მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

პროფესიული სწავლება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.02.2011 4 კომენტარი | 4,676 ნახვა

განათლებადღეს საქართველოში სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებთან ერთად გვხვდება პროფესიული სასწავლებლები. ამ ტიპის სასწავლებელი სტუდენტს აძლევს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და ამზადებს მას პრაქტიკული ხასიათის პროფესიული საქმიანობისთვის, რაც წარმატებული კარიერის შექმნის წინაპირობაა.პროფესიული პროგრამების უპირატესობა, სწავლების დონე და შემდგომი პერსპექტივა, – ამ საკითხებთან დაკავშირებით “ამბიონი” ესაუბრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს ბატონ ლევან ცაგარელს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული სასწავლებლის მიზანი და სწავლების დონე:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე უკვე სამ წელიწადზე მეტია წარმატებით ხორციელდება უმაღლესი პროფესიული პროგრამები სახვითი და გამოყენებითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების მიმართულებით. პროგრამების მიმზიდველობაზე მეტყველებს ამ დროის განმავლობაში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა (დაახლოებით 520) და პირველ კურსდამთავრებულთა (2010 წლის გამოშვება) ნოვატორული სადიპლომო ნამუშევრები. 2011 წელს განხორციელდა პროფესიული პროგრამების მოდიფიკაცია ხუთსაფეხურიანი სისტემის შესაბამისად. ოცზე მეტი ახალი პროფესიული პროგრამის ხანგრძლივობა არ აღემატება ორ წელს, რაც მსმენელს საშუალებას აძლევს, ძალიან მოკლე დროში დაეუფლოს სასურველ პროფესიას. ამასთან, თითოეულ პროგრამაში პრაქტიკულ კომპონენტს ეთმობა დაახლოებით 70%, რითაც უზრუნველყოფილია სტუდენტის მიერ საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა. მსმენელთა დაოსტატების საწინდარია, აგრეთვე, დარგობრივი სპეციფიკის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მათ შორის –ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი, სატელევიზიო სასწავლო ცენტრის ტელე-სტუდია და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის აუდიტორია-სახელოსნოები.

ახალი პროფესიული პროგრამების უმეტესობა მეოთხე და მეხუთე საფეხურისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროგრამებზე სწავლის მსურველებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ უნარების ტესტი. მომავალში ფაკულტეტთან არსებული ტელე-კინო-სამსახიობო ხელოვნების ინკლუზიური სწავლების საყმაწვილო ცენტრში ართ ჰოლი იგეგმება, ასევე, პირველი, მეორე და მესამე საფეხურის პროგრამების მომზადებაც აუდიოვიზუალური სასცენო, კინო-ტელე-სამსახიობო, დრამატურგიის, სარეჟისორო და სცენოგრაფიული ხელოვნების მიმართულებით.

აქვს თუ არა ამ სასწავლებელს აკრედიტაცია?

იმ პროგრამების უმეტესობამ, რომლებზე მიღებაც 2011 წელს ცხადდება, უკვე გაიარა, ან ამჟამად გადის აკრედიტაციის პროცედურას.

დიპლომი – მისი ხარისხი, რამდენად გამოყენებადია დასაქმებისათვის?

პროფესიული პროგრამების დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი, რომელიც კურსდამთავრებულებს აძლევს უფლებას, იმუშაონ ოპერატორებად, რეჟისორებად, დეკორატორებად, პროდიუსერებად, მემონტაჟეებად, რეპორტიორებად, ფოტოგრაფებად, კორესპონდენტებად, ქვისა და სხვა მასალების დეკორატიული დამუშავების სპეციალისტებად, ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტებად, სასცენო ხელოვნების ოსტატებად, სცენის მულტიმედია-დიზაინერებად და ა.შ. როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში.

მოკლე ინფორმაცია სპეციალობების შესახებ:

2011 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია მიღება შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე:
სატელევიზიო სასწავლო ცენტრში: ფოტოგრაფია, ჟურნალისტიკა: კორესპონდენტი, ტელე-რადიო საინფორმაციო პროგრამების რეპორტიორი, ჟურნალისტიკა: საინფორმაციო პროგრამების ოპერატორი-მემონტაჟე, ეკრანული ხელოვნება: კინო-ტელე ოპერატორი, მენეჯმენტი: ტელე–რადიო საინფორმაციო პროგრამების პროდიუსერი.
თეატრალური ხელოვნების ცენტრში: დრამის რეჟისორ-რეპეტიტორი, თეატრისა და კინოს მხატვარ-დეკორატორი, სასცენო ხელოვნების ოსტატი, სცენის მულტი-მედია დიზაინი.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრში: ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირება, ხატწერა, ქვისა და სხვა მასალების დეკორატიული დამუშავება.

პროფესიული სასწავლებლის მიზანია შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზრებისათვის კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრების მომზადება, რაც დასაქმებულთა რიცხვს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ლიკა ალადაშვილი

/strong


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • შორენა says:

    საინტერესო თემაა,მაინტერესებს ამ სასწავლებელში რა ასაკიდან არის სტუდენტების მიღება,თუ აქვთ მოსამზადებელი კურსი?

  • ლიკა says:

    გამარჯობა, ჩემი ინფორმაციით სკოლა დამთავრებულებს შეუძლიათ ჩააბარონ ამ სასწავლებელში.დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ მათ ვებ-გვერდზე: http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=282
    გისურვებთ წარმატებებს…

  • bata says:

    მოგესალმებით …. მაინტერესებს სავალდებულო არის თუ არა აქ სწავლებისთვის ეროვნული გამოცდებიი… რამდენად წარმატებული იქნება ეს დიპლომი დავიწყო სამსახიობო კარიერა… რამდენ წლიანია სწავლება … და რა თანხა არის გადასახდელი წელიწადში …. სამსახიობო სასწავლებელს ვეძებ და საკმაოდ კარგი პირობები გაქვთ რაც წავიკითხე და იქნებ დროულად მომაწოდოთ ინფორმაცია რომ შევწყ იტო სხვა სასწავლებლების ძებნა … გმადლობთ

  • papuna says:

    გამარჯობათ . საინფორმაციო პროგრამების ოპერატორისთვის საჭიროა ეროვნულების ჩაბარება?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი