მთავარი » ქრისტიანობა

სადღესასწაულო ქადაგება – ნინოობა – 27.01.2019

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.01.2019 | 133 ნახვა

სიონის საკათედრო ტაძარში მრევლს ნინოობა მიულოცა და წმინდანის შესახებ ისაუბრა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ჩვენს ეროვნულ დღესასწაულს – ნინოობას. წმინდა ნინოს ლოცვა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. მინდა გავიხსენო აფხაზეთში ჩემი ყოფნის დრო. იქ მოღვაწეობდნენ უდაბნოში სასულიერო პირები. ხშირად ჩამოდიოდნენ ქალაქში და მიყვებოდნენ თუ როგორ მოღვაწეობდნენ უდაბნოში. ერთ მონაზონს ჰქონდა ასეთი ჩვენება, წმ ნინო გამოეცხადა და უთხრა მას, რომ დღესაც დავდივარ და ვქადაგებ სახარებას საქართველოშიო. ეს დღესაც გრძელდება. ღვთის მადლით წმინდა ნინო არ ტოვებს საქართველოს.

წმინდა ნინოს ლოცვა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

მინდა გავიხსენო ჩემი ოჯახი. ჩვენ სახლში გვქონდა ხატების დიდი კუთხე, იქ აუცილებლად იყო სამი ხატი – საქართველოს დიდება, მამა ღმერთი და წმინდა ნინოს ხატი. მე მქონდა ასეთი ჩვენება. მყავდა უფროსი ძმა თეიმურაზი. ახალგაზრდა გარდაიცვალა, 28 წლის. ის გამომეცხადა. მე ვკითხე, ლოცულობდა თუ არა ჩემთვის. რა თქმა უნდა ვლოცულობო, ეს ხალხი ყველა ლოცულობსო და მიჩვენა საქართველოს დიდების ხატი. დიდება და მადლობა უფალს წყალობისთვის.

წმინდა ნინო არის მფარველი კაბადოკიელი. ჩვენ ყველას გვიკვირს ასეთი ნორჩი ახალგაზრა ქალიშვილი როგორ წამოვიდა საქართველოში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ხდება ღვთის ლოცვა-კურთხევით. ჩემი ძმა თეიმურაზი როცა გახდა ავად, მე ვიყავი მერვე კლასში. მითხრა, ირაკლი მოდი აქო, მივედი და მითხრა, შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთან, წმინდა ნინოაო. შეგვეწიოს წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა”, – განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ სასულიერო პირები, დეკანოზი არჩილ ავანიშვილი, გიორგი უგრეხელიძე, გიორგი სანამაშვილი, ანტონი კიკნაველიძე დააჯილდოვა.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.