მთავარი » ქრისტიანობა

“პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს” – მამაო ჩვენო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.05.2022 | 115 ნახვა

მეოთხე თხოვნა

ტექსტის აზრობრივი განმარტება შემდეგია: ამ სიტყვებით ჩვენ ვევედრებით ღმერთს, რომ დღეს (ანუ ყოველდღიურად) მოგვცეს არსებობისათვის აუცილებელი პური. თავის მცნებაში უფალი მიუთითებდა იმაზე, რომ ჩვენ მას ფუფუნებასა და სიმდიდრეს კი არ უნდა ვთხოვდეთ, არამედ მხოლოდ ყველაზე აუცილებელს და გვახსოვდეს ისიც, რომ იგი, ვითარცა ჩვენი მამა, ყოველთვის ზრუნავს ჩვენზე. ამიტომ მეოთხე თხოვნაში საუფლო ლოცვისა „არსობის პურის“ ქვეშ, ჩვენ ვგულისხმობთ ყველაფერს აუცილებელს ჩვენი ქვეყნიური ცხოვრებისათვის. გარდა საზრდოსი სხეულისათვის, ადამიანს სულისთვისაც ესაჭიროება საზრდო, და ეს ჩვენი სულიერი საზრდო არის ლოცვა, სულიერად სასარგებლო წიგნების კითხვა, ბიბლიის შესწავლა და კეთილ საქმეთა აღსრულება. ამ თხოვნაში იგულისხმება ვედრებაც წმინდა ზიარების მომადლების შესახებ, ურომლისოდაც შეუძლებელია ცხონება და საუკუნო ცხოვრების დამკვიდრება.

არსობის პურის ქვეშ იგულისხმება ყოველივე სასარგებლო და საჭირო ჩვენი არსებობისათვის. რამდენადაც ადამიანი სულისა და სხეულისაგან შედგება, ამდენად, ამ თხოვნაში ჩვენ ვევედრებით ღმერთს დაგვიკმაყოფილოს როგორც სულიერი, ასევე სხეულებრივი მოთხოვნილებები, ანუ ჩვენ ვთხოვთ უფალს არა მხოლოდ იმას, რომ მან უზრუნველგვყოს აუცილებელი საცხოვრებელით, საზრდოთი და შესამოსელით, არამედ ზნეობრივ და სულიერ განვითარებაშიც დაგვეხმაროს, აღგვიმაღლოს და გაგვიკეთილშობილოს სული, ჩვენი საქმეებისა (საქციელებისა) და ცხოვრების წესის მეშვეობით. სწორედ ეს დაგვაახლოვებს ღმერთთან.

წმინდა იოანე ოქროპირი, განმარტავს რა ჩვენს მიერ განხილვად სიტყვებს, ასე წერს: „მან არსობის პურის თხოვა ნაყროვანებისათვის კი არ გვიბრძანა, არამედ – საზრდოობისათვის, რომელიც დახარჯულს შეავსებს და უკუაგდებს შიმშილით სიკვდილს; გვიბრძანებს არა უხვ სუფრათა, ნუგბარ კერძთა, მზარეულების ნაწარმოებთა, დახელოვნებული ხაბაზების ნახელავთა, გემრიელ ღვინოთა და სხვა მისთანათა თხოვას, რაც ატკბობს ენას და ამძიმებს სტომაქს, არამედ – არსობის პურისას, ანუ იმისას, რაც სხეულის არსებად იქცევა და რასაც შეეძლება აცოცხლოს იგი. ამასთან, მისი თხოვაც მრავალი წლისთვის კი არ გვებრძანება, არამედ მხოლოდ იმდენისა, რაც დღევანდელ დღეს გვესაჭიროება… მართლაც, თუკი შენ არ იცი, იხილავ თუ არა ხვალინდელ დღეს, მაშინ რიღასთვის უნდა შეიჭირვო თავი მასზე ზრუნვით?… და ის, ვინც მოგმადლა

სხეული, შთაგბერა სული, განგაცხოველა და ყველა სიკეთეც განგიმზადა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ შეგქმნიდა, განა დაგივიწყებს შენ, თავის ქმნილებას?!“

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი