პირველკლასელთა კომპიუტერიზაციის ავ-კარგიანობაამბიონი პირველკლასელთა კომპიუტერიზაციის ავ-კარგიანობა
მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

პირველკლასელთა კომპიუტერიზაციის ავ-კარგიანობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.05.2010 13 კომენტარი | 7,187 ნახვა

XO Laptopსაქართველოს პრეზიდენტის ახალმა ინიციატივამ – მომავალი წლის სექტემბრიდან ყველა პირველკლასელის წიგნების ნაცვლად მინი ლეპტოპებით აღჭურვის შესახებ, საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოიწვია. პრეზიდენტის თქმით, ლეპტოპში მთლიანი სასწავლო პროგრამა იქნება ჩატვირთული. ეს არის თანამედროვე კომპიუტერი, რომელიც წყალში არ იძირება და ადვილად არ ფუჭდება. ეს კომპიუტერები შექმნა ამერიკულმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ “One Laptop Per Child“-მა, იგი დაარსებულია მასაჩუსეტის შტატის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ლაბორატოორიის მიერ. პროექტი 2010 წლის სექტემბერში საპილოტო სკოლებში განხორციელდება, ხოლო 2011 წლიდან სახელმწიფოსგან საჩუქრად პერსონალურ კომპიუტერებს მთელი საქართველოს მაშტაბით დაახლოებით 40 000 პირველკლასელი მიიღებს.

დიმიტრი შაშკინი (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი): “მათ, ვისაც არ აქვთ წიგნების ყიდვის საშუალება, შეეძლებათ ბავშვებს ასწავლონ ლეპტოპში ჩატვირთული სახელმძღვანელოებიდან”.

ამბიონი” შეეცადა გაერკვია, თუ როგორ აფასებენ განათლების ახალ რეფორმას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

ირმა ჯეგაძე (ექიმი – ოფთალმოლოგი): “ვფიქრობ, დაწყებით კლასებში კომპიუტერული სწავლება დაუშვებელია. ამან შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას ბავშვის მხედველობას, პირადად ჩემს პაციენტებს 10-12 წლის ბავშვებს კომპიუტერთან ჯდომის უფლებას მხოლოდ კვირაში ორი საათით ვაძლევ, რაც სრულიად უსაფრთხოა მათი ჯანმრთელობისთვის. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ბავშვები არ ითვალისწინებენ ექიმის რჩევებს და სამი ოთხი საათით სხედან კომპიუტერთან, რამაც შეიძლება უამრავი პრობლემა შეუქმნას მათ ჯანმრთელობას, მითუმეტეს პირველი კლასის მოსწავლეს. შეიძლება გამოიწვიოს რეფრაქცია, გადახრა პლიუსისკენ, მინუსისკენ, ან ასტიგმატიზმი. ასევე თვალის სიმშრალე, ქავილი, წვა, “მშრალი თვალის სინდრომი” და ა.შ.

შორენა კვინიკაძე (ფსიქოლოგი): “სკოლების კომპიუტერიზაციას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე. ბავშვი რომ თავიდანვე შეეჩვევა კომპიუტერის მოხმარებას, ეს ცხადია, კარგია. მაგრამ პირველ კლასელის ფსიქიკასა და მხედველობაზე ცუდად აისახება. ხშირ შემთხვევაში, ბავშვები მშობლებს მოყავთ შემდეგი ჩივილებით: თავისტკივილი, აგრესიულობა, და ა.შ. თითქმის ყოველთვის, ამის მიზეზი არის კომპიტერული თამაშები და ზოგადად, კომპიუტერთან კონტაქტი. ამავე დროს, ბავშვები წყდებიან გარესამყაროს და თითქმის ყველა სურვილს იკმაყოფილებენ კომპიუტერის მეშვეობით. იკეტებიან ვირტუალურ სამყაროში, ასევე ცნობილია, ნეიროქირურგების დასკვნაც, რომ კომპიუტერი ტვინშიც იწვევს სერიოზულ ცვლილებებს.

ჩემი აზრით, ამასთან დაკავშირებით ფსიქოლოგებმა, პედაგოგებმა და სხვა კომპეტენტურმა პირებმა უნდა დადონ თავიანთი დასკვნები, გაიმართოს მსჯელობა, რადგან ეს ძალიან სერიოზული და საფრთხილო საქმეა. არ უნდა დავაყენოთ ჩვენი შვილების, მომავალი თაობის ჯანმრთელობა ეჭვქვეშ.

მაგული მაზანაშვილი (№ 208 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი): “თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა გვახარებს, მაგრამ არა პირველ კლასიდან. ექვსი წლის ბავშვი კომპიუტერით ვერ ისწავლის წერა-კითხვას ისე, როგორც საჭიროა. ეს აისახება ბავშვის კალიგრაფიაზე. აუცილებელია ბავშვი მიეჩვიოს აზროვნებას, ფიქრს… დადებითია იმით, რომ ბავშვები მძიმე ჩანთებით არ ივლიან სკოლაში, რაც იწვევს სქოლიოზს.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

13 კომენტარი »

  • გიორგი says:

    როდემდე უნდა ვიცხოვროთ, ასე გაუზრებელი და ნაუცბათევი გადაწყვეტილებებით?
    ვიღაცის პიარის გამო ჩვენი მომავალი თაობა ახლომხედველებად და რეალურობას მოწყვეტილებად უნდა ჩამოვაყალიბოთ?
    მე წინააღმდეგი ვარ ამ ეგრეთ წოდებული ნოვაციისა, მე მგონი საჭიროა მშობლებმა ბოლოს და ბოლოს ამოვიღოთ ხმა, დღევანდელი განათლების სისტემა ხომ სრულიად უვარგისი და გაუზრებელია.
    მასწავლებლებმა დღემდე არ იციან რომელი წიგნით იხელმძღვანელონ. ვიღაცეების ჯიბის გასქელების საშუალებად აქციეს სასკოლო წიგნები(ერთ საგანს რამის ათი სხვადასხვა წიგნი აქვს).
    და ეხლა კიდევ ეს ვაი რეფორმა, არავინ უწყის როგორ დაგვიმახინჯებს შვილებს!!!

  • tatia says:

    როგორ შეიძლება კომპიუტერული სწავლება პირველ კლასში, ჩვენ კომპიუტერის გარეშე ვერ ვისწავლეთ? ან თვალის ექიმს უგდონ ყური ან ფსიქოლოგებს უნდა დაღუპონ ბავშვები.მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ ბავშვმა რომელმაც ანბანიც არ იცის რათ უნდა კომპიუტერი.

  • lingvo says:

    ყოვლად დაუშვებელია. იმედი მაქვს მშობლები გამოთქვამენ უკმაყოფილებას და არ დაეთანნხმებიან ამ პროგრამას. ისედაც მოზარდ თაობას აღარ აქვს წიგნის კითხვის ჩვევა და წარმოგიდგენიათ ბავშვობიდანვე, რომ კომპიუტერს შეაჩვევ პირველ კლასელს? ალბათ საერთოდ აღარ აიღებს წიგნს ხელში. ჩემი აზრია, რომ ეს არის გამიზნული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს მომავალი თაობის დეგრადაციას.

  • მარიამი says:

    ვეთანხმები ზემოთგამოთქმულ მოსაზრებებს და დავამატებ: ზოგი ამ რეფორმას დადებითად იმის გამო აფასებს, რომ მშობლებს არა აქვთ ბავშვებისთვის წიგნების ყიდვის საშუალება და ეს კომპიუტერები უფასოდ დაურიგდებათო. არადა რაც მაგ კომპიუტერებში ფული უნდა დახარჯონ, წიგნები ეყიდათ და დაერიგებინათ ბავშვებისთვის…

  • xchylerjfk says:

    xanax 71800 accutane =P auto insurance 933 metoprolol lql

  • Kokuhyou says:

    valium 1167 phentermine 1122 auto insurance quote %( carisoprodol =-PP

  • მაკა says:

    მეც მგონია, რომ კომპიუტერი ციგნს დაშორებულ თაობას მტლიანად ჩამოაშორებს წიგნს.

  • ცირა says:

    ყოვლად დაუშვებელია მშობლები ამ პროგრამას შეუერთდნენ.საჭიროა,რაიმე ზომები მიიღონ,რადგან ამ პროგრამის შედეგი იქნება ისედაც წიგნს დაშორებული თაობის წიგნისთვის მთლიანად ჩამოშორება და ფსიქოლოგიურად განადგურებული ბავშვები!

  • ananke says:

    ბავშვი ამ ასაკში კარგავს დამოუკიდებელი აზროვნების უნარს,ხდება დამოკიდებული

  • დაკუნა says:

    მე მაინტერესებს 2012 წელსაც თუ დაურიგებენ კომპიუტერებს პირველ კლასელებს?

  • ელისაბედი says:

    გამარჯობათ ჩემო ძვირფასებო, ძლივს ვნახე ამ თემაზე ნორმალური მოსაზრებები.
    სრულიად ვეთანხმები გამოთქმულ შეხედულებებს. ყოვლად დაუშვებელია ასთი პატარებისათვის კომპიუტერით სწავლება. მე ამაში ვერცერთ დადებით მომენტს ვერ ვხედავ. ეს მხოლოდ ჩვენი ვაი-ტელევიზია აპიარებს ლამაზად ამ საკითხს, თორემ ამ მიდგომას არც ეკონომიკური და არც მორალური კუთხით არავითარი გამართლება არა აქვს. სამწუხაროა, რომ ასეთი მოსაზრებები ტელევიზიით არ გაშუქდება

  • ელენე says:

    მე სრულად ვეთანხმეხი აქ გამოთქმულ მოსაზრებებს და ვთვლი, რომ პატარებისთვის ასეთი სწავლების მეთოდი მეტად მისაღები და ამასთანავე სახალისოცაა.პირადად მე ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი ასეთი მეთოდით თუ მოხდებოდა ჩემი განვითარება დაწყებით კლასებში

  • maka says:

    ecaa kompiuterebi erti gavardna xelidan da fuchdeba.an rashi chirdebat pirvel klacelebc.nu ashterebt am bavshvebc.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი