მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

პრემიერ-მინისტრმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.09.2014 | 1,608 ნახვა

“ჩვენ უდიდეს ძალისხმევას ვდებთ განათლების სისტემის განვითარებაში, რათა ბავშვებს ყველა პირობა ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მისაღებად”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში სტუმრობისას.

ახალი სასწავლო წლის დაწყება მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ 133-ე სკოლის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს მიულოცეს. სკოლის მოსწავლე პრემიერის განცხადებით, სასიხარულოა, რომ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება განახლებულ სკოლაში უწევთ.

“მე დღეს თქვენთან მოვედი იმიტომ, რომ მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება ამ მშვენიერ, განახლებულ სკოლაში! ვულოცავ თითოეულ მოსწავლეს! ვულოცავ პედაგოგებს! განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს პირველკლასელებს! მინდა, ყველას გისურვოთ წარმატებები! გისურვებთ, რომ აქ, ამ სკოლაში გატარებული წლები ყოფილიყოს გამორჩეულად საინტერესო პერიოდი თქვენს ცხოვრებაში. პედაგოგების როლი ბავშვის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პედაგოგის პროფესია გახდეს ღირსეული და დაფასებული, რათა მათ აღზარდონ ღირსეული თაობა,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა და განათლების მინისტრმა განახლებული სკოლა დაათვალიერეს, რომელსაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 1000-ზე მეტ სკოლაში და ასევე შენდება ახალი სკოლები.

პედაგოგებთან საუბრისას, პრემიერი მასწავლებელთა ხელფასების ზრდის საკითხსაც შეეხო. მისი განცხადებით, 2012-2013 წლებში გაიზარდა პედაგოგებისა და სკოლის სხვა პერსონალის ხელფასი, გაუმჯობესდა პედაგოგის საშვებულებო პირობები.

“მინდა გითხრათ, რომ 2015 წელს დამატებით გამოიყოფა ფინანსური რესურსები და დაიწყება მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება. მასწავლებლის ხელფასი გაიზრდება 2016 და 2017 წლებშიც. მასწავლებლის ანაზღაურების ზრდა დამოკიდებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ მის მიღწევებზე. ეს თითოეულ თქვენგანს გაუზრდის მოტივაციას,”- განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სკოლის პედაგოგებს.
133-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ლიანა ფუტკარაძემ პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია სკოლის შესახებ. მისი განმარტებით, სკოლაში 730 მოსწავლე სწავლობს. მიმდინარე წელს სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, მოეწყო ექიმისა და ფსიქოლოგის კაბინეტი, გაკეთდა ახალი სპორტული დარბაზი. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის – მოწყობილია მათ საჭიროებაზე მორგებული სასწავლო ოთახი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი