მთავარი » კულტურა

პორტრეტის განვითარების ისტორია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.09.2011 | 5,262 ნახვა

“ყოველი პორტრეტი, რომელიც დახატულია გრძნობით, მხატვრის პორტრეტია და არა – მენატურისა”.

უაილდი

ბავშვიპორტრეტი სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ძირითადი ჟანრია. მისი საუკეთესო ნიმუშები გვხვდება როგორც ფერწერაში, ასევე ქანდაკებაში, გრაფიკასა და ფოტოხელოვნებაში.

პორტრეტის საფუძველია კონკრეტული ადამიანის სახის უკვდავყოფა, ხოლო ძირითადი კრიტერიუმი – გამოსახულების მსგავსება ორიგინალთან, მისი სულიერი არსის სწორად გახსნა და ინდივიდუალური ნიშნების წარმოჩენა.

პორტრეტული ჟანრის პირველი ნიმუშები ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტის ხელოვნებაში გვხვდება.
გარკვეული ძიების შედეგად დგინდება, რომ პორტრეტი ძველ ეგვიპტეში დაკავშირებული იყო გარკვეულ კულტთან. იგი რელიგიურ-მაგიურ ხასიათს ატარებდა. მოდელის დუბლირება აუცილებელი იყო იმქვეყნიური ცხოვრებისათვის, ამიტომაც შეიქმნა კანონიზებული პორტრეტული ტიპი. დროთა განმავლობაში ძველეგვიპტური პორტრეტის ხასიათი შეიცვალა, გაღრმავდა მისი ფსიქოლოგიური შინაარსი.

ამ ხელოვნებამ განსაკუთრებულ განვითარებას ძველ რომში მიაღწია. ძველი რომაული პორტრეტის ძირითადი საფუძველია მოდელის ზუსტი გამოსახვა, ინდივიდუალურისა და ტიპიურის შერწყმა. მათთვის განსაკუთრებულად დამახასიათებელია მხატვრული სიზუსტე. სწორედ ამ პერიოდში ძალიან გავრცელდა პორტრეტული ბიუსტები, სტატუები.

ბავშვიშუა საუკუნეების პორტრეტისტები მკაცრი საეკლესიო კანონებით იფარგლებოდნენ, პიროვნებათა ინდივიდუალური ხასიათის გადმოცემას იშვიათად მიმართავდნენ. შუა საუკუნეებში პორტრეტი საეკლესიო არქიტექტურულ-მხატვრული ანსამბლის განუყოფელი ნაწილი გახდა. მხატვრები გამოსახავდნენ მხოლოდ მაღალი წოდების წარმომადგენელთა პორტრეტებს. ამ პერიოდში აღსანიშნავია ჩინური და იაპონური ხელოვნების ნიმუშები.

პორტრეტული ხელოვნება ფართოდ განვითარდა აღორძინების პერიოდში. ამ ეპოქის ჰუმანისტურმა შეხედულებებმა წინა პლანზე წამოსწია პიროვნების ძალა, რითაც შეასუსტა წინა პერიოდის დოგმები.
რენესანსის მხატვრები პორტრეტს ათავსებდნენ არა განყენებულ ფონზე, არამედ რეალურ გარემოში. ეს ტენდენციები ჯოტოს შემოქმედებაში აისახა,ხოლო XV საუკუნეში იგი უფრო გაღრმავდა და სრულყოფას მიაღწია ისეთი გენიალური დიდოსტატების ხელში, როგორებიც იყვნენ მიქელანჯელო, ლეონარდო, რაფაელი, ტიციანი…

არანაკლებ საინტერესო პორტრეტულ ხელოვნებასთან გვაქვს კავშირი ნიდერლანდელ, გერმანელ მხატვრებთან: დიურერი, კრანახი, ვან რეინი.

რენესანსული კაცთმოყვარეობით არის განმსჭვალული ფრანგული დახვეწილი, ფაქიზი, ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნიმუშები,რომლის წარმომადგენლები არიან: ჟორჟ ფუკე, კორლენ დელიონი.

XVI საუკუნეებში სხვადასხვა ქვეყნებში აღმოცენდა ჯგუფური პორტრეტის ახალი ფორმები. შუა საუკუნეებში გაშეშებული პორტრეტული ჯგუფები შეიცვალა მრავალფიგურიანი კომპოზიციებით, რომლებიც ერთმანეთთან ცოცხალი, აქტიური ურთიერთობებით იყვნენ დაკავშირებულები.

XVI საუკუნეში პორტრეტმა დაკარგა რენესანსული სიცხადე და მასში გაჩნდა ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი დრამატიზმის ნიშნები. ამის საუკეთესო მაგალითია ესპანელი ფერმწერი ელ გრეკო.

XVII საუკუნის პორტრეტულ ხელოვნებას ღრმა ხედვის ყველა ნიშანი ახასიათებს. მარტო რემბრანტის შემოქმედება ეყოფა XVII საუკუნეს, რომლის პორტრეტულმა ჟანრმა შემოქმედების მწვერვალს მიაღწია. მისი შუქ-ჩრდილებით გამოხატულმა სახემ იმ დროინდელი ტექნიკის საოცარი ნიშნები დაგვანახა.
რემბრანტის შემოქმედებაში მისთვის დამახასიათებელი სულიერი სამყაროს ძიება ვლინდება. თითოეული კომპოზიცია შესრულებულია იმგვარად, თითქოს ხელის შეხებისას ისინი შეირხევიან.

განსხვავებული სტილით ხატავდა რუბენსი. მას უფრო ხორცსავსე, ჯანსაღი, ნათელი ნატურები იზიდავდა.

პორტრეტიპორტრეტის იდეურ, შინაარსობრივ განახლებას თან ახლდა გამომსახველობითი საშუალებების ევოლუცია. ეს არის სინათლისა და ჰაერის გამოსახვა, შუქ-ჩრდილის კონტრასტი, რაც პორტრეტს რეალისტურ ხასიათს აძლევს. დიდი ყურადღება ეთმობა მოდელის ჟესტებს, ჯგუფურ პორტრეტში პერსონაჟთა ერთმანეთთან კავშირს.

XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში წინ წამოვიდა პორტრეტის ახალი დატვირთვა, რაც ვლინდება მოდელის დეკორატურობასა და სიმდიდრის აქცენტში.

XVIII საუკუნის რუსეთში იწყება უდიდესი ინტერესი ამ ჟანრისადმი და საუკუნის დასასრულს პორტრეტული ხელოვნება განვითარების გარკვეულ სტილს აყალიბებს. რუსეთის პარალელურად პორტრეტის ჟანრში იწყება ამოცანების ახლებური გადაწყვეტა. საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენელთა პორტრეტის მთელი გალერეა შექმნა.

XIX საუკუნის პირველ ნახევარში რომანტიზმის ტენდენცია განვითარდა, რომელმაც პორტრეტშიც იჩინა თავი და მის თვალსაჩინო წარმომადგენლად გვევლინება დელაკრუა.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში წინა პლანზე წამოვიდა რეალისტური პორტრეტის ჟანრი და მიეცა დიდი გეოგრაფიული არე. ამ პერიოდში ეს ხელოვნება მაღალ საფეხურზე ადის რუსეთშიც. ამის საუკეთესო მაგალითია ილია რეჰინი, რომელმაც გამორჩეული ადამიანების უდიდესი გალერეა შექმნა.

XIX საუკუნის დასასრულს ტექნიკურმა პროგრესმა თავი იჩინა და ჩამოყალიბდა ახალი ჟანრი, როგორიც ფოტოპორტრეტი გახლავთ, თუმცა როდი პასიურობს სახვითი ხელოვნება, იმპრესიონისტები – მანე, რენუარი, ედგარ დეგა, მოქანდაკე ოგიუსტ როდენი – უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ მოდელის განწყობილებას.

თამარ მეფის პორტრეტიXX საუკუნის პორტრეტის ჟანრში გაჩნდა წინააღმდეგობებით აღსავსე მიმდინარეობები, რაც ძალიან ორიგინალურ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იძენს ცნობილ მხატვრებში: პიკასო, მატისი, მოდილიანი და ა.შ.

მაღალ დონეზე იდგა პორტრეტული ხელოვნება ფეოდალური ეპოქის საქართველოში.

პორტრეტებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ვარძიის, ბეთანიის, ატენისა და სხვა კედლის მხატვრებში. პორტრეტული ხელოვნება საქართველოში ინტენსიურად XVII – XVIII საუკუნეებში განვითარდა.
XIX ს-ში პორტრეტის მხატვართა მსოფლმხედველობა გაფართოვდა. ძალზედ საინტერესოა გუდიაშვილის, ახვლედიანის, კაკაბაძის პორტრეტები.

ეს ჟანრი დღემდე არ კარგავს თავის აქტუალობას და სანამ იარსებებს ნატურა, იარსებებს პორტრეტი.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი