ჩვენ ვამრუშეთ.. დარწმუნებული ვარ მეგობრები როცა ვსაუბრობთ და რომელიე ყვება თუ როგორ აცდუნა თუნდაც არაქალიშვილი, და როგორ ”ააგდო” და ”შეაბა” ამაზე ყველა ტაშს უკრავთ არამც თუ შენიშვნას ვაძლევთ!! მაშინ არ გვახსოვს გმერთიი??? ამაზე დაფიქრდით!!

  • medea says:

    erts vityvi ra yvela sulierad dacemuli da xorcielad tsabiltsuli adaminai mecodeba da albat imat me vecodebi:D magram rogorc espanelebi ityvian ‘me da igual “_chemtvis sul ertia ..gmerti da chemi tavia chemtvis prioriteti..nu icxovrebt gorebivit! meti ikitxet da ipiqret :P

  • Davit says:

    ერთი ეს მაინტერესებს,არის თუ არა საჭირო ვაჟიშვილობის ინსტიტუტი?განსაკუთრებით ვთხოვ ამაზე დაფიქრდნენ ეკლესიურობას ამოფარებული “აზაბოჩენი” ბიჭები.

  • ანა says:

    როდესაც უფალმა თქვა: “არა იმრუშო”-ეს ერთნაირად ეხება ქალსაც და მამაკაცსაც. ამიტომ უბიწოების დაცვა სავალდებულოა და არ უნდა იყოს განსჯის საგანი.ეს არამარტო სარწმუნოებრივი აკრძლვა, არამედ ზნეობისა და მორალის საკითხია.
    მაგრამ რაც შეეხება რეალურ ცხოვრებას და სხვის განსჯას, ჩვენს შორის არავინ არის ისეთი უცოდველი, რომ ქვა პირველმა ისროლოს.

  • lady georgiana says:

    nina ashkarad ar aris namkopi ,,kartul supraze,,:DDD me ar vici, vistan rogor, magram chems ojaxshi tavi sacivshi aravis chaudvia da arc gvinoshi chacolila. an rit ver dadzvelda es praza ,,tavi sacivshi,, da kide aset originalur adqamians rogor gamorcha ,,vinegretshi chadebuli,, :DDD…
    tornike sheni pirveli postis toni chemtvis piradad miugebelia. sashinlad moxvda kurs ragac prazebi, romelsac ar gavimeoreb. ar sheidzleba ase laparaki kaze, saertod kalze… da nu ganikitxav da ar ganikitxebi ratom gvavickdeba…
    rac sheexea kalishvilobis instituts, sakme ak sakalcule apkshi ar aris megobrebo. ganvmartav, tbilisshi bevri ,,dakerili da mere gakerili kalishvili,, dadis da es axali ambavi aravistvis ari. arian gogoebi, rolmebis kalishvilobis dakargvas eridebian, sxvas arapers… esetic bevri dadis tbilisshi.me piradad aset ,,kalishvilebze,, did pativs gepicebit udzvelesi propesiis kalebs vcem… imatma ician vinc arian da arc aravis atkueben. kviat mati saxeli da morcha. parisevloba da mlikvneloba aranaklebi codvaa chemi azrit. mapatiet uxeshad da pirdapir natkvami simartlistvis magram….
    me chemi cxovreba makvs da didi xnis cin gavakete archevani. sadac me var vmalavmetki ver vitkvi, magram namdvilad veridebi imis demonstrireba cudi sitkvaa, ashkarad apishireba jobs:DD xoda veridebi imis apishirebas, rom kalishvili var, ver gaigeben, ratom:)) magram me me var da morcha, moda ki ara kelze midebuli dana ver shemcvlis:)) piradad chemtvis mtavari sakutari saxis shenarchunebaa emigraciashi da mshvenivrad vacnobiereb, rom ertaderti gza amistvis gmerttan siaxlove da kartuli tradiciebis gaprtxilebaa. ak sakme kalishviloba ara kalishvilobashi ki ara pirovnulobis shenarchunebashia. gikvars? amaze uketesi araperia, magram roca sikvaruli damtavrdeba ukan moxedvis ar unda shegrcxves. vpikrob mamakaci, rolmlistvisac mxolod xorcis nacheri xar ar imsaxurebs sikvaruls. vinc pirovnebad aggikvams gaigebs da dagelodeba. me ese vpikrob. principshi kvelas tavisi cxovreba akvs da tviton unda gadackvitos ra aris mistvis mtavari, cutieri siamovneba tu ojaxi, tavmokvareoba da eklesiuroba. es kvelaperi chven gvexeba, kartvelebs, torem evropelebs magalitad me verapers davdzraxav da verc codvashi chavutvli, imitom rom amattvis bavshvobashi aravis utkvams, es cudia da codvao. ak es normaluri ambavia. magram chven vicit, rac ari, ojaxshi agvixsnes da imitom.
    mokled kinagam damavickda, ra mindoda metkva:DDD besik da natia getanxmebit amasobashi da tu vinmes vackenine sorry, magram am kartul tradisiebs rom miagdebian da landzgaven uazrod guli micherdeba pirdapir. michndeba kitxva, icit ra aris kartuli? da sakartvelo? xoda, roca ragacas cvav pichxis pasi mainc unda ikos:DDDD
    p.s. dzalian mikvarxaart bavshvebo… dzalian dzalian…. :)):***

  • gio says:

    ar imrusho vinc tqva man aseva daamata uktu gulistqmit hexede qalso ukve imrushe mastan gulshio.qalishviloba marto apkis qonas ki ar gulisxmobs rogorc aq zogiertebs miachnia aramed sulier sispetakesac,rogorc erti aseve meorec unda daicvas rogorc qalma aseve kacmac,sxva shemtxvevashi uflis cnebebis da cesebis cinaamdegi gamodixar.xolo vinc ufals agudga is uflis mier gadmogdebul iqna da saukuno cecxls mieca.xalxo modit gons da nu shevecinaamdegebit ufals!

  • natia gvirjishvili says:

    vetanxmebi ar vetanxmebi cota cudi natqvamia, chemi azrit martla yvelas tavisi cxoreba aqvs da tavad unda xvdebodes ras aketebs… magram lady georgianas tqmisa ar iyos iset qalishvils martla yvelafers rom kadrulobs garda simrtelis dakargvisa, martla mirchevnia vicode vin vinaa da ras aketebs da amis mere ar efareba umanko qalishvilis saxes… admianma sheidzlbe dzalian didi codva chaidinos da arafrad chatvalos, magram sxvam chaidinos dzalian mcire codva da mteli cxovreba nanobdes, mtavaria sinanuli… tu adamians ar gaachnia sinanulis grdznoba , mas mrto qalishviloba veraers ushvelis…

  • gio says:

    natia ro ambob qalishvili romelic kvelafers kadrulobso garda imrtelis dakargvisao,getkvi rom is qalishvili araa uflis mcnebis mixedvit.romelma gulistqmit shexedos man imrushao da eseigi tu eseti hexedva mrushobad itvleba kvelafris kadreba mitumetes.

  • natia gvirjishvili says:

    getanxmebi… magram me vigulisxme, rom codva gamxelili sjobs-tqo…

  • თათია says:

    chemtvis jvrisweramde kavshiri mxoloddamxolod miugebelia imitom ro mimachnia gvtiscinashe unda carsdge cminda da martali.tore jvardawerili ojaxebio rom ingreva is araa codva?

  • ნინი says:

    სიმართლე გითხრათ ყველაზე მეტად ის მაკვირვებს რომ კაცები ისე გებულობენ ყველაფერს როგორც სურთ როცა მეშვიდე მცნებაზეა საუბარი ეს მხოლოდ ქალწულებს არ ეხებათ კაცებსაც ეხებათ. უსამართლოდ მიმაჩნია ქალების მორალზე ხელაღებით საუბარი , და რაც ასევე მიკვირს ისაა რომ ხშიად მანდილოსნებიც ისე საუბრობენ ქალებზე როგორც უფლებაშეზრუდულებზე ეს ასე არაა თუ რაღაც არ ვარგა დღეს ამას მარტო ქალებს ნუ დავაბრალებთ.ქალიშვილობას რაც შეეხება არავინ არ იცის ვინ რას იზამს ამიტომ არაა საჭირო ვლაძღოთ და საბოლოო განაჩენი გამოვუტანოთ თითქოს შვილებს გარყვნილებად აღზრდიან ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ხშირად საჭიროა შეცდომის დაშვება რათა უფალს მივუახლოვდეთ სინანულით.

  • ნათია says:

    მართალი ხარ კამათი მხოლოდ გამორჩეულებს შეუძლიათ ”ძალიან გამორჩეულო” ნინა და შენ ეს აშკარად არ შეგიძლია,უბრალოდ ცდილობ შენი შეხედულებები სხვასაც თავს მოახვიო :)
    ისტორია კარგად რომ წაგეკითხა რაღაც არ გეტყობა და ცუდია რომ უკადრისობ კიდეც აშკარად კეთილგონივრულ რჩევას…
    ჩემთვის პოლისჯოხით მადევარი ქმარი აზიატობა კი არა არის,ავადმყოფობაა და ეგ მარტო ქართველების სენი არ არის (ამერიკაში პისტოლეტებით დასდევენ ან რაიმე ბასრით იარაღით :) )
    თორნიკეს კი დავეთანხმები ბევრ რამეში თუმცა ერთსაც ავღნიშნავ,უფლისათვის ქალიც და კაციც ყველა თანასწორია და ეს არ ნიშნავს იმას რომ ვიღაცა ვიღაცას ეუფროსებოდეს…
    უბრალოდ პატივისცემა განსაზღვრავს ყველაფერს ოჯახში და არა მხოლოდ სიყვარული…
    (ანუ ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია ჩემთვის)
    ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვროს რა :)
    საბოლოო ჯამში დასკვნა ასეთია :)
    ვისაც გარყვნილება არ მოგვწინს ახლა მთლად ქვით ნუ ჩაგვქოლავთ “გოიმობისთვის” ;)

  • ლიზი says:

    საინტერესოა, ამ ქალებს ვინ აცდუნებს ხოლმე? მამაკაცების ბრალი არაა განა? მერე რომ უბიწო ქალები უნდათ ცოლად.
    უმანკოება და უბიწოება პირველ რიგში სულიერი მდგომარეობაა და ის განსაზღვრავს ფიზიკურს. რათქმაუნდა მე მომხრე ვარ უმანკოების, ასეთ შემთხვევაში ადამიანი უფრო სუფთა და ამაღლებულია. რატომაც არა, მე პირადად ვისურვებდი ერთი კაცის და ერთი სიყვარულის ერთგულებას. იმ სიყვარულის, რომელიც ღმერთისაგან იქნება კურთხეული და ნებადართული, მაგრამ არავის განვსჯი, ყველას თავისი ცხოვრება აქვს მართლაც, უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ. ოგონდ ისიც მაინტერესებს, უფალი არა იმრუშო -ერთნაირად მოუწოდებს ქალსაც და კაცსაც, რატომ არიან კაცები ქალების მიმართ ასეთი კრიტიკულები და მომთხოვნები, როცა მათი ეს საქციელი ძალიან ნორმალურად მიაჩნიათ.

  • სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა ამინ
    ხალხნო ჩემო დებო და ძმებო ისეთ თემაზე მსჯელობთ რომელიც ძალიან აუცილებელია სრულიად საქართველოს კეთილდღეობისათვის. ვეთანხმები იმ აზრს რათქმაუნდა რომ ქართველი ქალის მანდილი წმიდაა ოდითგან და წმიდად უნდა დარჩეს. საერთოდ მოდი აქედან დავიწყებ ადრე არაქალიშვილობა საშინელ ცოდვად მიიჩნეოდა, ეს ერთი; მეორე: დღეს სპეციალურად შექმნილია ისეთი პირობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში( სახელმწიფოებში),რომლებიც სწორედ მრუშობისთვის არის გათვალისწინებული. სხვატა შორის საქართველოშიც ბლომად არის ღამის კლუბები და ბარები, დისკოთეკები. ხალხნო, თქვენ შემოგევლეთ უფალი რას ქადაგებს, რაც მოგინდებათ ისე აკეთეთო თუ პირიქით ტავი შეიკავეთო ყველანაირი მრუშობისგანო??!!…
    ძალიან მტკივა გული ამაზე ამ მრუშობის საკითხზე და კიდევ არის ერთი რამ. უფალმა კაცი როცა გააჩინა მას რომ არ მოეწყინა მოუვლინა ქალი, წმიდა არსება. დგეს სამწუხაროდ ქართველ კაცებს ყველაპერში გვგონია საკუთარი თავი მართალი. მე ასე გეტყოდით ჩემო ხალხო, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული ჩვენ რამდენის უფლებას მივცემთ საკუთარ თავს. კაცებო უფალი რომ მოვიდა რა დაიბარა ღვინოში ჩაიხრჩვითო, ან დედა იგინეთო ან სხვას აგინეთო, კრიმინალურად იცხოვრეთო?!
    საერთოდ ეკლესიურად ღვინო მაცხოვრის სისხლს განასახიერებს, ხოლო ადამიანი მისი ხატებაა. ეს იმას ნიშნავს რომ ძომიერება აუცილებელია ღვინის მიღებაშიც და ადამიანთან ურთიერთობაშიც. დღეს ეს აღარ არის, გაითელა, განადგურდა, ისევ ჩვენგან. აი ასე შეიცვალა ქართველი კაცები და ქალები. მოგიწოდებთ როგორც თვენი ღვიძლი ძმა, შევეცადოთ პირველ რიგში გამოსავალი ჩვენ თავში ვეძიოთ და თუ ჩვენ გავაკეთებთ სწორად უფალი გადმოვხედავს, შეგვიწყალებს და ჩვენზე გადმოიტანს იმ მადლს რომლის დამნახველი სხვებიც მოგვბაძავენ. ასე ვრცელდებოდა ქართული სული ხალხში ადრე და ასე შეიძლება გადანაწილდეს ერთიდან მეორეზე მადლი დგესაც, თუ ჩვენ გვინდა რაღათქმაუნდა. უფალი ამბობს მე სულ შენთან ვარ, შენ არ გამშორდეო და სულ გვიკაკუნებს გულის კარებზე მაცხოვარი, ჩვენ თუ გავუღებთ.
    მე ვარ ავაზაკი, უგუნური მრუში და ცოდვილი. მომიტევეთ თუ ამ ჩემს სიტყვებში განგსაჯეთ ჩემო დებო და ძმებო. უფალმა ქართველ კაცებს და ქალებს მოგვცეს სინანული ჩვენ შეცოდებათა ზედა, სიყვარული უსაზღვრო ყოველ ადამიანთა, სულიერი სიმშვიდე და მიტევების მადლი. უფალმა შეგიწყალოთ და გაგაძლიეროთ.
    მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ თქვენი მონამორჩილი შალვა

  • აქსელი says:

    ეს ლაპარაკი უფრო ქართული ფლეიბოის გამოსვლის გარჩევას გავს ქართულ თოქშოუში , რომელიც ალბათ ყველამ ნახეთ. გამოსავალი ვიცი რაცაა, რომ ქართული ტრადიცია შევინარჩუნოდ, ეს არის გარიგებებით ქორწინება. ფილმი ნატვრის ხე გაიხსენეთ. სწორედ ქართული ტრადიციული ფილმია.
    სწორედ ბოიფრენდ გერლფრენდობა რომ არ არსებობდა საქართველოში, და თანაც დაუკითხავად რომ უნდა ამოერჩიათ შეყვარებული.იმიტომაც ქორწინდებოდნენ ძაან ბევრი რომ ძაან უნდოდათ სექსი და მხოლოდ იმიტომ, რომ უნდოდათ სექსი. შედეგად ჩემ თაობაში, სადაც უმეტესობა ქალიშვილები და ვაჟიშვილები იყვნენ, ქორწინებამდე თავისუფალი სიყვარულის სხვა გზა ვერ ნახეს თუ არა ქორწინება, უმეტესობა უკვე ჷაყრილია. მოკლედ, თუ გინდათ მორალურები იყოთ, და საქართველოც ნორმალური იყოს, საზოგადოებამ პირადულს თავი უნდა დაანებოს, და ყველამ თავის მორალით უნდა იცხოვროს და არა საზოგადოების მორალური პრესის ქვეშ, სწორად ეს არის ქრისტიანული, რომ სხვა არ განსაჯო, და რამის შეცვლა თუ გინდა, საკუთარი თავიდან დაიწყო. მოკლედ რაც არის ევროპული და აზიური კულტურის განსხვავება, აზიურში საზოგადოება დომინირებს პირადულზე და ევროპულში საზოგადოება არ ყოფს თავის თავს სხვის ძაან ინტიმურ და პირად საქმეში. ხოდა აირჩიეთ, თქვენ მართავთ, თუ თქვენ გმართავენ და თქვენზე გაცილებით მორალურები ხან რწმენას გიწუნებენ, ხან ჩაცმას, ხან რასაც უნდათ, და თვითონ დაქსეროქსებული ერთფეროვანი ხალხი არიან, რითაც ყველა მთავრობა ადვილად მანიპულირებს, რომლებიც გაიძახიან ქართულ მენტალიტეტზე და თავის მორალურობაზე და შედეგად გადადიან პირდაპირ მარაზმზე, რომლებსაც უფროა ალქაიდას ტრადიციებს გავს, ეს ჩემი პირადი აზრია.

  • თამარი says:

    წავიკითხე სტატია და კომენტარებიც ჩავათვალიერე და ერთი კითხვა დამებადა. მეშვიდე მცნება, არ იმრუშო მხოლოდ ქალებისთვის დაიწერა? მხოლოდ ქალს “მოეთხოვება” ამ მცნების დაცვა?
    მე რამდენადაც ვიცი კაცის 10 მცნება და ქალის 10 მცნება ჯერ არ დაწერილა და მაშინ რატომ ამახვილებს ყველა მხოლოდ საქალწულე აპკზე ყურადღებას?

  • Castor says:

    იცით, მხოლოდ ქართველისნაირ უკიდურეს დებილს შეუძლია გამოიგონოს და სტერეოტიპად აქციოს ისეთი არაბუნებრივი, ისეთი უაზრო და ამაზრზენი სიტყვა როგორიცაა _ქალიშვილობის ინსტიტუტი. ეს ინსტიტუტი რალურად შეუძლებელია არსებობდეს! ის არასოდეს არსებულა, არ არსებობს და ვერც იარსებებს… მისთვის ნიადაგი ვერასოდეს გამოიძებნება, და იცით რატო? იმიტო რო ქალისშვილობის ინსტიტუტის არსებობა ნიშნავს იმას, რომ კანონით იყოს აკრძალული გოგონებისთვის ქორწინებამდე სექსი.. და სისხლის სამართლის კოდექსით მემგონი არ არის აკრძალული .. ეს არის ინდივიდუალური შეფასების საგანი და სწორედ ამიტო აბსოლუტურად შეუძლებელია ეს ინსტიტუტი რეალურად არსებობდეს!!! ამიტო ნუ ლაპარაკობთ მის არსებობაზე ან არარსებობაზე!!! და რატო მხოლოდ გოგონებისთვის??? გოგონებს ხო 65%-ით უფრო აქვთ მოთხოვნა სექსზე ვიდრე ბიჭებს, (ეს მეცნიერულადაა დადასტურებული) ამ კითხვაზე მიპასუხეთ აბა _ მაინცადამაიც ქალიშვილობას რატო ჩააჯინდით, მხოლოდ ქალის უბიწოებაზე რატო აკეთებთ აქცენტს??? თუ ვიღაც სირი ასეთ რამეს იტყვის: “ეს ინსტიტუტი უნდა არსებობდეს, რადგან ქორწინებამდე სექსი ცოდვაა” მაშინ ძაან მაინტერესებს, მიუშვერთ მეორე ლოყას იმას, ვინც ერთ ლოყაში გაგარტყამთ??????? გეყვარებათ თქვენი მტრები, ისე როგორც ქრისტე გეუბნებოდათ, რა თქმა უნდა არა!!! ქართველს ეს არ შეუძლია, იმიტო რო ქართველია… აი რას გეტყვით ქალიშვილობაზე მარტო ნუ აკეთებთ აქცენტს!!! ქალიშვილობა და ვაჯიშვილობა ან ბოლო ზარზე ან ბანკეტზე უნდა დასრულდეს!!!!!!! აი ეს არის ჩემი კრედო. მეცნიერება არასოდეს ცდება და არც ახლა ცდება როდესაც ამბობს, რომ ისეთი ოჯახი უფრო მალე ინგრევა, რომელიც ორი ობიწო ადამიანის შეუღლების შედეგად იქმნება. ალბათ ასეთ შემთხვევაში უფრო მეთად ტრაგიკომედიაა მოსალოდნელი. ტრაგედია იმიტო რო დიდი რისკია ისინი დაცილდნენ: კაცმა უთხრას შენ მე ძალიან მომწონხარ და მიყვარხარ, მაგრამ როგორც სექსუალურ პარტნიორს არას გეუბნები… და კომედია ასევე შესაძლებელია მოხდეს თუკი თუნდაც ერთ-ერთი მათგანი უბიწოა… ასე რომ გაცილებით მყარია ის ოჯახი, რომელის გამოცდილმა კაცმა და ქალმა შექმნა!!!!!!!!!

  • კახა says:

    ბოდიში, მაგრამ ტელეგონიის ფენომენის შესახებ გაგიგიათ? შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი დოკუმენტური ფილიმი მამაკაცის კოდი შემდეგ მისამართზე:
    http://rutube.ru/tracks/2031000.html?v=5f984a3a7ec9d8f091fee93ff516a7b8

  • დავითი says:

    Castor ცოლი გყავს?

  • gvanci says:

    chemi azriiit qalishvilobis instituti unda arsebobdees..da dzalianac momwons es tradicia…tumca chemtvis qalishviloba patiosnebas ar gansazgvravs da ra mxriv: sheidzleba adamian mteli gulit uyvardes da shecdes..magram iq damtavrdes yvelaferi..aseti adamianebi ar sheidzleba sheiracxon upatiosnebad..tumca arseboben meore kategoriis araqalishvilebi romlebic yovel dge icvlian partniorebs…amis gansxvaveba unda sheedzlos kacs..magram es aravis saqme ar aris, es yvelas piradi cxovrebaa..da chven ar gvaqvs ufleba mati gansjiiis

  • ნიკა says:

    ჩემის აზრით ქალიშვილობის ინსტიტუტის არსებობა აუცილებელია, ქორწინებამდე კავშირს რატომღაც უკავშირებენ ოჯახური თანაცხოვრების სიმყარეს რაც არის ძალიან უაზრო და სუსუტი არგუმენტი. ამერიკაში განქორწინების პროცენტული მაჩვენებელი 42% შეადგენს და ძალიან მაღალია, ამ ფაქტს როგორღა ახსნით? იქ მაინც არ არის ეს ინსტიტუტი..

    მეორეც აქ ზოგიერთებს გონიათ რომ ადამიანის არსებობა და ეს სამყარო თავისი დაბადებიდან დაიწყო, ის რომ მანამდე საუკუნეების მანძილზე ჩვენი უძველესი კულტურის მქონე ხალხს არ უფიქრია ამაზე. ეს დიდი ხნის წინ ნაფიქრიც არის, აწონ დაწონილიც არის, გამოცდილიც არის, და არჩეულიც.

    ახლა მოდაშია ქალიშვილების დაცინვა, იმასაც იძახიან შეიძლება ქალი ქალიშვილი იყოს მაგრამ სხვა მხრივ არაპატიოსანიო, კიბატონო შეიძლება.
    მაგრამ ისიც ხომ შეიძლება რომ ქალიშვილიც იყოს და პატიოსანიც, ასე რომ ამ ინსტიტუტის არსებობის მომხრე ვარ.

  • ioseb says:

    me vetanxmebi tornikes, da kalishviloba unda arsebobdes sanam sakartvelo iarsebebs, aba icit tu ara rom korcinebamde siyvaruli rac kals da kacs shoris aris 80% xorcielia da ltolvaa xorcieli, xolo roca ikorcineben da es ltolva dakmayopildeba drota ganmavlobashi kreba iseti seksualuri motxovna da ukve mere sulieri ertobaa sachiro torem ertmaneti mobezrdebat da tu sulieri ertoba ar aris mashin gauchirdebat ertad yopna, da radgan gogo kalishvili ar aris da gasinjuliak korcinebamde is mgonia rom sakutar vnebebs ayolili da unebisyopoa romelic ojaxshi sheileba ver gamodges, meorec erti kidev aris tavmoyvareoba rom vigacis naxmari kali rato unda moiyvano, kiedv aris natkvami kuzanovas pabrika da ase shemdeg magram amistvis sachiroa icnobde mis ojaxs, gaigo visi chamomavalia, bozebi xo aravin yav saxlshi da rogori gazrdilia, xoda am yvelafers tu gaigeb mashin amokerili rom iyos kuzanovastan ufro naklebi shansia, kide es macauka gogonebi rom amartleben taviant gaxeul apkebs vetyodi rom namdvili kacis povnac gauchirdebat imito rom naklebat mimzidvelia naxmari kali, aseve vityodi rom yvelafers rac tema chamovardeba : ai evropashi esea ai evropashi isea ….kaaaargi raaa, raa evroopa ris evropa,….chven xom kartvelebi vart, magram yvelaze cudi kidev is aris rom am ideologias xels ucyobs mtavroba tavisi lmobierebit internet porno da gaxrcnili sivrcis mimart,

  • Nestani says:

    ))) auuf…)) es dzalian piraduli sakitxia!! imdenad piraduli rom amaze sazogadeba ar unda saubrobdes!! es ert-erti codvaa qristianulad tu mivudgebit, da saertod qalishvilobis “instituti” ra formaa gaugebaria..)) mashin unda arsebiobdes sxva danarcheni codvebis sawinaagmdego, anu sxva satnoebebis institutebic, magalitad siwmindis, siketis, shemwynareblobis instituti da xalxma es temac sazogadod ganixilos, ganikitxon ertmaneti da daadanashaulon boroteebasa da sheuwynareblobashi..

    p.s. mgoni jobia yvelam sakutar codvebze vifiqrot!! da sxvebis gankitxva da sxvisi piraduli problemebi sazogadoebis ganxilvis sakitxi ar unda iyos.

    es rom ase iyos sachitro, patriarqs tqven ver daaswrebdit da, tavad ganacxadebda amis shesaxeb sazogadod!!!!!!!es yvelas piradi codva-madlia, vin rogor moiqceva !!!!!!!!

  • Nestani says:

    P.S. “patriarqi tavad ganacxadebdatqo” aq shemdegi azri vigulisxme: anu adamianis piradi codvebis ganxilva sajarod, sazogadoebis mxridan, qristianuli saqcieli rom iyos, patriarqi tavad gvetyoda, sheqmenit “satnobebis institutebi” da saqveynod ganixilet da gakicxet is adamianebi vinc am satnoebebs argvevso…

    xoda genacvaleet da tqven shemogevlet.. sakutar tavebs mivxedot umjobesia!!!!!! da sxvebis gankitxvas tavebi davanebot..

    tqven , batono IOSEB , qorwinebamde ubiwo brzandebodit? ase tamamad rom ganikitxavt sxvebs da sxvis piradulze ase tamamad saubropbt, imitom gavbede da gkitxet ase, tamamad tqvens dzalian piradulze….))

  • aMIRZAde says:

    რატომღაც ვიწრო ჩარჩოდან ვუყურებთ ყველაფერს და კონკრეტულად ერთს ჩავებღაუჭებით ხოლმე. გვაქვს მცნება “არა იმრუშო” და რაღად უნდა ამას კამათი. ახალი მიზეზების მოზებნა თუ რა დასკვნა აქვთ მეცნიერებს, განა ადამიანი მეტია ღმერთზე რომელმაც ეს მცნება მოგცა? არ გინდა ეგრე ცხოვრება, ნუ იცხოვრებ. მაგრამ სხვას რატომ აბრკოლებ? არ გირჩევნია ამ დროს წისკვილის ქვა მოიკიდო და ზღვაში გადავარდე?
    ახლა კიდევ შემოიღებენ რომ გოიმობაა ქალიშვილობა, ეგ ის იგონებს ვისაც გაიოლება უნდა გოგონა ლოგინში შეათრიოს და მრუშმა თავისი სიმრუშე დაფაროს. რატომ ხდება დღეს მრუშობა ცხოვრების წესად? ვიტყვით რომ ასეა ამერიკასა და ევროპაში, მერე თუ არის,რა კარგია? შე დალოცვილო კარგი გადმოიღე თუ მაინცდა-მაინც რაღ მრუშოა უნდა გადმოიღო…

  • მანანა says:

    ე,ჩვენო საქართველო, საით უნდა წაგიყვანოს ,,ახალმა ქართველობამ”?!საქართველოს და ქართველის სავიზიტო ბარათი მსოფლიოში ჩვენი გენეტიკური თვისებებია,რითაც უხვად დააჯილდოვა ღმერთმა ჩვენი მამა პაპანი.და კალიშვილობის საკიტხიც ისევე ნათელი და გარკვეული უნდა იყოს ჩვენთვის როგორც რწმენის აუცილებლობა,შემთხვევიდან არავინაა დაცული და ეს ერთეულებმა უნდა მოინანიონ.აღიარონ ღმერთთან.სატრფოსთან და გადაწყვიტოს თავისი მომავალი…რაც შეეხება საერთო აღიარებას ეს ღმერთმა დაგვიფაროს,ერმა ვუარყოთ უფლის მცნება და შვილმომავალთ ტრადიციად ვუქციოთ მრუშობა,მეძაობა რას ქვია ქვის სროლა?არავინ არავის განიკიტხავს პირადულად ღმერთთანაც და ხალხთანაც მოიგვაროს ურთიერთობა , მაგრამ საყოველთაო აღიარებისას ერი და ბერის ბოზიციის შეურყევლობას ქვითაც და სისხლითაც ეგების დაცვა…თორე ხვალ უცხოეთიდან შემოსულ სხვა საძაგლობასაც ტრადიციად დავუტოვებთ შვილებს…ქართულ სუფრას აკადემიას უწოდებდნენ ჩვენი ბაბუები და ჩვენ თუ გადავგვარდით და საცივში ვდებთ თავს ეს ტრადიციის ბრალი არ არის…ღმერთს ვებარებოდეთ!!!დიდება უფალს!!!გვიმრავლოს ნამდვილი ვაჟკაცები და უბიწო ახალგაზრდობა…ამინ!

  • მერი says:

    ყველა ტრადიცია კარგი არ არის. თუ გიყავრს და დიდი ხანი ხართ ერთად რატომ არ უნდა გქოდნეს იმ ადამიანთან სექსი?. გოგოების აზრი მაინტერესებს როცა დარწმუნებული ხართ იმ ადამიანში რომელსაც ხვდებით და დიდ ხნიანი ურთერთობა გაკავშირებთ გირჩევნიათ სხვასთან ქონდეს სექსი სხვას ეფერებოდეს და მერე შენთან მოვიდეს და შენ მოგეფეროს რომელი უფრო გულის ამრევია ?
    ჩემ შეყვარებულს თუ სხვასთან ექნება სექსი იქ დავამთავრებ ყველაფერს იმიტომ რომ გულს ამირევს იმაზე ფიქრი რომ სხვასთან იყო. რატომ ეპატიება კაცს ყველაფერი და ქალს არა?. შენ შენი აზროვნება გაქვს და საჭიროდ რასაც ჩათვლი ის უნდა გააკეთO. და მეცინება როცა ამბობენ რომ გათოვლი უფრო მისაღებია ვიდრე გაუთხოვარი არაქალიშვილი არავინ არ იცის იყო კი ის გათხოვებამდე ქალიშვილი?
    დღეს ჯობია არაქალიშვილი მოიყვანო ცოლად ვიდრე ქალიშვილი იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული ქალიშვილები უარესებს აკეთებენ და ძალიან ბევრი სულით მახინჯია. სამწუხაროდ მაინც არაფერში არ ხართ დაზღვეულები.

  • გოჩა says:

    მერი დავუშვათ, დაშორდით შეყვარებულები და მერე სხვა შეგიყვარდა, მოხდა ისე რომ გარკვეული ხნის შემდეგ, ესევ დაშორდით რაიმე მიზეზით და შემდეგ კიდევ სხვა გამოჩნდა შენი გულის სწორი (ასეთი რამე საკმაოდ ხშირად ხდება). ერთი მიპასუხე რა დაგერქმევა მერე შენ?

    თუ შენ ასე გსურს აკეთე ბატონო და იყავი ის რაც გინდა, მაგრამ აქ პროპაგანდას ნუ ეწევი გარყვნილი ცხოვრების და უზნეობის.

  • გოჩა says:

    მანანა დიდი მადლობა თქვენი პოზიციისათვის, იმედი მაქვს, რომ თქვენნაირები კიდევ ბევრნი არიან საქართველოში. ღმერთო კეთილად გვისმინე და დაიფარე საქართველო ,,ახალი ქართული” იდეისაგან.

  • ბუდუ says:

    ქაქმლიშვილობის ინსტიტუტი არაა უაუცილებელი აუცილებელია,ადამიანმა საკუთარ თავში იპოვოს რწმენა იმისა რმ უბიწოობა მტავარია,და იმის გამო რომ ევროპელისკენ მივდივარტ არ გაბოზდესსს

  • გიორგი says:

    შეკითხვაა დასმული საერთოდ ძალიან პროვოკაციულად, არაპროფესიონალურად და ყოველგვარი ტაქტის გარეშე (არ ვგულისხმობ სტატიის ავტორს, მან მხოლოდ გაიმეორა). ადამიანი ფიზიოლოგიურად არის ქალიშვილი თუ ვაჟიშვილი, გააჩნია ქალიშვილობის თუ ვაჟიშვილობის ინსტიტუტის დიპლომი ამაზე არც უნდა იყოს ლაპარაკი. აქ ლაპარაკია ადამიანის ცხოვრების წესზე. ქორწინებამდე სქესობრივი ცხოვრების დაწყება არის ადამიანის ზნეობისთვის დამანგრეველი და ხშირად თან სდევს ცხოვრების წესის ყველანაირი გაუკუღმართება: გულგრილობა ახლო ნათესავების მიერ, გაბოროტება, მრისხანება, ბილწსიტყვაობა, გაღიზიანება, დეპრესია და უკმაყოფილების განცდა ვნების გავლის შემდეგ, ამპარტავნება უმაღლეს ხარისხსში, ვერცხლისმოყვარეობა, რასაც კრიმინალამდეც მიყავს პიროვნება. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს გარყვნილებაში და ერთხელ უკვე შეერყვნა გული, მერე უკვე ნეხვში ჩავარდნილ მარგალიტს ემსგავსება, რომელიც ძალიან ძნელად თუ გაიწმინდება ისევ. არ მინდა ეს რაღაც დიდაქტიკური წერილი გამოვიდეს და არც მორალის კითხვას ჰგავდეს, მაგრამ დაუქორწინებელთა სქესობრივი კონტაქტი, განსაკუთრებით ქალისთვისაა დამანგრეველი, ვინაიდან ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ იგი ისეთივე გარყვნილ და შეიძლება არამარტო მორალით, არამედ ფიზიკურადაც და გონებრივადაც ჩამორჩენილ შთამომავლობას დატოვებს. ქალის სხეულში ხომ თითქმის 1 წელი ცხოვრობს ბავშვი და შერყვნილ სხეულში მცხოვრებ ბავშვს თან მიყვება ის შერყვნილი გენებიც, გინდ მამის, გინდ დედის მხრიდან. ბავშვს აუცილებლად გაყვება ის მომხმარებლური დამოკიდებულება და არა სიყვარული ადამიანების მიმართ, რაც მშობლებს ერთმანეთთან აკავშირებდათ. მომხმარებლური დამოკიდებულების ცუდი მხარე ისაა, რომ საგანი როცა გაცვდება და ახალივით არ გამოიყურება, ახლის ძებნას იწყებს და ამიტომაცაა, რომ ბოლოს (ზოგჯერ დასაწყისშიც)კაცი დანაზოგს ოჯახისთვის, გინდ შეყვარებულისთვის კი არ ქმნის, არამედ იმისთვის, რისთვისაც მისი გოგო თავის დროზე ქალიშვილობის ინსტიტუტში გაფეილდა. თუკი ისე ძლიერ უყვარს წყვილს ერთმანეთი, რომ ფიზიკური კონტაქტის გარეშე ცხოვრებას უკვე არ აქვს აზრი, ვერ ვხვდები, რა უნდა უშლიდეს ხელს დაქორწინებას – არაფერი და ვერაფერი, თუ ეს მართლა უნდათ. ამიტომ უნდა ვიცხოვროთ როგორც ღვთის ხატად შექმნილმა ადამიანებმა და ჩვენი ცხოვრება ერთმანეთის სიყვარულით და არა მომხმარებლური დამოკიდებულებით გავათბოთ. ქალი არ არის მხოლოდ ის, რაც შეიძლება თუგინდ მხოლოდ ფულით იყიდო და სიგარეტივით ჩააქრო და კაცი არ არის მხოლოდ ის, საიდანაც მხოლოდ ფული, სახელი და უსაფრთხოება შეიძლება მიიღო. ნამდვილ სიყვარულს და ნამდვილ გრძნობას გისურვებთ ყველას, ღმერთმა მოგცეთ ერთმანეთის მიმართ მუდმივი სითბოს შეგრძნება და ძალა თქვენი სითბო სხვას გაუზიაროთ. გიყვარდეთ ერთმანეთი!

  • ნინო says:

    კითხვა მაქვს თორნიკესთან და ყველა მსგავსთან: ქორწინებამდე ქალი გყავდათ თუ ცოლი პირველი იყო? მცნება ორივე სქესს სთხოვს უბიწოებას.

  • ქართველი მუსლიმი says:

    დღეს რწმენაზე პრიორიტეტული გარყვნილობაა, და ამ მანქანის შეჩერებას მძიმე და კატეგორიული გაფრთხილება სჭირდება, საზოგადოების გათვითცნობიერება რწმენაში, ასევე მკაცრი დისციპლინის გატარება, სხვანაირად მაინც იბოზებენ :) არ გაგვიკვირდეს, ეს უტრუსო ქალებმა უკვე დააჯდა საზოგადოებას თავზე, სასაცილო არა მარა თავის მოსაკალი საკითხი კია ნამდვილად.

  • ანუკი says:

    ვაიმე ქართველებო გულს მირევთ. გოგონებო რამ დაგამონათ ამ ქართველ გონებაჩლუნგ და ბნელ ბიჭებზე ცოტა აზრზე მოდით თავებს ნუ იჩაგრავთ. თვითონ რომ კარგად გულაობენ აი არ მესმის სხვას როგორ უნდა მოსთხოვო ისეთი რამ რასაც შენ სჩადიხარ !!!! ქართველი ვარ მაგრამ რა ბედნიერი ვარ ასეთ კომენტარების კითხვისას გავიაზრებ ხოლმე, მიხარია ასეთი დამახინჯებული აზროვნება რომ არ მაქვს და არ შევდივარ ქართველების 95%-ში… რომელიც გულით მეცოდება. როდემდე უნდა ერეოდეთ ქალის ცხოვრებაში??? თქვე მართლა ბინძურებო! ქალს როცა აკადრებ “ვიღაცეების ნათრევს” მის მერე ხმა როგორღა უნდა ამოიღო! ტფუ ! მიმიფურთხებია ასეთ მარაზმ ტრადიციებზე. ღმერთმა მაშოროს ქართველი მურტაზი მამაკაცი: ) გაუმარჯოს თავისუფალ სქესობრივ ცხოვრებას. ვამაყობ რომ ქალი ვარ, რომ თავისუფალი ქალი ვარ და არ ვემორჩილები რაღაც *ლეობა ტრადიციებს რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქალის ჩაგვრას ქადაგებს !!! ერთ ერთი მიზეზი იყო რის გამოც გავეცალე საქართველოს. ასეთი ბნელეთი მხოლოდ საქართველოში და აფრიკაშიღა შემორჩა !!! იმედს ვიტოვებ რომ სულ მალე მანდაც მოეღება ბოლო ამ აზროვნებას და ხალხი ისწავლის ბოლო ბოლო ცხოვრებას ისე რომ სხვის პირად ცხოვრებაში არ აფათურონ თავიანთი მძღნერიანი ხელები !!!! ხტფუ

  • ანუკი says:

    უკაცრავად ბილწსიტყვაობისთვის მაგრამ ამომასხა ყელში უკვე ასეთი სისასტიკეებს რომ ვაწყდები ყველგან და ასეთ დამოკიდებულებას როცა ვხედავ ქალების მიმართ თავი ვეღარ შევიკავე : ) ძალიან არ მაინტერესებს ვინ რას იფიქრებს ჩემზე საერთოდაც ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მე არავისში არ ვერევი და არც არავის არ ვაძლევ იმის უფლებას რომ ჩემს პირად ცხოვრებაში ცხვირი ჩაყონ, არავითარ შემთხვევაში. არ მესმის ამ ხალხის… უკვე ცოდვაა ქალად დაბადება ნეტა კაცი დავბადებულიყავი მილიონჯერ იოლი იქნებოდა ცხოვრება. მენანება 1 იბადები და ისიც ქალი. მთელი ცხოვრება ცდილობ ებრძოლო ზუსტად ასეთ ტრადიციებს და დამოკიდებულებას ქალებისადმი, საბოლოოდ რა გამოდის?? არ ცხოვრობ, ცოცხლობ და იბრ როდემდე უნდა ვიჩაგრებოდეთ ასე? როდის უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი ჩემამდე არ დადის. უბრალოდ გული შემტკივა რასაც ვხედავ გარშემო მეტი არაფერი. მე ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ ძალიან თან. გამართულად მიჭირს წერით აზრის გადმოცემა და ყველაფერს ვერ ვამბობ რასაც რეალურად ვფიქრობ მაგრამ…

  • ანუკი says:

    ვაჟიშვილობის ინსტიტუტზე რატომ არ საუბრობთ, რატომ არ არის ასეთი აქტიური როგორც ქალიშვილობის ინსტიტუტი გამაგებინეთ??? ალბათ იმიტომ რომ “სუსტი სქესის” დამორჩილება და დამონება უფრო იოლი გაგიხდათ არა??? რათქმაუნდა ასეა, იმიტომ რომ ძლიერ სქესთან არაფერი გამოგივიდათ ხომ??? არადა რომ დავუფიქრდეთ დღესღეობით ხომ სწორედ მამრებს ესაჭიროებათ მსგავსი ინსტიტუტი, გაახილეთ თვალები და დაინახავთ რეალობას… ეჰ…. მოკლედ მე მოვრჩი აღარ გავაგრძელებ. უბრალოდ ქალების დღევანდელი განუვითარებელი სიტუაცია მაღელვებს და გულს მიმძიმებს სხვა არაფერი: ) მე კი წავალ ჩემი ცხოვრებით დავტკბები დაგემშვიდობებით

  • რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვარ. says:

    ქართველები შეიძლება დროთა ცვლასთან ერთად შევიცვალეთ, განვვითარდით, ასე თუ ისე დავიხვეწეთ, მაგრამ აზროვნება იგივე დაგვრჩა.
    ხალხო! შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ:
    1) ქალიშვილობის ინსტიტუტი პირველ რიგში არის ადამიანის პირადი ცხოვრება, რომელში ჩარევაც არ შეიძლება (არ აქვს მნიშვნელობა ეს მღვდელი იქნება, მოძღვარი, თუ ჩვეულებრივი ადამიანი,და ეს თუ მართლაც “დანაშაულია”, როცა დრო მოვა ღმერთი განგვსჯის ყველა ცოდვისთვის),
    2)სექსი დანაშაული არაა. სექსი არის ბუნებრივი მოთხოვნილება, განვითარებისთვის აუცილებელი პროცესი, რომელიც ერთდროულად აუცილებელია როგორც ქალისთვის, ისე კაცისთვის. მე არ ვამბობ, რომ ადრეულ ასაკში უნდა დაიწყოს ადამიანმა (ქალმა) სქესობრივი ცხოვრება, არა ეს ცუდია ჯანმრთელობისთვის. ამისთვის არსებობს ოპტიმალური ასაკი ( ვინც არ იცით 18-22 წელი).
    3) შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ფაქტია რომ წარმატებული და ჰარმონიული (ოღონდ არა ქართული გაგებით – მორჩილი, ყველაფრის მპატიებელი, ბავშვების გულისთვის ყველაფრის ამტანი ცოლი და ქმარი : “ქალი ვიცი მე კუხნაში “), არა, მართლა ჰარმონიული, თანასწორი ურთიერთობის ერთ ერთი განმსაზღვრელი, გარანტორი არის სწორედ სექსი. ქალს და კაცს თუ საწოლში პრობლემები აქვთ, ე.ი. აბსოლუტურად შეუთავსებლები არიან (ეს ჩემი მოგონილი არაა.)
    4)სექსი არ არის მრუშობა. არ გედავებით იმაში რომ ათას კაც გამოვლილი ქალი არის მრუში, ამორალური, მაგრამ ეს მისი პირადი ცხოვრებაა და ჩვენ რიგით ადამიანებს, და არ მომერიდება ამის დაწერა სასულიერო პირებსაც, არ აქვთ მისი განსჯის უფლება. ერთადერთი ვისაც ჩვენი განსჯის უფლება აქვს არის უფალი და მეტი არავინ, როგორი ცხოვრებითაც არ უნდა ცხოვრობდეს ის.
    5) ქართველების უმეტესობას გვახასიათებს ერთი თვისება: ყველა მოვლენას მხოლოდ ერთი მხიდან ვუყურებთ. შემხედოთ ამ პრობლემას მეორე მხიდან, ქალის მხიდან. თქვენ რა გგონიათ რომ სექსი,ჯანსაღი სექსუალური ცხოვრების მოთხოვნილება მხოლოდ კაცებს აქვთ? ცდებით ძვირფასებო. ერთი წუთით დაფიქრდით, როდესაც კაცს სექსი არ აქვს დიდი ხნის მანძილზე, ან საერთოდ არ ქონია, ის კაცი არის განუვითარებელი, მას აქვს გარკვეული ჰორმონალური დარღვევები (არ დავკონკრეტდები), არის გაბოროტებული, ცხოვრებაზე დაბოღმილი. იგივე ( და შეიძლება უარესიც)ხდება ქალის შემთხვევაშიც.მაგალითად, ერთ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ქალისთვის – უშვილობა.
    არა, მე არ მოგიწოდებთ მრუშობისკენ, არ გეუბნებით რომ პირველივე შემხვედრთან უნდა დაწვეთ, მაგრამ ის გაგება რასაც ქვია “ქალიშვილობის ინსტიტუტი” ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოისპოს. ეს არის სრულიად ქართველი ერის კომპლექსი და საბჭოური გადმონაშთი. იმ ეპოქის გადმონაშთი სადაც სექსი დანაშაული და მხოლოდ ბავშვის კეთების ერთ-ერთი საშუალება.
    დაიმახსოვრეთ ეს არის ქალის პირადი ცხოვრება, და მასში ჩარევის უფლება არ აქვს არავის, არც დედა, არც მამას, არც დას, არც ძმას, არც ახლობელს, არც ეკლესიას და არც არავის. ქორწინებამდე სექსი, არაქალიშვილობა, თქვენს ენაზე, არის მხოლოდ გოგონას და ვაჟის საქმე. თუ ქორწინებამდე სექსი დანაშაულია, და ცოდვაა, ამაზე პასუხისგემა მოგვიწევს მხოლოდ უფლის წინაშე, და არა რიგითი, ზოგჯერ უფრო მეტად გადაგვარებული ადამიანის წინაშე.

    • თეკო says:

      გაიხარე, ძალიან საღად მოაზროვნე ადამიანი ჩანხარ. უღრმესი მადლობა რომ არსებობ. წარმატებებს გისურვებ

      მოუსმინეთ ამ ადამიანს სრულ ჭეშმარიტებას წერს

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი