მთავარი » სხვადასხვა

პლიაჟი თუ პლაჟი? პლიუსი თუ პლუსი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.06.2017 3 კომენტარი | 10,693 ნახვა

სწორი XIX-XX საუკუნეებში ევროპული ენებიდან მომდინარე სიტყვები ქართულში ძირითადად რუსული მეშვეობით შემოდიოდა. მათ შორისაა la და lu კომპლექსების შემცველი სიტყვები, რომლებიც რუსულმა სხვადასხვაგვარად გამოიტანა: ერთი მხრივ, ла და лу, მეორე მხრივ კი – ля და лю კომპლექსებით.

ამის შესაბამისად ეს კომპლექსები ქართულად გადმოვიდა, ერთი მხრივ, ლა და ლუ (კლასი, ლაქი, ლამპა, ბალანსი, პროკლამაცია…, შოტლანდია, ჰოლანდია…; კლუბი, ბლუზა, ლუპა..), მეორე მხრივ კი – ხან ლა და ლუ, ხან კი ლია და ლიუ ჯგუფებით (პლაჟი და პლიაჟი, ტრანსლაცია და ტრანსლიაცია, სპეკულანტი და სპეკულიანტი, სიმულანტი და სიმულიანტი…; პლუსი და პლიუსი, ვალუტა და ვალიუტა….)

იმის გათვალისწინებით, რომ ქართული თანხმოვანი თავისთავად საკმაოდ რბილი ბგერაა, ლია და ლიუ ჯგუფების შუა ხმოვანი, რომელიც -ს დამარბილებელ როლს ასრულებს, სრულიად ზედმეტი ხდება. გაცილებით მეტი სიახლოვეა la და ლა, lu და ლუ კომპლექსებს შორის, ვიდრე ლა და ლია, ლუ და ლიუ კომპლექსებს შორის. ამიტომ la და lu ჯგუფები ქართულად უფრო მარტივად – ლა და ლუ კომპლექსებით უნდა გადმოიცეს.

სწორი ფორმებია:

ლა, ლაფსუსი, ტრანსლაცია, კანცელარია, ეგზემპლარი, იზოლაცია, დუელანტი, სპეკულანტი, სიმულანტი, აკუმულატორი, პლაჟი, ალასკა…;

პლუსი, ვალუტა, ალუმინი, რეზოლუცია, მოლუსკი, ლუკი, პოლუსი, რევოლუცია, ლუთერი, ლუთერანული…

მაგრამ რუსული წარმოშობის გვარ-სახელებსა და გეოგრაფიულ სახელებში ля და лю ქართულად ლია და ლიუ კომპლექსებით გადმოიცემა:

ლიადოვი, ალიაბიევი, შალიაპინი, ულიანოვი,
ლიუდმილა, დობროლიუბოვი, ლიუბიმოვი;
ლიუბლიანა, იასნაია-პოლიანა…

მოამზადა ტყებუჩავა ანამ

წყარო: აფრიდონიძე, შუქია. ჩვენი ენა ქართული. თბილისი: ბაკურ სულაკაური გამომცემლობა, 2009, გვ. 152-153.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი