მთავარი » საზოგადოება

ქალის ჩაცმულობის შესახებ

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 14.11.201217 კომენტარი | 7,096 ნახვა

“ღვთისმოსავი ყველგან სათანადო შინაგან და გარეგნულ სახეს უნდა ატარებდეს…”

ქალბატონებირა დანიშნულება აქვს სამოსელს, როგორ იქცა შარვალი ქალის სამოსად, რა კავშირია ჩაცმულობასა და ადამიანის შინაგანი ცხოვრების წესს შორის? ამ და სხვა საინტერესო საკითხზე გვესაუბრება წყნეთის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი:

“”შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ”(დაბ.2.25). სამოთხეში მყოფი პირველი ადამიანები საღმრთო მადლით იყვნენ მოსილნი და არ საჭიროებდნენ ფიზიკურ საფარველს. მათი გული და გონება თავისუფალი იყო ვნებისგან და ამ მხრივ მორიდება მათ შორის საჭირო არ გახლდათ.

მათი შემდგომი ცნობილი დაცემის შედეგად ისინი კარგავენ მადლის საფარველს. სამოთხიდან განდევნა ამის შემდეგ ცდილობენ, თავისი უკმარისობა შეავსონ რაიმეთი.

“აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს”( დაბ. 3.7). ეს იყო გაუაზრებელი მცდელობა დანაკლისის ასანაზღაურებლად და არა – პირველი სამოსი. ისინი უსუსურნი აღმოჩნდნენ შეცვლილი სამყაროს წინაშე. ამის შედეგად გაჩნდა სამოსის საჭიროება. “გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა”(დაბ 3.21). ეს გახდა მუდმივად თანამდევი, ერთგვარი ძეგლი ადამიანის ნამოქმედარის შედეგისა. სამოსმა ჩანასახშივე შეიძინა შინაარსი – ხსოვნა შეცოდებისა.”

განვითარების რა გზა განვლო ადამიანის სამოსმა?

დაბადებაშივე ჩანს, რომ კაცისა თუ ქალის პირველი ერთმანეთის იდენტურია. სამოსმა თავისი ჩამოყალიბების ვრცელი გზა განვლო. ფორმები თავისთავად პირობითი იყო საჭიროებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე. სახეობები ერთმანეთს თანდათან გამოეყო. ამ შინაარს თავად ადამიანი სძენდა. სოციალურმა, საყოფაცხოვრებო და კლასობრივმა ცხოვრების წესებმა განსაზღვრეს სამოსის იერსახე და განვითარების გზა დიფერენცირებით განაგრძეს. ამავე დროს, გამოიყო მამაკაცისა და ქალის სამოსი. ხშირად ერთმანეთის მსგავსებით, მაგრამ მაინც განსხვავებული დეტალებით. ამ სფეროში ხელოვნების განვითარებით, კაცისა და ქალის ტანის მიხედვით, იხვეწებოდა სამოსის ფორმირება, ხდებოდა მათი მკვეთრად ურთიერთგამიჯვნა და მკაცრად დიფერენცირება. მსოფლიოს მრავალსახეობით, ეთნოგრაფიული კულტურის ყველა სფეროში (მონადირის, მეომრის, მიწის მუშაკისა თუ სხვ.) განსხვავება სქესის მიხედვით შეინიშნება.

როგორ წარმოიშვა შარვალი ქალის სამოსად?

დღეს მწვავედ და აქტიურად დგას სამოსლის დიფერენცირების საკითხი. კონკრეტულად შევეხები ქალის სამოსს: კაბა თუ შარვალი? კაბა, ანუ ტანის მოსასხამი ორთავე სქესისთვის დამახასიათებელია და ღმრთის მიერ ბოძებული ტყავის სამოსი სწორედ ერთგვარი კაბის წინასახეა. მან თავისი განვითარების გრძელი გზა გაიარა და სამოსთა მრავალსახეობა მოგვცა, მათ შორის, მოსასხამი, კვართი, ტუნიკა, ლაბადა, ხალათი, ჩოხათა სახეობა… დღევანდელი ქურთუკ-პიჯაკები და ა.შ.

შარვალი სულხან-საბა ორბელიანის სიტყვათა განმარტებით ლექსიკონში ახსნილია, როგორც “ნიფხავი”, ანუ ქვედა საცვალი. ძველად საცვალისა და დღევანდელი შორტის მსგავსს წარმოადგენდა. ანუ ქვედა შიდა საცვალიც იყო ყველასათვის და მონადირის, ან მეომრის, მხედრის შარვალიც. რამდენადაც ხსენებული პროფესიები ძირითადად მამაკაცური იყო, ამდენად იგი კაცის სამოსის ფრაგმენტად ჩამოყალიბდა. დღევანდელი ფორმისა და ამგვარად, მოხმარების გამოყენების დრო უცნობია. ის ეტაპ-ეტაპ მკვიდრდებოდა ტანის ქვედა ნაწილის სამოსად. სამოქალაქო ფორმად აქტიურად ჩანს ევროპაში მე-15 საუკუნიდან ვიდრე დღემდე.

ქართულ რეალობაში შარვალი მხედრებს ეცვათ. შემდგომ ჩოხის შემოსვლასთან ერთად იმკვიდრებს როგორც სამოქალაქო, ყოველდღიურ, გარედან ჩასაცმელის ადგილს. უნდა აღინიშნოს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისამდე შარვალი ცალსახად მამაკაცის სამოსად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს “ქალის შარვლად” წოდებული სამოსი მკვეთრად განსხვავდება კაცურისგან. კოკო შანელი თავისი ქმრის სამოსითყურადღება უნდა მივაქციოთ წარმოშობის ისტორიას. რა მიზეზ-ვითარებებმა განაპირობეს მისი არსებობა? მას სათავეშივე რევოლუციური ჯანყი უდგას. ემსახურებოდა თუ არა შარვლის გამოგონება იმ ეპოქის დომინირებული სამოსისგან ქალის გათავისუფლებას? სარჩული ეს იყო: პრაქტიკულობა, გემოვნება და ხელოვნების განვითარებაც ამას მოითხოვდა. თუმცა სხვა მოვლენები სათავეშივე წარმოჩინდა. გასული საუკუნის დასაწყისში არენაზე ცნობილი ფრანგი დიზაინერი გაბრიელე კოკო შანელი გამოჩნდა.

1907 წელს ეტიენ ბალზამმა შანელი პარიზში წაიყვანა. ეტიენის მთელი ფული კოკომ თავისი ატელიეს გახსნას მოახმარა. ერთ წვეულებაზე მან “ქმრის” გარდერობიდან შეარჩია სამოსი – საჯირითო შარვალი, ჯემპრი, ჰალსტუხი და ამგვარად გამოცხადდა. სურდა, ამით ფურორი მოეხდინა, რამაც საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. თავად ისე მოეწონა ეს ჩაცმულობა, რომ მსოფლიოს ყველა ქალს “აიძულა”, შარვლებით შემოსილიყვნენ იგი დაემუქრა იქ მყოფთ, რომ მათაც ამგვარად გამოაწყობდა, რეალურად ეს მუქარა ახდენილია. მან დაარღვია ზღვარი ქალისა და მამაკაცის ჩაცმის სტილს შორის და შექმნა ქალებისთვის პიჯაკები, შარვლები, ჰალსტუხები, სპორტული ტანსაცმელი. სწორედ “ქმრის”- მამაკაცის სამოსი-შარვალი ჩაიცვა და შემდგომ მოირგო ქალის ტანზე და შექმნა ქალის თარგი. აღსანიშნავია, რომ მისივე სიტყვებიდან გამომდინარე, ქალის თარგიც საორჭოფო თემაა. შანელს ძალიან უყვარდა მამაკაცის ტანსაცმელი. სპარსი ქალი და ივ სენ ლორანის მოდელიის ბისექსუალი იყო, თუმცა ამას მალავდა, მაგრამ შეფარვით ამბობდა: “იდეალური სამოსი მამაკაცურსა და ქალურ დეტალებს უნდა აერთიანებდეს”. უყვარდა მამაკაცის ნივთებიც. – “სუნამო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სამოსი”, – იმდროინდელი შეფასებით მან სუნამო აბსოლუტურად “მამაკაცურ”, ოთხკუთხედ ფლაკონში მოათავსა. მაგრამ ეს ეპოქა კოკოსი არ იყო. საზოგადოება აღაშფოთა მისი ყოფითი ცხოვრების დემონსტრირებამ, რამდენადაც გათხოვილი არასდროს ყოფილა. მართალია, შანელი თავს არიდებდა შემთხვევით ადამიანებს, მაგრამ არაერთი სასიყვარულო რომანი ჰქონდა. გარკვეული პერიოდი კაბარეში ცეკვავდა. მაშინდელმა საზოგადოებამ უმალ პარალელი გაავლო მის ჩაცმულობასა და ცხოვრების წესს შორის.

1904 წელს პუარე მხატვარმა-მოდელიორმა აქტუალური გახადა სპარსული აბრეშუმის შარვალი. ეს უღრუბლო ცაზე მეხის გავარდნას გავდა. მანამდე ქალი შარვალში უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.

მესამე ეტაპი – 1958 წელს ივ სენ ლორანის პირველი პერსონალური ჩვენება გაიმართა: “ქალი შარვალში მშვენიერია”. მეორე დღეს პრესა ახალგაზრდა დიზაინერის კოლექციას შოკისმომგვრელს უწოდებდა. მისი დევიზი იყო “რევოლუცია მოდაში”. საზოგადოება მის რევოლუციებს მაინც ეწინააღმდეგებოდა. ლორანის შარვლებში გამოწყობილ ქალებს რესტორნებში, სასამართლოსა და სხვა საჯარო თავშეყრის ადგილებში არ უშვებდნენ, მოსწავლე გოგონებსა და სტუდენტებს კი – სასწავლებლებში.

შინაგანი პროტესტი და პრიციპულობა შარვლის ტარების მსურველებში დღემდე შეიმჩნევა…

ამ სამოსის მოთხოვნილების სხვადასხვა მიზეზები სახელდება, თუმცა რეალური არც ერთია. ზამთარში სითბოს მომიზეზებით იცვამენ შარვალს. მაგრამ განსაკუთრებული ამტანობა და ქალური ჯანმრთელობის განსხვავება არ შეიმჩნევა. თანამედროვე ქალი ბევრად ფაქიზია. ამავე დროს, ზაფხულში აუხსნელია დიდ სიცხეში “მოტკეცილად” ყოფნა. პრაქტიკულობა-მოხერხებულობა, – ფრაზები, რომლებიც ხშირად ისმის.

ფხოველი ქალის სამოსი ფორმითა და ქსოვილის ხარისხით მეტად უხეში და მოუხერხებელი იყო, თუმც ცხენებს მამაკაცებზე არანაკლებ დააჭენებდნენ, მძიმე ყოფა-საქმიანობას უძღვებოდნენ, ციცაბო ფერდობებით წყალსა და ტვირთს ეზიდებოდნენ. საეჭვოა, დღევანდელ მოხერხებულ სამოსში გამოწყობილნი მათ შეედარონ. ანუ ეს მიზეზი არ გამოდგება. არ ვგულისხმობ, რომ დღევანდელი ქალი არქაულ სამოსში უნდა იყოს გამოწყობილი. უბრალოდ, ქალმა მისი ბუნების შესაფერისად უნდა მოიხდინოს. ქალის სახე არსობრივად უნდა შენარჩუნდეს. ქალის პირველი სამკაული ქალურობა, სათნოება, კდემამოსილებაა. მისი თაყვანისმცემელი მამრია. მამაკაცი ქალში დედობრივი სიფაქიზის მძებნელია. კაცურ ელემენტს, ხასიათს, თვისებებს ყოველთვის კაცში ეძებენ. ასეთ მეგობრად კაცის მაგივრად ქალს არავინ აარჩევს. ქალი ქალურობით ფასდება. სრულიად აუხსნელია ამ საკითხში მათი სიჯიუტე. ამგვარ ქმედებას სხვას ვერას დავარქმევთ.

ისტორიაში ფართოდ ცნობილი ქალის მიერ მამაკაცად შემოსვა მათი პირადი და საზოგადო ცხოვრების ტრაგედიის შედეგი იყო. ჟანა დარკი და მაია წყნეთელი – ორივეს ცხოვრების მძიმე პირობებმა უბიძგა ამ ნაბიჯისკენ. ეს არ იყო განპირობებული მოხდენილობისა და “პრაქტიკულობის” გამო. რეზო ჩხეიძის ფილმში “მაია წყნეთელი” მთავარი გმირი ერთ ეპიზოდში ჩუმად მისტირის თავის წარსულს, რითაც რეჟისორმა ხაზი გაუსვა მის ნამდვილ სახეს იმას, თუ რაოდენ ძნელი აღმოჩნდა საზოგადო სამსახურში ყოფნის დროსაც შინაგანი ბუნების დათმობა. დღევანდელი ქალის “მეს” ფსიქოლოგიისგან განსხვავებით კი მათ, პირიქით, საზოგადოსთვის საკუთარი დათმეს, უარყვეს.

თანამედროვე მოდის ტენდენციების შემოთავაზებები არ უნდა მივიღოთ?

შეუძლებელია ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ მოდის ისტორიას, ეპოქის ცვლილებებს და უარვყოთ პირდაპირი კავშირი ჩაცმულობასა და შინაგანი ცხოვრების წესს შორის. რამდენად შემთხვევითი უნდა იყოს ის, რომ შემოთავაზებულის ფუძებდებელნი ამორალური ყოფით ცხოვრობდნენ? მათი ცხოვრების ვრცლად წარმოჩენა ჩვენს ინტერესში არ შედის. თუკი ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, გადახედოს მათ ბიოგრაფიებს. ხელმისაწვდომია თავად მათი გამონათქვამები, რომელნიც უდავოდ გადმოსცემენ მათ მსოფმხედველობას. პირადი გადასაწყვეტია, ვეთანხმებით თუ არა, მაგრამ თვალსაჩინოებას ვერ უარვყოფთ. არმანის შემოთავაზებანი პიდაპირ ამგვარად აღიწერებოდა. სექსუალური “არმანის საქმიანი ქალი ყოველთვის სექსუალურია, წელში გამოყვანილი, ღია მკერდით.” პირდაპირ ვთქვათ, რა იგულისხმება ქალში? მეძავი?! ცხოველური ჟინის მასაზრდოებელი და დამმკმაყოფილებელი? ეს უნდა დავინახოთ? ესაა ქალის ფუნქცია? შეფასება მათ თანამედროვეთაგან მეტად ნეგატიური იყო და პირდაპირ თავის სახელს არქმევდნენ. თავისუფლების იდეა მაშინდელი საზოგადოებისთვისაც მოთხოვნადი იყო, თუმცა ღირსების შენარჩუნებით. იმ ეპოქის ცნობილი ამერიკელი მწერლის კენ კიზის დიდებულ რომანში “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” ხაზგასმითაა დახატული მეძავი ქალის სურათი. მთავარი პერსონაჟის მაკ მიორფის პირით მეძავთ უწოდებს გარკვეული “თავისუფალი” ცხოვრების წესით მოქმედთ. მოვიყვან ფრაგმენტს:
“(ეცვა) მუხლებს ზემოთ წაჭრილი ჯინსები… როგორც ჩანს, ნაჭერი არ ეყო საკმარისი, თუკი გავითვალისწინებით, რა უნდა დაეფარა. ალბათ, ის უფრო მეტ მამაკაცს უნახავს უფრო შილიფად ჩაცმულიც, არაბი მონა ქალები მაგრამ ახლა კი დაიმორცხვა, სცენაზე გამოსული მოსწავლე გოგონასავით… შარვალი ისე მაგრად აქვს შემოტმასნული, წლების გარჩევაც კი შეიძლება მის ჯიბეში ფულის მონეტებზეო.” კენ კიზის ვერ დავდებთ ბრალს თავისუფალი აზროვნების არ პატივცემაში, რამდენადაც მისი რომანი დღემდე თავისუფლების ბაირაღად ფრიალებს, მაგრამ ავტორი საკმაო ირონიით ასურათებს ტიპიური ქალის სახეს. იქვე გაგრძელებაში მოლი (მეძავის სახელი) შეფასებას სტვენით იმსახურებს, ძველი არაბი ქალის სამოსირაზეც რეაქცია (გულის სიღრმეში დარჩენილი ადამიანობიდან) ამგვარი იყო: “შერცხვა და გაწითლდა”. რაოდენ საინტერესოა, მთელი რიგი დიზაინები იდენტურია უძველესი სამოსებისა, რომლებიც ძველი აღმოსავლეთის მონა-მხევლებს ეცვათ. მათ პირადი ნება არ გააჩნდათ და ვნებიანი როკვით უნდა აღეძრათ, გაეძლიერებინათ პატრონის სურვილი და დაეკმაყოფილებინათ მისი სექსუალური მოთხოვნილებები.

გავრცელებული მოსაზრება, რომ მსგავსი სამოსი დამახასიათებელი იყო იმ ეპოქის მანდილოსნებისთვის, მცდარია. ეთნოგრაფია მკვეთრად განასხვავებს რიგითი ქალისა და მეძავის სამოსლებს როგორც სპარსულ, ისე არაბულ სამყაროში. ძირითადად სწორედ ეს ორი კულტურა დომინირებდა საუკუნეების განმავლობაში.

რა განსხვავებაა სამოსთა შორის ბიბლიურ რეალობაში?

ბიბლიურ რეალობაში ნათლად განსხვავდება მეძავისა და რიგითის სამოსი. აქ რელიგიური კანონი (ძველი-ახალი აღთქმისეული) არაფერ შუაშია. სამოსი ყოფით წესს განსაზღვრავდა. მოვიყვან ფრაგმენტს: “ემცნო თამარს, აჰა, თიმნაში მიდისო შენი მამამთილი ცხვრის გასაპარსავად. გაიძრო ქალმა ქვრივის სამოსელი, მოსასხამი მოისხა, თავი დაიბურა და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, თიმნას გზაზე. დაინახა ქალი იუდამ და მეძავი ეგონა, რადგან ქალს სახე დაფარული ჰქონდა. გზად ჩაუარა და უთხრა: მომიშვი შენთან. რადგან არ იცოდა, მისი რძალი რომ იყო. ქალმა უთხრა: რას მომცემ, ჩემთან რომ მოხვიდე?” (დაბადება. 36. 13-16) ამ თავის თხრობიდან ჩანს, რომ იუდა (იაკობ მამათვრის შვილი, რომლის ტომიდან იშვება მაცხოვარი) საკუთარ რძალს ვერ იცნობს სამოსის სპეციფიურობიდან გამომდინარე, ნათლად წარმოჩინდება სამოსთა დიფერენცირება.

ძველ აღთქმაშიც ქალთა და კაცთა შემოსვის შესახებ კანონი წმიდა წყლის ზნეობრივი კანონიდან მომდინარეობს და არავითარ კავშირში არაა ძველი და ახალი აღთქმისეულ აზროვნებათა გარდასახვასთან. ზნეობრივი სიჯანსაღე დაიცავდა ღმერთთან სიახლოვეს. ეს არ იყო ცალსახად ეროვნული თვითშეგნების გადარჩენა და ნაციონალური თვითმყოფადობის შენარჩუნება. ცნება: მეძავისა, მამათმავლისა თუ უმსგავსო აღრევათა, რომელთა ხსენება პავლე მოციქულს სირცხვილად უჩნს, ისევე შეუწყნარებელია ახალ აღთქმაში, როგორც ძველში. “ნუ ჩაიცვამს მამაკაცის ტანსაცმელს ქალი და ნუ შეიმოსება ქალის სამოსლით მამაკაცი, რადგან საძაგელია უფლისათვის, შენი ღმერთისათვის ყველა, ვინც ამას სჩადის”(მეორე რჯული. 22.5.).

“ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს. ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური”(რომ. 1.26-27).

შემოსვის კანონი აისახა დიდი სჯულის კანონშიც ღანგრის კრების მე-13 და ტრულის კრების 62-ე კანონით. ყველა ეპოქაში ნათლად გააზრებული იყო, ღვთისგან დამალვა რომ სამოსი მხოლოდ საფარველსა და სილამაზეს არ წარმოადგენდა, იგი მჭიდროდ უკავშირდებოდა სუბიექტის შინაგან სამყაროს. ამით მისი მიდრეკილება გამოიხატებოდა. რა თქმა უნდა, გარეგნული ყოველთვის არ ასახავს შინაგანს, მაგრამ ნურც იმას უარვყოფთ, რომ მათ შორის მჭიდრო კავშირია. ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ “ქალის” შარვლის პირველი მოციქული ბისექსუალი იყო. ზოგადად ის მიისწრაფოდა მამაკაცური მოთხოვნილებებისაკენ. საოცარია, რომ სექსუალური თავაშვებულობა ეპოქალურად ფეხდაფეხ მოსდევს “ქალის შარვლის” ვირუსს. მახსენდება შანელის მუქარა, რომ ყველას აიძულებდა შარვლის ჩაცმას. დღეს ძნელად მოიძებნება ქალი თავის სამოსში. ამავე დროს, კატასტროფულად მზარდია უკვე სექსუალური ძალადობა და დაუფარავი აგრესიაა მიმართული ქალიშვილობის ინსტიტუტისაკენ (აქ ცალსახად ბიოლოგიური უბიწობა არ იგულისხმება, საუბარია ერთგულების, სიყვარულის, ურთიერთნდობის ინსტიტუტზე). და ისმება კითხვა: განა “სექსი” აქამდე არ იყოო? ნუთუ ყველაფერი, მთელი მსოფლიო ერთმა უწყინარმა ხელოვანმა ქალმა დაიპყროო? თავს არ მოვიტყუებთ. ამორალურობა ყოველთვის სუფევდა, მაგრამ ამ მასშტაბებით – არასდროს. ამისთვის წარსულის სტატისტიკა საჭირო არაა. ფაქტია, რომ ხმამაღალ ამორალურობას მაშინდელი საზოგადოება ნეგატიურად დახვდა. მოსალოდნელი საფრთხე დროულად განსაზღვრეს.

შეუფერებელი ჩაცმულობის გამო შესაძლოა მრავალი ადამიანი ჩავაგდოთ ცოდვაში?

გარეგნულზე თვალის დახუჭვის შედეგად მივიღეთ პრინციპი “შეძახილმა ხე გაახმოო”. დღემდე სამოსელის მოდის განმსაზღვრელი ძირითადი კრიტერიუმი “სექსუალურობაა”, მათი ციტირება საჭიროებას არ წარმოადგენს. ისინი თავს ყოველდღიურად ზომაზე მეტად გვახსენებენ. გარეგნული მოქმედება ჯიუტად აისახა შინაგან ბუნებაზე. სამოსის შექმნისთანავე მან პრაქტიკული დანიშნულების გარდა შინაარსობრივი გამოხატულება შეიძინა. ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ ამით შორს ვართ ამგვარი აზროვნებისაგან. ნუთუ არც ერთხელ გვიგვრძვნია კენ კიზის პერსონაჟივით თავი უხერხულად, როდესაც ქუჩაში ვნებიანი მზერათა ჯგუფი გამოგდევნებიათ მოლის მსგავსი ჩაცმულობის გამო? რა იყო ამის მიზეზი? თქვენგან წამოსული, სხეულის თვალსაჩინოებით აქტიურად წარმოჩენილი, გაუაზრებლად შეთავაზებული ვნება?

“ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში” (მათე 5.28). “ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან” (მათ. 18.6). ეს ყველაფერი ცეცხლთან თამაშს ჰგავს და მეძავის სამოსში გამოწყობილი ღვთისმოსაობაა. არადა, მეორე რჯულში ნათლადაა გამოხატული ღმერთის დამოკიდებულება, რაც ასეთ ღვთისმოსავს წყალს უწურავს. არჩევანი მკითხველზეა. არ ძალუძს კაცს ორ ბატონს ემონოს. ეკლესიის მოწოდება გულშემატკივრობიდან მომდინარეობს. თხოვნა ახალმოსულისადმი თუ მლოცველისადმი მოკრძალებულია. იგი ამის გამო არ განიდევნება ტაძრიდან, რაც მეტად მიუღებელია. ყველა რაღაც ხინჯს ვატარებთ გულში, რომელიც გვმიჯნავს ღმრთისგან. ამიტომ ეს საბაბი არ არის. თუმცა მომლოცველს მართებს მოკრძალება ტაძარში. არავინ ისტუმრებს სტუმარს წვეულებაზე შეუფერებლად მოსილს, საცვლების, ან ღამის პერანგის ამარა. ეს ხომ ოჯახის შეურაცხყოფად ჩაითვლება?!

საბოლოოდ, ხაზგასმით აღვნიშნავ: კაბა არ არის რელიგიური, თუ საკულტო ფორმა ქალისთვის. ქალი ყოველთვის ქალია ღმრთის წინაშე. ღმერთი ყველგანმყოფია. ეს მისი ერთ-ერთი განსაზღვრებაა. ღვთისმოსავი ყველგან სათანადო შინაგან და გარეგნულ სახეს უნდა ატარებდეს. პიროვნებისთვის პირადი გადასაწყვეტია, თუ როგორი ცხოვრების წესით იცხოვრებს, ან ჩაიცვამს. მაგრამ თუკი სმენია, რომ იმგვარი სახით მისვლას არ მოუწონებენ, მან, პირველ რიგში, უფლის სახლს უნდა სცეს პატივი. ღმერთმა მშვიდობა და მოკრძალება მიანიჭოს მანდილოსნებს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

17 კომენტარი »

  • forebichi says:

    ძალიან დიდი ცეცხლი დაინთო
    ნამეტანი ალესილი ხმალია
    საინტერესოა გამოწვევას თუ გაუძლებენ?

  • მარი says:

    დიდი მადლობა მამა ლევანს. აქ განსხვავებულადაა წარმოდგენილი ქალის შარვლის წარმოშობის ისტორია და უფრო დამაფიქრებელია. ეს ყველამ უნდა წაიკითხოს.

  • გიორგი says:

    არც კოკო შანელი და არც არავინ სხვა არ უნდა გვახვევდეს თავს თავის ნააზრევს,თუმცა ვერც გამოხატვის საშუალებას დაუშლით. ვინაიდან ყველა ადამიანი თავის არჩევანში თავისუფალია, აქვს უფლება საკუთარი არჩევანის ნებით დაემონოს ამ თუ იმ ადამიანის საზოგადოებაში გამოხატულ აზრს. რაც ყველაზე საინტერესოა ხოლმე ასეთი ადამიანი უფრო მეტად მიიჩნევს თავს თავისუფალ და უკომპლექსო ადამიანად და ვერც კი აცნობიერებს როგორ ექცევა ზეგალენის ქვეშ, რომელიც სამწუხაროდ მისთვის, ხშირ შემთხვევაში ხოლმე საზიანოა.
    თეონას მიერ გადმოცემული სტატიის შინაარსიც სწორედ,რომ იმას ემსახურება, რომ დაგვანახოს ამ საქციელში ფარული ზეგავლენა არაჯანსაღი ქმედებისა, გამოწვეული ერთი ადამიანის მიერ, რომელიც იმონებს ღვთის ულამაზეს ქმილებას და უკარგავს ნამდვილ სილამაზეს.
    ქალი, კაცისთვის სიწმინდის,უბიწოების, სიყვარულის, სინაზის, სინატიფისა და სიცოცხლის გამჩენია, განსახიერებაა, მაშინ, როდესაც იგი ცდილობს მის აღქმას, როგორც თავის მეორე ნახევრისა, მეგზური ცხოვრებაში, რომლისთვისაც მზადაა მთელი სიცოცხლე მიუძღვნას.
    ხოლო როდესაც კაცს გართობა აქვს განზრახული, მისთვის ქალი ერთგვარი გასართობი საშუალება ხდება და იგი უკვე მასში არა ზნეობრივ, არამედ პირიქით ვნებებისა და ჟინის დასაოკებელ თვისებებსა და გარეგნულ ელემენტების ძიებას იწყებს, საკმარისია პატარა საბაბიც კი, და მასში ცხოველური ჟინი, დამპყრობლის, მტაცებლის მდგომარეობა ისადგურებს.
    რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ამ დროს კარგავს იგი თავის ზნეობრივ და მორალურ სატატუს და თავის წარმოსახვაში უკარგავს ქალსაც უბიწოებას, რომელიც შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვეს და ყოველ მის დანახვაზე შეახსენოს ხოლმე თავის ცოდვილი მდგომარეობა.
    აქედან გამომდინარე ქრისტიანებისთვის და არა მარტო მათთვის, ზოგადად ადამიანებისთვისაც,ძალზედ მნიშვნელოვანია, გაუფრთხილდეთ ერთმანეთის შინაგან (ფსიქოლოგიურ) მდგომარეობას და არ მივცეთ ჩაჩუმებულ ბინძურ ფიქრებს გამოაშკარავების ნება, რაც ცალსახად დამანგრეველია ჩვენი სულიერი მდგომარეობისათვის და პრაქტიკულად ხელს უშლის ჩვენ სულიერ წინსვლასა და სიმტკიცეს.
    კაცი იქნება ეს თუ ქალი, შარვალს ჩაიცმევს თუ კაბას, მთავარია ისე ჩაიცვას და ისე მოიხდინოს რომ არ იყოს სხვისი ბინძური, მზაკვრული ვნებების მაპროვოცირებელი და ხელის შემწყობი ობიექტი.
    ღმერთმა დაგლოცოთ ქალბატონებო და თქვენი მთავარი სილამაზის, შინაგანი კდემამოსილი ბუნების დამცველნი და გამომსჭვილველნი ყოფილიყავით მუდამ, რაც ღვთისთვისაც და კაცთათვისაც საამებელ-საძებარია.

  • forebichi says:

    ერთი უნდა აღინიშნოს მცირე ჯქუფი ამგვარ მიზანს მარტო ვერ მიაღწევდა. ორი ძირითადი მიზეზია ხელშეწყობისა. 1 ზოგადად საზოგადოებაში არსებული შინაგანი თანხმობა-ამორალურობის მოთხოვნა. 2. ზემოდან ღიად თუ ფარულად გაწეული რეკლამა ფსიქოლოგიური ზეწოლა სუბიქტურად არსებულ მანკიერების გამოსაზრდელად. ავტორი სამართლიანად და მოზომილად შენიშნავს არჩევანის არსებობას. გამოდის რომ შეგნებულად თუ გაუაზრებლად ქვეცნობიერ სურვილს გამოვხატავთ

  • forebichi says:

    ფაქტია შარვალი კაცისაა

  • ნია says:

    “საეჭვოა, დღევანდელ მოხერხებულ სამოსში გამოწყობილნი მათ შეედარონ. ” რატომ წერთ ასე? რა იცით რა გადააქვთ ქალებს დღეს? მარტო დედაქალაქის ფარგლებით ნუ წერთ სტატიებს! ისეთი მძიმე ყოფა მაქვს გადატანილი, 10 წლის ასაკიდან, ბევრი მამაკაცი ვერ გაუძლებდა. არაერთი ქალია დღესაც ასე.
    კიდევ – რატომ წერთ სტატიას თქვენც იმ ტონით, რომ ქალმა თავი უნდა მოაწონოს მამაკაცს და მისთვის უნდა იმოსებოდეს. ეს ტონია დღეს ყველგან, თუნდაც შამპუნის რეკლამებში.
    ადამიანი უნდა იმოსებოდეს მოხერხებულად და არა გამომწვევად. ჩემს სამოსში მშვენივრად აღიქვა ჩემმა მეუღლემ ქალი და აფასებს სიყვარულსა და პატივისცემას. არავისზე ნაკლებ ჰარმონიული ოჯახი არ გვაქვს დღეს, ღვთის წყალობით.
    ასევე, შარვლის შესახებ, იხ. მამა ლევან მათეშვილის ქადაგება. სადაც გარკვევით ასაბუღებს, რომ შარვალი არც მამაკაცის სამოსია და ქალი წირვაზე რა თქმა უნდა, შარვლით არ უნდა იდგეს, მაგრამ არც ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება, თუკი ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს (გამოწვევის და ვინმეს ცდუნების მიზნით არა, რა თქმა უნდა). რატომაა სულ განსხვავებული პოზიცია, ამასაც ვერ ვხვდები. მამა ლევანიც ღვთის მსახურია, ესეც რელიგიური საიტია.
    მაპატიეთ და ერთ პოზიციაზე შეჯერდით. მრევლის გაურკვევლობაში ყოფნაც ცოდვაა.
    და ბოლოს – შეიძლება, კოჭებამდე კაბა იყოს გამომწვევი და ჩვეულებრივი შარვალი არა. გააჩნია, როგორაა შეკერილი და როგორ ატარებ!
    ასე, რომ მთავარია, რწმენა და უფლის სიყვარული და არა გარეგნულად დაცული წესები. სანამ კომენტარებით დამსეტყვავდეთ, იხილეთ მამა ლევანის ქადაგება ბმულზე!
    http://www.youtube.com/watch?v=Iyu6FQ-OG7g

    • მარიამი says:

      აბსოლიტურად გეთანხმებით,არ მგონია ღმერთი ისეთი წვრილმანებით ინტერესდებოდეს ვიდრე ჩაცმულობაა,და კიდევ მაინტერესებს მეძავად ვინ ხდის ქალს?რატომ ესმევა ხაზი ყოველთვის მამაკაცს,მაშინ როცა ქალზე აქცენტი თუ კეთდება ძალზედ სუსტად,არავინ კოკო შანელი აქ არაფერ შუაშია, ჩარჩოები ვიღაცას ოდითგან აწყობდა ესაა ჩემი პირადი აზრი,თორემ ღმერთს მხოლოდ ჩვენი საქმენი აინტერესებს რისკებაა ის მიმართული და არა ჩაცმულობა,მამაკაცები მართავენ მსოფლიოს ოდითგან ,ეკლესიასაც და სახელმწიფოებსაც და ითხოვენ ქალთა მორჩილებას რომელსაც უამრავი ტრაგედია უკავშირდება,ამ შეზგუდვების გამო რამდენი ქალი დაისაჯა და ესაა ვითომ სათნოება და ღვთის მოთხოვნა? და ეს მაშინ როცა სიცოცხლეს მამაკაცებს ქალები აძლევენ!იქნებ გვეფიქრა ქალთა ყოფის შემსუბუქებაზე და ირგვლივ გამეფებულ ძალადობაზე მათ მიმართ რომელსაც სწორედ დოგმები ქმნის.

  • forebichi says:

    მამა ლევანს შეუძლია კომენტარი დაურთოს და თუ შეუძლია გაამართლოს თავისი პოზიცია. მის სტატიაში აბსოლიტურად ვერ ამართლებს ქალის ამგვარ კაზმულობას. აბსოლიტურად დაუსაბუთებელია იქ და მიზან მიმართულად გვერდს უვლის პრობლემას. გაურკვეველია მისი “ლიბერალიზმი” და საჭიროებს კონკრეტირებას. ჯოჯხეთის ცეცხლს რაც შეეხება ავტორს სტატიაში ნათლად აქ ახსნილი ყველაფერი და თუ რამე არ მოგწონთ საღვთო კანონში< წადით ღმერთს ედავეთ! იქნებ მამა ლევანი კაცობრიობის ეთნოგრაფიას კარგად გაეცნოს და მერე სცადოს თქვენი ნუგეში. საღმრთო კანონებში მღვდლები არ რიგდებიან, მას ღმერთი გვაწოდებს.

  • forebichi says:

    გარეგნული და შინაგანი ურთიერთ მჭიდრო კავშირშია!

  • მარიამ ფიროსმანაშვილი says:

    პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო მამა ლევანს (ფიროსმანაშვილს) ამ ცეცხლისთვის რაც დაანთო მანდილოსნების გულებში.. რაც შეეხება გამოვეხმაურები ქალბატონ ნიას. ეს ერთ-ერთი გამოვლინებაა შინაგანი მესი.. ღრმა პროტესტია “სახალხოდ შერცხვენის”(მე ასე მივიჩნიე ჩემი თავიდან გამომდინარე)ქალბატონმა საბუთად პრაქტიკულობა მოიშველია.ამაზე მამაომ საკმაოდ მკაფიო არგუმენტი დადო უკვე : “ფხოველი ქალის სამოსი ფორმითა და ქსოვილის ხარისხით მეტად უხეში და მოუხერხებელი იყო, თუმც ცხენებს მამაკაცებზე არანაკლებ დააჭენებდნენ, მძიმე ყოფა-საქმიანობას უძღვებოდნენ, ციცაბო ფერდობებით წყალსა და ტვირთს ეზიდებოდნენ. საეჭვოა, დღევანდელ მოხერხებულ სამოსში გამოწყობილნი მათ შეედარონ.” -ო წერს.. შთაბეჭდილება დამრჩა ქალბატონო ნია რომ კარგად, სწორედ და გულდასმით არ წაგიკითხავთ..რაც შეეხება ცხოვრებისეულ სიძნელეებს ამაზეც გაგცათ მამაომ წინასწარვე პასუხი რაც საერთოდ გამოგრჩათ მხედველობიდან, მე ვფქირობ.. ამიტომ კვლავ ციტირებას ვაკეთებ: “რეზო ჩხეიძის ფილმში “მაია წყნეთელი” მთავარი გმირი ერთ ეპიზოდში ჩუმად მისტირის თავის წარსულს, რითაც რეჟისორმა ხაზი გაუსვა მის ნამდვილ სახეს იმას, თუ რაოდენ ძნელი აღმოჩნდა საზოგადო სამსახურში ყოფნის დროსაც შინაგანი ბუნების დათმობა. დღევანდელი ქალის “მეს” ფსიქოლოგიისგან განსხვავებით კი მათ, პირიქით, საზოგადოსთვის საკუთარი დათმეს, უარყვეს.” ქალბატონო ნია სამწუხაროდ საკმარისი დრო არ მქონდა მეორე მამა ლევანის ქადაგებისთვის ბოლომდე მომესმინა, მაგრამ მგონი სწორად შევარჩიე და მეორე ნაწილს ვუყურე. მამა ლევანი საკმაოდ ბუნდოვნად საუბრობს.თითქოს მერყეობსო. მაგრამ ერთს კი მივხვდი. თქვენ ის ქადაგება ისე გაგიგიათ როგორც გინდოდათ.ისე გაიგეთ რომ თქვენი საქციელი გაგემართლებინათ.არადა ორივე მამაო ერთსა და იმასვეს წერს, რომ ქალი არ უნდა გამოიყურებოდეს გამომწვევად.შარვალს რაც შეეხება რჯულის კანონში მგონი გარკვევით წერია რომ კაცი და ქალი ჩაცმულობით უნდა განსხვავდებოდეს.და ერთმანეთის სამოსით არ უნდა იმოსებოდნენ. თუ აგრესიას იწვევს კაბაში გამოწყობილი მამრი, მააშ მდედრი რატომ უნდა დადიოდეს შარვლით?ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქ: მასამ მიიღო და აღიარა შარვლიანი ქალები ვიღაცის მიბაძვით და გავლენით! ქალბატონო ნია ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ძალიან გთხოვთ ცუდათ, აგრესიულად ნუ მიიღებთ. ნამდვილად ვფირობ, რომ დაკარგულია ის კლდემა,სინაზე თუ ქქალურობა, რაც ქალს გააჩნდა. (მასსას ვგულისხობ რათქმაუნდა, თორემ ერთეულები ყველგან არიან.)მეთვითონ შარვლის აქტიური მომხმარებელი გახლავართ და ვაღიარებ არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე მამაოსთან, მაგრამ ახლა განსაკუთრებით შემრცხვა.ერთი არგუმენტიც არ მაქ რომ შევედაო და ამიტომ უფრო შემრცხვა. მოკლედ კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მამა ლევანს (ფიროსმანაშვილს) რომ შეეხო და განიხილა თემა, რომელიც წესით ყოველ ჩვენგანს უნდა აწუხებდეს.

  • forebichi says:

    რაღაც ცეცხლი მშვიდად ანთია, ეტყობა იპონი სრული მოგებაა, ბეჭებზე დააწვინა “შარვლოსნები”. :)

  • ლიკა ბერიძე says:

    მდაა

  • tea says:

    didi madloba teona… vamayob shenit chemo lamazo… zalian kargi da saintereso statiaa chveni droistvis…imedia dafiqrdeba sazogadoeba…

  • mary says:

    პირადად მე მამაომ მომცა უფლება ეკლესიაში შარვლით ვიარო და ამიხსნა რატომ არაა პრობლემა ეს პრობლმეა.ის ღვთისმეტველების დოქტორია და შესაბამისად მის კომპეტენციაში ეჭვის შეტანა არც მიფიქრია.თუმცა ვცდილობ კაბით ვიარო.

    • forebichi says:

      სამწუხაროა და მით უფრო უარესი! გამოდის რომ სიმართლეს გვერდი მიზანმიმართულად აუარა. ან ცოდნის დეფიციტთან გვაქვს საქმე.

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"სიყვარული გამოულეველი საუნჯეა, ვინც ამ საუნჯეს ფლობს, მდიდარია, ვინც არა - ღარიბი.," - წმ. იოანე ოქროპირი.