მთავარი » სხვადასხვა

პირველი ქართული ჟურნალი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.08.2011 2 კომენტარი | 8,679 ნახვა

სოლომონ დოდაშვილიპირველი ქართული ჟურნალი “სალიტერატურო ნაწილნი თბილისის უწყებათანი” 1832 წელს აღმოცენდა. ის დამოუკიდებელი გამოცემა არ იყო და ითვლებოდა გაზეთ “ტფილისის უწყებანის” ლიტერატურულ განყოფილებად.

ჟურნალის მხოლოდ 5 ნომერი გამოვიდა. მან ხელმომწერთა სიმცირის გამო შეწყვიტა არსებობა. იმ დროს ხელმომწერთა საერთო რაოდენობა სხვადასხვა გამოცემებზე ნაწილდებოდა. მისი გამომცემელია სოლომონ დოდაშვილი, რომელიც, ამავდროულად, ჟურნალის შემდგენელი და გამმართაავიცაა. მას მასალის განლაგება და შერჩევა საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული.

“სალიტერატურო ნაწილნის” ცალკე რედაქტორი არ ჰყოლია. თუმცა, რადგან ეს ჟურნალი “ტფილისის უწყებანის” განყოფილებად მიიჩნეოდა, ხოლო ამ გაზეთს რედაქტორად სოლ. დოდაშვილი ჰყავდა, ამდენად, “სალიტერატურო ნაწილნიც” მისი საერთო რედაქტორობით გამოდიოდა. ჟურნალი გარეგნულად კარგად იყო გაფორმებული. შედგებოდა 12 ფურცლისგან, ანუ 24 გვერდი იყო ნაბეჭდი. თავფურცელზე ყველგან იყო აღნიშნული გამოცემის წელი, ნომერი და თვე.

ჟურნალი უნდა მომსახურებოდა ქართული ენას, ქართულ ლიტარეტურას, ქართული განათლების აღორძინებასა და 1832 წლის შეთქმულებას. სოლომ დოდაშვილი ჟურნალის მიზნის შესახებ ამბობდა: “სალიტარეტურო ნაწილნი” გამოდის “ენის გამდიდრებისათვის, მამულის დიდებისათვის და გონების განათლებისთვისო”.

პირველ ქართულ ჟურნალში გვხვდება პროზის, პოეზიისა და კრიტიკის განყოფილებები. ის იყენებდა სხვადასხვა ქართულ ხელნაწერს, “ქართლის ცხოვრებას”, ასევე ვახტანგ ბაგრატიონის გამოცემულ ისტორიას, პუშკინის ნაწერებს, რუსულ ჟურნალ-გაზეთებს, ზეპირგამოცემებსა და სხვ. მასალები დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა. მის გარშემო შემოკრებილი პირები ბევრს ცდილობდნენ ავტორთა კოლექტივის შემოკრებასა და მომრავლების შესახებ.

XIX საუკუნის ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში არც ერთი ქართული პერიოდული ორგანო არ ყოფილა თანამედროვეთა ისეთ ფართო მსჯელობის საგნად ქცეული, როგორც “სალიტერატურო ნაწილნი”.

ჟურნალის თითოეული ნომერი დღესაც აღტაცებას იწვევს მაღალი ლიტარეტურულ-ჟურნალისტური კულტურით, გემოვნებით, მრავალფეროვნებით, გაბედულებით, პატრიოტულ-მოქალაქეობრივი მოვალეობის შეგნებით. ის არაფრით არ ჩამოუვარდება XIX საუკუნის II ნახევრის საუკეთესო გამოცემებს და “საქართველოს მოამბის” პირდაპირი წინაპარია.

“სალიტერატურო ნაწილნი ტფილისის უწყებანთაში” მსჯელობა იყო ქართული ენის წარმოშობის, მშობლიური სწავლა-აღზრდის, თეატრისა და სხვათა შესახებ. ის მკითველს არაერთ ინტერესს აღუძრავდა და ზოგ რამეში მაშინდელი საზოგადოების მაჯუსცემას ძლიერად აგრძნობინებდა. მისი მნიშვნელობა კულტურული და ლიტერატურული როლით განიზომება. ის ასევე ქართველი საზოგადოების ყურადღებას თურქ და ირანელ დამპყრობლების წინააღმდეგ რაზმავდა. საქართველოს გმირული და მაღალ-კულტურული წარსულიდან მნიშვნელოვანი ფაქტების ამეტყველება, ფართო მკითხველამდე დაყვანა, – შემოქმედებითუ მუშაობის გაჩაღებისთვის იყო გამიზნული.

ჟურნალის გამოცემის შეწყვეტის შემდეგ ქართველ ერს თავისი ჟურნალი კარგა ხანს არ ჰქონია.

სოლომონ დოდაშვილის გამოცცემათა მნიშვნელობა განუზომელია ქართული ჟურნალისტიკის, საზოგადოებრივი აზრისა და ლიტერატურის განვითარებაში. ისინი დროის საყურადღებო მოძრაობამ წარმოშვა, ამ მოძრაობის სამსახურში გამოიწვრთნენ და მასვე ემსხვერპლნენ.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი