მთავარი » ქრისტიანობა

ქალის თავისუფლების შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.10.2019 | 207 ნახვა

ქალის თავისუფლების თემას ეხმარეუბა დეკანოზი თამაზ ლომიძე: გარდა ეკონომიური და სხვა სოციალური პრობლემებისა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოდან წასული ქალები დაუფიქრებლად და სიამოვნებით რჩებიან საცხოვრებლად ევროპაში და ხშირად აღარც ფიქრობენ საქართველოში დაბრუნებას, არის სწორედ ქალისთვის ის სრულიად არაძალადობრივი გარემო, რაც მათ ევროპაში ხვდებათ.

ევროპელი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში ქალს შეუძლია იყოს ქალი ისე, რომ სწორედ ქალად ყოფნისთვის არავინ შეავიწროვებს და შეაწუხებს არც ქუჩაში, არც ავტობუსში, არც სამსახურში, არც ტაქსში, არც ოჯახში და არც თუნდაც გასართობ საზოგადოებრივ ადგილებში (ერთეული გამონაკლისები ყველგანაა). ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი თავისუფლებაა ქალისთვის პირველი და უმნიშვნელოვანესი და შემდეგ ყველა დანარჩენი – მასზე ზრუნვა, მოვლა, შენახვა თუ სხვა ”ვაჟკაცური” მოვალეობები. ამ თავისუფლების გარეშე ვერ იქნებიან ჩვენი ქალები ბედნიერნი. ეს უნდა შეიგნოს, პირველ რიგში, ყველა კაცმა.

მარტო მისეირნობს ქალი ქუჩაში, ჭიქა ღვინოს მიირთმევს, ცეკვავს, მღერის, მუშაობს თუ ლამაზად გამოიყურება, ამას უპირველესად თავის თავისთვის აკეთებს (უნდა აკეთებდეს) და არა რომელიმე კაცისთვის. ესაა ქალისთვის ის სასიცოცხლოდ აუცილებელი თავისუფლება. მეორეს მხრივ, კაცს რომ ესმოდეს, როგორი უსაზღვრო სიყვარული შეუძლია ასეთი თავისუფლებით ბედნიერ ქალს, ერთ წამსაც არ იძალადებდა მასზე.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი