მთავარი » კულტურა

პროფკავშირების კულტურის სახლში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.06.2011 5 კომენტარი | 3,102 ნახვა

პატარა მოცეკვავეები ეკლესიის მშენებლობისთვის

ბარაკონის კონცერტი20-მდე საცეკვაო ნომერი დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა და მოზარდებმა 2 საათიან კონცერტში მოაქციეს. სტუდია “ბარაკონმა“ პირველი სადებიუტო სოლო კონცერტი პროფკავშირების კულტურის ცენტრში გამართა.

უჩხრესტი, ზეიმი მთაში, ქალთა მთიულური, ჯეირანი, სამაია – ეს იმ ცეკვების არასრული ჩამონათვალია, რომელიც პატარა მოცეკვავეებმა შეასრულეს. ნომრებს შორის კი ფოლკროლური ანსამბლი “ჩელა” მუსიკალურ ნომრებს ასრულებდა.

“ბარაკონის” ხელმძღვანელები და ქორეოგრაფები ზურაბ ფარჯანაძე და გვანცა მელითაური არიან. სტუდია 4 წელია არსებობს და უკვე წელიწად-ნახევარია გლდანის 191-ე საჯარო სკოლას შეუერთდა.

კონცერტი საქველმოქმედო იყო და გლდანის “წმიდათა მთავარანგელოზთა” სახელობის მშენებარე ეკლესიის დასახმარებლად გაიმართა. კონცერტის ორგანიზატორი საქართველოს პროფკავშირების შემოქმედთა კავშრის თავმჯდომარე სვეტლანა ჩოჩუა იყო.
ორგანიზატორბმა და ქორეოგრაფებმა აღნიშნეს, რომ ღონისძიების მომზადებაში ძალიან დიდი შრომა ჩაიდო.

სვეტლანა ჩოჩუა: “ეს იყო პირველი გამოსვლა და ალბათ ამის შემდეგ სტუდიას, ანსამბლის წოდება მიენიჭება. მათ ბევრი აქვთ გასაკეთებელი ქართულ ქორეოგრაფიაში, ქართული ცეკვის განვითარებაში და იმედი მაქვს, რომ ეს ანსამბლი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება”.

ზურაბ ფარჯანაძე“ბარაკონის” ქორეოგრაფებს სვეტლანა ჩოჩუამ პროფკავშირების სახელით მადლობის სიგელი გადასცა ბავშვთა და მოზარდთა ესთეტიკური აღზრდისთვის, ქართული ხალხური ცეკვის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის.
ზურაბ ფარჯანაძემ მადლობის ნიშნად მშენებარე ტაძრის წინამძღვარს მამა დავით დათუაშვილს, 191-ე სკოლას და პროფკავშირების კულტურულ ცენტრს ანსამბლის მიერ დაწერილი ხატები გადასცა.

ზურაბ ფარჯანაძე: “ჩვენ ეს კონცერტი არ გაგვიკეთებია მარტო იმისთვის, რომ დებიუტი შემდგარიყო. დიდი მადლია, რომ ტაძრის მშენებლობას დავეხმაროთ. რა თქმა უნდა იყო შეცდომები, მაგრამ ეს დროთა განმავლობაში გამოსწორდება. ბავშვები პირველად გამოვიდნენ ამხელა სცენაზე, ამხელა პროგრამით. ჩემი მთავარი ამოცანაა მოცეკვავეები ჩემი თავისთვის კი არ გავზარდო, არამედ გავუზარდო სახელმწიფო ანსამბლს. საჭიროა ბავშვი მიეჩვიოს სცენაზე ამ სირთულეებს, რომ შემდგომში აღარ გაუჭირდეს. თუ ჩემგან ერთი ბავშვი მაინც გაიზრდება, ისე რომ იყოს მთავარ ანსამბლში წამყვანი, მაშინ ვიქნები მე ბედნიერი”.

კონცერტმა დაამტკიცა, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი უნდა იყოს ჩართული კულტურულ ცხოვრებაში. ეზიაროს იმ ტრადიციულ ღირებულებებს, რასაც ქართული ცეკვა უვითარებს ახალგაზრდებს, იმ სულს რაც მნიშვნელოვანია მათი ჩამოყალიბებისა და აღზრდისთვის და თუ ეს პარალელურად ისეთ საქმეებს წაადგება, როგორიც ეკლესიის მშენებლობა განსაკუთრებით მადლიანი იქნება მათი ღვაწლი.

ანა შეშაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი