მთავარი » ქრისტიანობა

პროსკომიდია – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.08.2018 | 1,792 ნახვა

პროსკომიდია სიტყვა პროსკომიდია საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე არის განმარტებული:

კვეთა, ლიტურგიის პირველი ნაწილი, რომელშიც მღვდელთმსახურნი სამკვეთლოზე კვეთენ სეფისკვერს, ბარძიმში ასხამენ ღვინოს და წყალს.

კვეთის დროს გამოიყენება ხუთი დიდი სეფისკვერი, ამათგან ერთ-ერთიდან, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, ამოიღება ტარიგი, ხოლო დანარჩენებიდან ნაწილები – ღვთისმშობლის, ზეციურ ძალთა, წმინდანთა, ცოცხლების და მიცვალებულების სახელზე. კვეთისას იკვეთება მორწმუნეების მიერ შეძენილი პატარა სეფისკვერი.

პროსკომიდია ანუ კვეთა, რაც სამკვეთლოში სრულდება, აღნიშნავს: „თხემის ადგილს“, გოლგოთას, სადაც ჯვარს ეცვა ქრისტე. როგორც ამბობენ, აქვეა დაფლული ჩვენი პირველმამის, ადამის „თხემი“ ანუ მისი თავის ქალა. პროსკომიდია იმასაც ცხადყოფს, რომ ქრისტეს საფლავი იყო ჯვარცმის ადგილთან.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი