მთავარი » ქრისტიანობა

პეტრე-პავლობის მარხვის აღება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.06.2017 ერთი კომენტარი | 6,625 ნახვა

დღეს პეტრე-პავლობის მარხვის აღებაა. წელს პეტრე-პავლობის მარხვა 12 ივნისს დაიწყება და ერთი თვე გაგრძელდება.

პეტრე-პავლობის მარხვა წმ.პეტრე-პავლე ცვალებადი ხანგრძლივობისაა. იწყება სულთმოფენობიდან 1 კვირის შემდეგ, ორშაბათს და გრძელდება პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე (ახ. 12 ივლისი).

დიდმარხვასთან შედარებით პეტრე-პავლობის მარხვა მსუბუქია.

საეკლესიო გადმოცემით, პეტრე-პავლობის მარხვა ჯერ კიდევ მოციქულებმა დააწესეს. ტრადიციულად იგი სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება.

პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ამიტომ, ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე – 7 დღე.

წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე სხვა მოციქულთა შორის თავიანთი მოციქულებრივი და მოწამებრივი ღვაწლით გამორჩეული არიან. ამიტომ ეკლესია მათ, როგორც “თავთა მოციქულთა” იხსენიებს. ისინი ქრისტესთან სხვადასხვა გზით მივიდნენ. წმინდა პეტრე მოციქული უფლის 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ხოლო წმინდა პავლე მოციქული, ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ უფლის უდიდესი მსახური გახდა. წმინდა მოციქულები იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს აღესრულნენ.

წმინდა პეტრე მოციქული თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო წმინდა პავლე მოციქულს თავი მოჰკვეთეს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი