მთავარი » კულტურა

პირველი ქართველი მეურნე (აგრონომი) ქალი ეკატერინე ჯანდიერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.02.2022 | 671 ნახვა

ქალები XIX საუკუნის საქართველოდან

ეკატერინე ჯანდიერი პირველი ქართველი აგრონომი ქალი იყო, რომელმაც განათლება საზღვარგარეთ, შვეიცარიაში მიიღო.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მისივე მამულში, ვაჩნაძიანში, სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი, მოაწყო ლაბორატორია, უზიარებდა ცოდნას ადგილობრივ ქალებს სოფლის მეურნეობის საკითხებზე.

მის შესახებ, ილია წინამძღვრიშვილი გაზეთ „ივერიაში“ წერდა:

„ჩვენ ქალთა შორის გამოჩნდა ჯერეთ ერთად ერთი ყმაწვილი ქალი-მეურნე, მქადაებელი მეურნეობის ცოდნისა, განვითარებული თეორიით და ვარჯიშობით საზღარ-გარეთ სამეურნეო საგნებში. ეს ქალი არის-ეკატერინე ჯანდიერის ასული. დღეს იგი ვარჯიშობს კახეთში, სოფელ ვაჩნაძიანში, თავის მამის მამულში. იმისმა სამეურნეო ცოდნამ და გონივრულმა ვარჯიშობამ გამოიწვია თანაგრძნობა და სიყვარული მეურნეობის შესწავლისა გლეხ-ქალთა შორის.

თავად ეკატერინე ლევან ჯანდიერის ასულის ხელმძღვანელობით გლეხების შვილები-ქალები ვარჯიშობით ითვისებენ სამეურნეო ცოდნას. ამ ორ თვეში ამ ქალის მეოხებით გავრცელდა მიდამო სოფლებში მოვლა-მოშენება ბოლქნარებისა: კომბოსტოსი, კარტოფილისა, ბადრიჯანისა, და სხვა და სხვა საბოსტნო მცენარეებისა, რაიცა მოსალოდნელიც-კი არ იყო“.

სასოფლო სამეურნეო ნერგების გავრცელებასთან ერთად თავის ლაბორატორიაში ეკატერინე ჯანდიერს გამოჰყავდა ყურძნის ჯიშები, მოაწყო ბიბლიოთეკა და ლაბორატორია. ეკატერინე ჯანდიერი თავის გამოცდილებას უზიარებდა კავკასიის სასოფლო სამეურნეო საზოგადოებასაც.

წყარო: თბილისის მუზეუმების გაერთიანება




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი