მთავარი » ქრისტიანობა

“ქალი არ უნდა იყოს ვნების აღმძვრელი”

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 26.06.200919 კომენტარი | 4,108 ნახვა

რა არის ტანსაცმლის მთავარი დანიშნულება და როგორ უნდა გამოიყურებოდეს გარეგნულად ადამიანი

ქალითანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი მის ტანისამოსზე აისახა. ცივილიზაციამ ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებას საფრთხე შეუქმნა. როგორ უნდა გამოიყურებოდეს გარეგნულად ადამიანი, რომ სულისადმი ზრუნვას არ დაშორდეს? ამის შესახებ გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა სვიმეონი გვესაუბრება.

მამა სვიმეონი: “ფიზიკურ, მატერიალურ, გარეგნულ თუ ჰიგიენურ მხარეზე ზომიერად ზრუნვა ნორმალური და მისაღებია. ზედმეტი მზრუნველობა ყველაფრისადმი კი გვაშორებს სულისადმი ზრუნვას, რაც მარადიული და ურღვევია. ყველაფერს სულიერება უნდა უძღოდეს წინ. იმ ღირებულებებით უნდა ვცხოვრობდეთ რასაც უფალი გვასწავლის და რაც მაცხონებელია. როცა გარეგნული მხარისთვის ვშრომობთ ცუდი არ არის, მაგრამ მთავარი შინაგანი სამყაროა.

დავდივართ ჩაცმული იმისთვის, რომ ვიღაცას მოვეწონოთ, ეს კი იწვევს ვნებებს და ცოდვებს ადამიანში. სცოდავს ისიც, ვინც ამას თვალით ხედავს. მაგრამ ცოდვის გამომწვევი ჩვენ ვართ ჩვენივე ჩაცმულობით. ტრადიცია არის ის წეს-ჩვეულება რაც ქართველმა ერმა აიღო სახარებიდან, მართლმადიდებლური სწავლებიდან და წესად აქცია. წესმა დიდი პერიოდი გამოიარა და ქართველი ერის ტრადიციად იქცა. ეკლესია ცდილობს, დაიცვას ეს ტრადიციები.

ჩაცმულობაში ერთმანეთისადმი კდემამოსილება გამოიხატება. ადამიანი მარტო ეკლესიაში არ უნდა მოვიდეს ტრადიციულად ჩაცმული და თავსაბურავით შემოსილი, იგივე მოთხოვნაა გარეთ ჩაცმულობაზეც. პირველ რიგში, ქალი არ უნდა იყოს ვნების აღმძვრელი. შეიძლება შარვალი ძალიან მოხერხებულია გოგოსთვის, მაგრამ არასწორი შემოსვაა, კაცმა რომ ქალის სამოსი ჩაიცვას, ეს ხომ მიუღებელი იქნება? ტაძარში მოკლე “შორტებით” მამაკაცის შემოსვლა არ არის მიღებული. პირველ რიგში, სამოსით დაფარული უნდა იყოს სიშიშვლე, პირველყოფილი ცოდვა. უფალი ამბობს, თვალი არის სინათლე სხეულის, და ის დაცული უნდა იყოს ცოდვისგან, სიშიშვლისგან, ამიტომაც, შესამოსელს თავისი დანიშნულება აქვს”.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

19 კომენტარი »

  • გიორგი says:

    ძალიან მომეწონა ეს სტატია, აბსოლუტურად ვეთანხმები იმისდამიუხედავად რომ მეც ახალგაზრდა ფენის წარმომადგენელი ვარ (25წ.) ქალი უნდა იყოს თავშეკავებული არამარტო ღვთის სახლში, არამედ მის გარეთაც. უღრმესი მადლობა ასეთ აქტუალურ თემაზე რომ გაამახვილეთ ყურადღება. იმედი მაქვს ბევრი ახალგაზრდა დიაცი გასითვალისწინებს აღნიშნულს.

  • Luka says:

    gogoebi ukve ise dadian quchashi ro dznelia tu ar xar sulierad dzlierei mrushobisagan ( ratqma unda fiqrebshi) tavi sheikavo. es ratqma unda codvaa yvela bichisatvis vinc imrushebs, xolo gogoebistvis ki upro mdzimea radgan arasworad icmeven da amit sakutar tavs codvashi igdeben da amas damatebuli sxvasac itreven codvashi

  • ioseb says:

    martalia lukac da giorgic, ar aris sasiamovno rom dainaxo kali da mis zuzuze gaakano tvali, imitom rom gadmoyrili daakvs da ar unda rom damalos, zalian cudia da ufro cudi isaa rom es dges vitomc araferi rame ro utxra kals visac ase acvia verc ki carmoidgens rom rames ashavebs, aramarto kalebi aramed kacebis chacmulobac unda iyos kacuri da ara kaluri, an ragac ufro uaresi, pidarastuli, anu chachi sharvlebit da moplasuli maikebit,…kargi ikneba tu cava ideologia iket rom agdges kartuli erovnuli samosis moxmareba, igive choxa axaluxi da kalebis tradiciuli kaba, me mivesalmebi amas, da vpikrob rom tu gaketdeba amis agitacia sajarod bevri msurvelic gamouchndeba, mat ki vinc amas chamorchenilobas ucodebs da sigoimes, da ityvis romel saukunehsi varto- pasuxi ikneboda rom shexedon iaponelebs an arabebs, an tundac igive shotlandielebs da sxva mravalt, ra etyobat exla mat chamorchenilobis, iaponelebi tu chamorchnen mashin martla raga vtkva…kargi ikneba es tema tu cota fartod ikneba agitaciis kvesh
    madloba…

  • თათია გახარია says:

    martlac rom kargi statiaa,me gogo var da quchashi iseti chacmuli qalbatonebi dadian tvalebs ver vashoreb xolme gakvirvebisgan da am dros maxsendeba mama gabrielis sityvebi ert aset chacmul gogos rom utxra “ras dagimsgavsebia gvtismshoblis xatebao” da metireba xolme,dzalian minda rogorc adre dadiodnen chveni cinaprebi shemosilni da kdemamosilni, egre viarot,gmertma gagvinatos goneba da dagvanaxos gamomcvevad chacmis codvis simdzime,amin

  • სერგი says:

    ეს თემა ნამდვილად აქტუალურია და მიგვანიშნებს თუ რამდენად დაშორებულია კაცობრიობა უფალს. თუ დააკვირდებით რამხელა მოთხოვნილებაა სილამაზეზე, დღესდღეობით სილამაზემ თავისი აქტუალობით დაჩრდილა ყველანაირი ფასეულობა,ეს ყველაფერი მცირედმორწმუნეობიდან გამომდინარეობს. უფალო შეგვიწყალენ.
    დიდი მადლობა სტატიის ავტორს

  • სილამაზე ცოდვა არ არიიიიიიიიიიიიიიიიიის არაააააააააა. ქალი უნდა იპრანჭებოდეს და თმებსაც იღებავდეს საყურეც უნდა ეკეთოს ამას არ კრზალავს სახარება. ტატრაყუნა არ უნდა დადიოდეს თორე…………… ადრე კაცებსაც კაბები ეცვათ,მაშინ ეხლაც ჩავიცვათ და ეგ არის. რა ადრე ქალს რომ კაბა ეცვა ვნებიანი არ იყო? ვისაც არ უნდა რომ ლამაზად გამოიყურებოდეს ფეხებსც ნუ გაიპარსავს რომ ვინმეს მის მიმართ ვნება არ აღეძრას ან პირს ნუ დაიბანს

  • ნანი says:

    silamaze aucilbelicaa da es codvaar ais, piriqiT, ufaliayvelaze didi silamaze da adamianebic ufals unda mivemsgavsoT. saertod vulgaruloba arcert epoqashi ar ariqmeboda silamazed..

  • მმმმ says:

    ერთი მამაო ერთს იძახის,მეორე – მეორეს…….
    რომელს უნდა დაუჯერო მაინტერესებს……

  • მაიკო says:

    მამა ლევანი (მათეშვილი) სხვანაირად განმარტავს შარვალს… იხილეთ ქადაგება იუთუბზე. მამა ლევანის ქადაგებაში გადასარევადაა განმარტებული, რომ არც შარვალია კაცის სამოსი… :)

    • ფიქრია says:

      გული არასდროს სცდებაო,ხომ გაგიგონიათ და მერე თქვენი გული რას გეუბნებათ, მამა ლევან მათეიშვილის ქადაგებაზე?

      • ელენე says:

        მგონი მართალია მამა ლევანი , ეხლა დრო შეიცვალა და ჩვენი ცხოვრების წესეი და პირობებიც სხვაა,მთავარია გამომწვევად არ გვეცვას თორემ აბა ადრე კოჭზემოთ კაბის ტარება უკივე ცოდვა იყო და ვინღა დადის ეხლა ეგეთი კაბებით და ჩიხტი კოპით? ადრე ქალი ძირითადად სახლის საქმეებით იყო დაკავებული და ჩაცმულობაც შესაბამისი იყო , მოხერხებული, აბა ეხლა წარმოიდგინეთ კოჭებამდე სამკეც სარჩულიანი კაბით ჩიხტი კოპიანი ქალი ყოველ დილით გადაჭედილ მეტროში. ეს ტრდაიციული სამოსიც ხო ყბადაღებულია ვინ დადიოდა ერთი ყოველღიურად ეგრე ჩაცმული?! სახნავ სათესად სულ ჩოხა-ახალუხით არ დადიოდნენ ქართველები, ჩოხა ახალუხი და ჩიტხი-კოპ მორთულ მოკაზმულობა მარტო დღესასწაულებზე იყო და ეხლაც რომ ეგრე ვიაროთ ქართველებმა არ იქნება ცუდი , მაგრამ დღევანდელ პირობებში წარმოუდგენელია ყოველდღიურად ეგეთი ჩაცმა.

  • სოფია says:

    პირადად ჩემი აზრი ასეთია ვერავის აიძულებ რაღაც ჩაიცვას ან არ ჩაიცვას და არც გვაქვს ამის უფლება მოვთხოვოთ ადამიანს ატაროს ის რაც არ უნდა, უბრალოდ თვითონ პიროვნებას უნდა ქონდეს იმდენი შეგნება და განათლება, რომ მიხვდეს სად როგორ უნდა მოიქცეს და სად რა ჩაიცვას. უნდა გრძნობდეს სად გადის ზღვარი მოხდენილობასა და ვულგარულობას შორის. თუმცა თუ ვულგარულად ჩაცმა უნდა და მოსწონს ესეც მისი უფლებაა

    • მარინე აბრალავა says:

      არავინ გვაძალებს ჩიხტიკოპით და ქამარ-ხანჯლით ვიაროთ,მაგრამ სად რა და როგორ უნდა გვეცვას ამის ცოდნა კი მოგვეთხოვება,ასაკსაც ხომ უნდა გაუწიოთ ანგარიში- იყო 50 წლის და გეცვას 20 წლის ქალიშვილივით, მსუბუქად რომ ვთქვა- სასაცილოა.ყველაზე უფრო იმაზე მწყდება გული,რომ ბოლო დროს კატასტროფულად იზრდება ზრუნვა გარეგნულ იერსახეზე და არა ადამიანის სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებაზე და ეს იმის ფონზე,რომ სტატისტიკურად ეკლესიაში მოსიარულე ხალხის რაოდენობა ძალიან გაიზარდა(ასევე უნდა იზრდებოდეს ჭეშმარიტი მორწმუნეების რიცხვი)ღმერთმა გაგვინათოს გონება…

  • მარიამ–ხათუნა says:

    როგორ აცვია დღევანდელ კაცს თუ ქალს? ეს დიზაინერები, დოლჩე გაბანა თუ ძმანი მისნი ქალს ზუსტად ისე აცმევენ რომ კაცს არ მოეწონოს…რატომ და იმიტომ რომ მათ უნდა კაცებს კაცები მოწონდეთ….აბა ეს საშინელი შორტები, გოგოები რომ ეკლესიაში შემოსვლასაც არ ერიდებიან ან ეს “რეიტუზები” რომ აცვიათ და არც იციან რა საშინლად გამოიყურებიან…
    ქალმა უნდა იცოდეს ქალური და არაგამომწვევი ჩაცმა…რა ვულგარულად რომ გამოიყურებით მასეც არ შემოგხედავენ რომ? მერე ბევრს გიბედავენ და მერე გწყინთ! მთავარი რა თქმა უნდა სულიერებაა მაგრამ მაგ სულიერებიდანაც იმოსება ადამიანი. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს… მაგრამ იცოდეთ რომ კაბით კაცის მოწონებას დაიმსახურებთ ყოველთვის!
    რაც შეეება წმინდა წერილს ლევიტელში წერია რომ ღმერთს არ მოსწონს როცა ქალს კაცის ტანისამოსი აცვია და კაცს – ქალის!

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარი, - აი ჭეშმარიტი ბედნიერება, აი, ერთადერთი გზა, ზეცად მიმავალი," - ილია II.