მთავარი » სხვადასხვა

პირველი “ქართული გაზეთი”- “საქართველოს გაზეთი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.07.2011 14 კომენტარი | 25,777 ნახვა

ქართველმა ერმა უაღრესად მძიმე პირობებში შექმნა თავისი საამაყო სულიერი კულტურის შესაფერი პრესა. XIX საუკუნის დასაწყისიდან სასიქადულო წინაპრები – მწერლები, მეცნიერები, პოლიტიკური მოღვაწეები, კულტურის სხვადასხვა დარგის მუშაკები მშობლიური ჟურნალისტიკის ფრონტზედაც დაუცხრომლად იღვწოდნენ – მჭრელი სიტყვით, ბასრი კალმით იცავდნენ ხალხისა და სამშობლოს ინტერესებს.

საქართველოს გაზეთიპირველი ქართული გაზეთი 1819 წელს დაარსდა. მას ჯერ “საქართველოს გაზეთი”, ხოლო შემდეგ “ქართული გაზეთი” ეწოდებოდა. საყურადღებოა, რომ ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოცემათა ისტორია “საქართველოს გაზეთით” იწყება. საქართველოს გაზეთი იმდროინდელ საქართველოში ერთადერთი პერიოდული გამოცემა იყო.

გაზეთის გამოცემის იდეა 1818 წელს წამოიჭრა და მაშინვე შეუდგნენ მზადებას, როგორც შესაფერისი მუშაკების მონახვა-შერჩევისათვის, ასევე გაზეთის გამოცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოგვარების შესახებ. 1819 წლის განცხადების თანახმად გაზეთი 1819 წლის 1-ელ მარტს გამოვიდოდა, მაგრამ დაპირება არ შესრულდა. სინამდვილეში გაზეთი 1819 წლის 8 მარტს გამოვიდა. ამის მიზეზი კი ხელმომწერთა ნაკლებობა იყო. გამომცემელნი “გამოცხადებაში” მიუთითებენ, რომ გაზეთის გამოცემის დაწყებისთვის 500 ხელმოწერა იყო საჭირო. და რადგან 1819 წლის 1-ელი მარტისთვის ამდენი ხელმოწრა ვერ შეგროვილა, ამიტომაც გაზეთის ბეჭდვა დაგვიანებულა. როგორც “საქართველოს გაზეთი” იუწყება არქიეპისკოპოს ნერსეს შეუგროვებია ფული “უმეტეს ასის გაზეთის ხელმომწერთაგან” და გაზეთიც იწყებს გამოსვლას.

1819 წლის გაზეთს N33-ს ასეთი რამ ჰქონდა მიბეჭდილი, “ამასთან არის სხვა მომატებული ფურცელი გაზეთისა”, ეს არის XIX საუკუნის ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გაზეთი დამატებითი ფურცლით გამოდის.
“საქართველოს გაზეთს” გამომცემელთა მთელი ჯგუფი ხელმძღვანელობდა. თუ ვინ იყო პირველი ქართული გაზეთი რედაქტორი, ეს საკითხი დღემდე გაურკვეველია. აშკარაა, რომ გაზეთს ხელმძღვანელობს კავკასიის კორპუსის შტაბის მმართველობა. “საქართველოს გაზეთის” სტამბა კავკასიის საკუთრება იყო და იქვე, ამავე ჯარების შტაბის სახლში იყო გამართული. ეს კი იმას ნიშნავდა რომ აქ, ამ სტამბაში სხვა უცხო პირს, თუ არა სამხედროს ან შტაბის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულს, არ შეუშვებდნენ.

გაზეთის რედაქციას, გარდა მასალების ლიტერატურული დამუშავებისა, ჯერ უნდა ეთარგმნა რუსულ ენაზე ყველა შემოსული კორესპონდენცია, აგრეთვე უნდა ეთარგმნა საჭირო მასალა უცხო ენიდან, ხოლო შემდეგ გამართული გაზეთი ქართულ ენაზე უნდა თარგმნილიყო და დაბეჭდილიყო.

იმ ხანებში მოქმედებდა 1804 წლის საცენზურო წესდება, რომელიც ცენზორისაგან მოითხოვდა ფხიზელსა და დაუზარებელ თვალყურის დევნებას პერიოდიკაზე. რუსეთის პირობებთან შედარებით ქართულ გაზეთზე ცენზურა უფრო ძნელი განსახორციელებელი გახლდათ, რადგან იმდროინდელ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს ენა არ იცოდნენ. ცენზორის როლში გვევლინება მთავარმართებელი ერმოლოვი და მისი მოხელეები.

ქართული გაზეთი ერთკვირეული ორგანო იყო და გამოდიოდა პარასკეობით. გაზეთის წლიური ფასი 3 მანეთი და 20 კაპიკი იყო. გაზეთის ეს ფასი გამომცემლებს არ მიაჩნდათ ძვირად, მაგრამ მოსახლეობას მისი შეძენა უჭურდა. ამასთან, ბევრმა არ იცოდა რა იყო გაზეთი, ზოგმა წერა-კითხვაც არ იცოდა და ხელმომწერთა მოგროვება საკმაოდ რთულ საქმეს წარმოადგენდა.
1819-21 წლების ქართული გაზეთი ოთხგვერდიანი გამოცემა იყო. თითო გვერდი გაყოფილი იყო ორ-ორ სვეტად. 1820 წლიდან გაზეთს გაუჩნდა წმიდა გიორგის გერბი. გაზეთი პოლიტიკურ-ლიტერატურული პერიოდული ორგანოს როლს ასრულებდა.

პირველ ქართულ გაზეთს მოსახლეობისათვის უნდა გაეცნო ხელისუფლების “განწესებანი და განკარგულებანი”, “მესაზღვრე ქვეყნების” ამბავი, ახალი მიღწევები ცხოვრების სხვადასხვა დარგში, ცნობები ლიტერატურის სამყაროდან, ამავე დროს ადგილობრივი მოსახლეობა ევროპის მცხოვრებთათვის უნდა დაეახლოვებინა. მეფის მოხელეები გაზეთის დაარსებისას გარკვეული მიზნებით ხელმძღვანელობდნენ. მათ გაზეთის საშუალებით საკუთარი ინტერესების დაცვა სურდათ. ქართველი საზოგადოება კი ქართულ გაზეთს მიზნად უსახავდა, რომ მას მკითხველისათის სამშობლოს საკეთილდღეო სხვადასხვა ცოდნა მიეწოდებინა.

გაზეთში მოთავსებული მასალა თავისი შედგენილობის მიხედვით სამგავრი იყო: პირველი- მასალა, რომელიც საქართველოს სინამდვილიდან იყი აღებული, მეორე – მასალა, რომელიც რუსეთის სინამდვილეს ეხებოდა და მესამე – მასალა, რომელიც უცხოეთის ცხოვრებას ასახავდა.

საქართველოს სინამდვილის შესახებ კორესპონდენციებს გაზეთები სხვადასხვა გზით ღებულობდა. როცა თბილისიდან ადგილებზე გაზეთებზე ხელმომწერთა მომრავლებას ითხოვდნენ, იქვე იმასაც იწერებოდნენ, რომ ადგილზე მომხდარი მნიშვნელოვანი ამბების შესახებ ცნობები მოეწოდებინათ გაზეთისთვის. გაზეთს მასალას აწვდიდნენ სხვადასხვა დაწესებულებები და კერძო პირები.

ქართულ გაზეთში გამოქვეყნებული მასალა თავისი შინაარსით სხვადასხვა საკითხს ეხებოდა, თითოეული მათგანი თავისი ღირებულებებით ერთმანეთისგან მკვერად განსხვავდებოდა. გაზეთი, როგორც ოფიციალური ორგანო მხარს უჭერდა მეფის საშინაოსა და საგარეო პოლიტიკას. მსჯელობს სოფლის მეურნეობაზეც, ის გარკვეულ მასალას იძლევა იმდროინდელ კლასთა უთანასწორობისა და ამ კლასებს შორის მიმდინარე ბრძოლის შესახებ. გაზეთში გამოხატულება ჰპოვა იმ ბრძოლამ, რომელიც მიმდინარეობდა ყრმებსა და მებატონეებს შორის საქართველოში. ქართულ გაზეთში ქვეყნდებოდა მასალები 1820 წლის იმერეთ-გურიის აჯანყების შესახებაც. აქ გვხვდება მსჯელობა საერთაშორისო საკითხებზეც. გამოქვეყნებულია ცნობები ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, თურქეთის, საბერძნეთის და სხვათა შესახებ.

სხვა მრავალ საკითხთა შორის ქართული გაზეთის გამომცემელნი თავიანთ ფურცლებზე იმაზეც მსჯელობდნენ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა განათლებას საზოგადოებისათვის და ამ მხრივ რა როლის შესრულება შეეძლო გაზეთს. გაზეთი აფართოებდა საზოგადოების ცოდნის არეს და, ამასთან, ხელს უწყობდა ქართული ჟურნალისტიკის განვითარებას.
ლიტერატურული ცხოვრებიდან გაზეთი აქვეყნებდა პატარ-პატარა მოთხრობებს. ბეჭდავდა მოსწრებულ სიტყვებსაც, ანუ ნაკვესებს.

1819 წლის შემდეგ პირველმა ქართულმა გაზეთმა 1821 წლის ბოლომდე იარსება. გაზეთის გამოცემის შეწყვეტა ხელმომწერთა სიმცირემ გამოიწვია.

“საქართველოს გაზეთმა”, როგორც ინფორმაციულ-პოლიტიკურმა გამოცემამ, თავისი სიტყვა თქვა აზროვნების ჩამოყალიბებაში და საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ქართულ ჟურნალისტიკაში.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

14 კომენტარი »

  • თათია says:

    ძალიან საინტერესოა

  • თათია says:

    ძალიან კარგი და საინტერესო ინფორმაციაა

  • თათია says:

    ვუი ორჯერ დამიწერია :)

  • ია says:

    საინტერესო და საჭირო ინფორმაციაა.

  • dzalian sainteresoa da prezentacia maqvs gasaketebelia am temaze :D

  • ჩვენისთანა ბედნიერი, კიდევ არის სადმე ერი?!

    ქალბატონებო და ბატონებო,
    სალამი!

    ვაცხადებ:

    1. „უმაღლესი განათლების შესახებ კანონით“ გათვალისწინებული
    რექტორის შეზღუდულ უფლებამოსილებიდან და კანცლერის ფართო
    უფლებამოსილებიდან გამომდინარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
    რექტორს კანონის არცერთი ნორმა არ დაურღვევია, და ვერ დაარღვევდა!
    ამის გამო, სტუდენტთა ნაწილის მოთხოვნა
    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის შესახებ
    კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაა.

    2. გამომდინარე საქართველოს სისხლის სმართლის კოდექსის მუხლი 226-დან:
    „ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს,
    ან მასში აქტიური მონაწილეობა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება,
    რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს
    ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის
    კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან
    ან რამაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების
    ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია,
    აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა,
    – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით
    – ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე
    – ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე
    – ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე
    – ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.“
    3. სამართლებრივი შეფასების გარდა, არსებობს პოლიტიკური გათვლა.
    სახელდობრ.
    სააკაშვილს (ადრე სააკოვს, უფრო ადრე სააკიანს)
    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად
    თავისი მსტოვარი – იურიდიული ფაკულტეტის დეკანი –
    ვინმე ბურდული სურს გაიყვანოს, რომელიც უნივერსიტეტში
    ისე „აბურდავს“ სიტუაციას, რომ ნაყიდი და სულგაყიდული სტუდენტების მეოხებით,
    თავდაუზოგავად ეცდება სადისტური და მძარცველი რეჟიმი საქართველოში აღადგინოს.

    ბიძინა სავანელი,
    სამართლის დოქტორი,
    ხმელთა შუა ზღვის სოციალურ და საგანმანათლებო
    კვლევათა ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი,
    სოციალურ მეცნიერებათა ჟურნალის მთავარი რედაქტორი და
    სამეცნიერო კორდინატორი,
    რომი, იტალია

  • ქალბატონებო და ბატონებო,

    ვის მივემხროთ?!

    კითხვის ასეთი დასმა
    მონური ფსიქოლოგიის მატარებელი ერის ნიშანია.

    პასუხი ერთია:
    ლელთ ღუნიას მივემხროთ!

    “დამეხსენი, ჩრდილოელო!
    რა მაქვს შენთან საზიარო?
    თვით ოხერო, მოუვლელო,
    როგორ გინდა მომიარო?
    ბუნებისგან დაჩაგრული
    განა შესძლებ მეგობრობას?
    მოშხამული, ცივი გული
    სხვას რას გასწევს, თუ არ მტრობას.
    წლიდან წლამდე უცნაურად
    გეყინება ტვინი თავში!
    უნდა ძალაუნებურად
    ეხვეოდე დათვის ტყავში!
    დამეხსენი, ჩრდილოელო!
    რა მაქვს შენთან საზიარო?
    ნუ, ნუ ჰფიქრობ, ჩემო მწველო,
    რომ მფლობელად აღგიარო.”
    აკაკი

    „ცუდი დროება დაგვიდგა,
    ძალიან ცუდი დარია,
    თაგვები კატებს ახრჩობენ,
    ტურამ ლომს ხელი დარია.
    ქორი დაქოჩრა ქათამმა,
    ომი შეექმნათ ცხარია,
    „საგმირო“ საქმეებს სჩადის
    ინდაურების გვარია.“
    ვაჟა (1906)

    ნაციონალებზე და არა მარტო მათზე,
    სულითა და ხორცით დასავლეთზე ან ჩრდილოეთზე
    ფარულად და ღიად მიყიდულ პარტიებზე,
    მათ შორის სეპარატისტებზე დასავლეთ საქართველოში
    (აფხაზების და არა აბსუების ჩათვლით),
    დიდი მგოსნის მრავლობითში გარდასახული
    შემდეგი კუპლეტი ზედგამოჭრილია:
    ”ფარისეველნო, გაუტანელნო,
    სხვასთან თავმხრელნო,
    შინ ორმოს მთხრელნო,
    ნაგავის მყრელნო,
    თქვე ჭრელო გველნო,
    რამ შეგაძულათ,
    სთქვით, საქართველო?!”
    აკაკი

  • მოძღვარი says:

    ჟამი არს ეროვნული გმირის გამოჩენისა ( სამშობლოსათვის თავგანწირულთა ხვედრია, საქართველოს გადარჩენა).

  • ყველას ვურჩევ: საქართველოს გასამთლიანებლად და თითეული ქართული ოჯახის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული წინსვლისათვის ხმა სამიდან ერთ-ერთ პარტიას მისცეთ. პარტიათა შორის წონასწორობა დაამთავრებს ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების 25 წლიან ბოროტად გამოყენებას. ზოგადად, ეს არის მსოფლიოში მრავასაუკუნოვანი პრაქტიკით გამართლებული და აპრობირებული მოდელი. კონკრეტულად. მოგიწოდებთ არჩევანი “ოცნებას”, “თავისუფალ დემოკრატებსა” და ერთ-ერთ “პრორუსულ” პარტიას შორის გააკეთოთ. ეს იქნება თქვენი ბრძნული(!) გადაწყვეტილება. “სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნია”. პატივისცემით, 50 წლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი, სამართლის დოქტორი.

  • პრეზიდენტის არაადექვატური ინიციატივა

    საქართველოს პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ფართო მაშტაბიანი კომპანია საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანათ მოსახლეობის აზრის გათვალისწინება სრულიად მიუღებელია შემდეგ გარემოებათა გამო.
    1. საქართველოს მოსახლეობის აზრის გათვალისწინება კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თაობაზე იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოსახლეობისათვის არამარტო კონსტიტუციის მუხლები და კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები, არამედ საერთოდ კონსტიტუციის ცნება და დანიშნულება უცნობია, არის ავანტიურა.
    ამ პრობლემის მოსაგვარებლად გადაუდებლად საჭიროა საზოგადოებრივი ტელეარხის მეშვეობით საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების შესახებ სამართლის კომპეტეტური სპეციალისტების მიერ მოსახლეობის სისტემატური იმფორმირებულობა. ამ მიზნით, ასევე გადაუდებლად საჭიროა ადგილებზე კომპეტეტურ პროფესორ-მასწავლებელთა გასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრების სათანადო ორგანიზაცია.
    ეს ყველაფერი ნოყიერ ნიდაგს შეუქმნის საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ კონსტიტუციის პროექტის სახალხო რეფერენდუმის შედეგების პარლამენტის მიერ სავალდებულო გათვალისწინებას, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5-ის ძალით:
    ა. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.
    ბ. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.
    გ. არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.
    დ. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით.“
    2. საქართველოს მოსახლეობის აზრის გათვალისწინება კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თაობაზე იმ პირობებში, როდესაც თავად საქართველოს პრეზიდენტი არათუ საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპებში არ არის გარკვეული, არამედ თავად არ იცის რა არის კონსტიტუცია, არის ავანტიურა. თავის სატელევიზიო გამოსვლაში მან გვამცნო, რომ კონსტიტუცია არის კონსტიტუციასთან კანონმდებლობის შესაბამისობა. აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტისათვის სრულიად უცნობია კონსტიტუციის საყოველთაოდ აღიარებული განსაზღვრება. ამაში ის ადვილად დარწმუნდებოდა თუ სტუდენტენტათვის(!) გათვალისწინებულ ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექსიკონში მაინც ჩაიხედავს, რომლის თანახმად: „კონსტიტუცია არის იმ პრინციპების და ნორმების სისტემა, რომლის შესაბამისად საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებანი იმართება“.
    არადა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე მაღაკვალიფიციური იურისტი მოღვაწეობს. ჩემი დაკვირვებით, ამ და სხვა გადაწყვეტილებათა მიღების დროს ხშირად ის არა კონსტიტუციით, არამედ პოლიტიკური მიზნებით ხელმძღვანელობს. ეს კი ქვეყანას საშიშროებას უქმნის, რადგან, როგორც სამართლის მეცნიერების გიგანტად აღიარებული ჰანს კელზენი კაცობრიობას მოძღვრავდა: „პოლიტიკა სამართალს აბინძურებს“.
    3. უფრო მეტი. არა თუ საერთოდ კონსტიტუციონალიზმის, არამედ საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები და ნორმები თავად საკონსტიტუციო კომისიის არც თუ ცოტა წევრისათვისაც კი უცნობია, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს პარლამენტის დიდ უმრავლესობაზე.
    ამ მიზნით, გადაუდებლად საჭიროა კონსტიტუციის პროექტის სახალხო რეფერენდუმის შედეგების პარლამენტის მიერ განხილვამდე სამართლის კომპეტეტური სპეციალისტების მიერ დეპუტატების განათლება.
    სამართლის დოქტორი, ბიძინა სავანელი

  • მარი says:

    am gamocemashi wvlili hqonda tu ara shetanili grigol robaqidzes? temas vamzadeb da mjirdeba

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი