მთავარი » სხვადასხვა

პატრიარქი ყველა გვარს ლოცავს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.07.2010 14 კომენტარი | 11,002 ნახვა

გვარის დალოცვასაგვარეულო შეკრებები საქართველოში 90-იანი წლებიდან დაიწყო. საქართველოს საგვარეულო კავშირი კი უკვე ორი წელია, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ფუნქციონირებს.

საგვარეულო კავშირის თავმჯდომარეა ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული, მოადგილე ალექსანდრე ნაზღაიძე. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ფილოლოგი ზურაბ ჭუმბურიძეა. ორგანიზაციის საპატიო თავმჯდომარე კი ეთნოგრაფი ლევან ფრუიძე. სწორედ ამ ადამიანების სახელთანაა დაკაშირებული საგვარეულო შეკრებებისა მოწყობა და მათი წარდგენა უწმინდესთან, გვარის დასალოცად.

საიდან იღებს სათავეს გავრების დალოცვა, როდის აღსდგა ეს ტრადიცია და ვის უნდა მიმართოს გვარების დალოცვის მსურველებმა, “ამბიონს” საქართველოს საგვარეულოთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრე ნაზღაიძე ესაუბრა.

ალექსანდრე ნაზღაიძე: საგვარეულო მოძრაობა საქართველოში ყოველთვის იყო. ისტორიულადაც და სოციალიზმის დროსაც გვიშლიდნენ, მაგრამ ქართველი კაცი ყოველთვის მიდიოდა სალოცავში და სანთელს ანთებდა. ამ სალოცავის გარშემო იყო გვარი შემოკრებილი.

90-იანი წლების შუა ხანებში, საგავრეულო კავშირების ჩამოყალიბება დაიწყო. დღეს 400-ზე მეტი საგვარეულო კავშირია შექმნილი. მათგან კი მხოლოდ 40 მოქმედებს.

პატრიარქი მხარს გვიჭერდა. სამების საკათედრო ტაძრის აშენების შემდეგ კი უწმინდესმა პირადად დაიწყო გვარების დალოცვა. ამან ძალიან დიდი ბიძგი მისცა საგვარეულო მოძრაობას საქართველოში. გვარების დალოცვის ძალიან ბევრი მსურველია. მაგრამ ამ დალოცვას თავისი წესი აქვს.

პატრიარქის სურვილია, რომ ის გვარი, რომელიც დაილოცება, ჩადგეს ერის სამსახურში და გადაიქცეს ეროვნულ ძალად.
გვარი, ზრუნავს თავის სოფელზე. ზოგს რა უჭირს, ზოგს რა ულხინს. ზოგ სოფელს არც გაზი აქვს, არც წყალი. გვარმა კი შეიძლება იზრუნოს ამაზე. გვარს თავისი საგვარეულო ფონდი აქვს. არის გვარი, რომელიც 5000 კაცისაგან შედგება. მათ 1 ლარიც რომ დადონ, უკვე ბიუჟეტია. ამ თანხით შეიძლება სოფელს რაღაც არგო. ზოგიერთ გვარს აქვს საგვარეულო სალოცავი. თუ საგვარეულო სალოცავი დანგრეულია ან ასამოქმედებელია, ამაზეც გვარი ზრუნავს.

ზოგიერთ გვარს დადგენილი აქვს დღე, როდესაც ერთად იკრიბებიან. საგავრეულო კავშირი ასევე ზრუნავს გვარების შიგნით ურთიერთდახმარებაზე. საგავრეულო ფონდის დახმარებით ყველაფერს უზრუნველყოფენ.

გვარი ასევე ზრუნავს თავისი წინაპრების სახელების გამომზეურებაზე, რათა ქვეყანას გააცნონ და კიდევ ერთხელ შეახსენონ მათი დამსახურება. მაგ, მაისურაძეების გვარმა, კოსტა მაისურაძის ტურნირი ჩაატარეს ჭიდაობაში და მისი სახელობის თასიც დააწესეს. ნოზაძეების გვარმა კი, ვიქტორ ნოზაძის შრომები ათ ტომად გამოსცა. ქართულ კულტურას და ერს მათ ამით დიდი სამსახური გაუწიეს, ასევე თავის გვარსაც. მისი მუზეუმიც კი არის იმერეთში.

რამდენი გვარი ილოცება ერთად და თუ აქვს მნიშვნელობა რამდენი წარმომადგენელი დაესწრება გვარის დალოცვას?

დღემდე ასეულობით გვარია დალოცვილი. ახლა ერთად მხოლოდ სამი გვარი ილოცება. ადრე კი 10-12, ზოგჯერ კი 20-ზე მეტი გვარის დალოცვაც შეიძლებოდა. ამსთან, დადგენილი არ არის რამდენი ადამიანი უნდა დაესწროს გვარის დალოცვას. ის ვინც, თავისი გვარის დალოცვის საკითხს საკუთარ თავზე აიღებს, ვალდებულია, არავინ გამოტოვოს. თუ ეს არ შეუძლია, მაშინ არც პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს.

არაქართული წარმომავლობის გვარებს თუ აქვთ საშუალება, რომ მათი გვარი დაილოცოს?

პატრიარქი ყველა გვარს ლოცავს. ვინც მოვა და დალოცვას ითხოვს. სხვათაშორის ჩვენთან იყვნენ აჭარიდან, ერთმა მათგანმა გვითხრა, რომ ჩვენს გვარში ვინც ქრისტიანია მოვა და ვინც მაჰმადიანია, იმათ რა ვუყოთ, მოვიყვანოთო? ეკლესიის პოზიციით ძალით ნურავის მოიყვანთ, მაგრამ თუ ის ადამიანი თავს ქართველად თვლის და მოვა, ღმერთი მას დალოცავს.

გვარი წერს საგვრეულო ხატს, რა დანიშნულება აქვს მას და თუ მიეტევება დალოცვისას მათ გვარს ჩადენილი ცოდვა?

გვარი, როგორც წესი დასალოცად წარსდგება ხატით. ერთი ღამით ეს ხატი რჩება წმინდა სამების ტაძრის საკურთხეველში, მეორე დღეს კვირის წირვაზე პატრიარქი აკურთხებს ამ ხატს და ამ ხატით დალოცავს გვარს. ეს ხატი შემდგომ გვარში, ოჯახდან-ოჯახში დაბრძანდება, ჩაუქრობელ კანდელთან ერთად. შეიძლება თაობები შეიცვალოს, მაგრამ ხატი მაინც იმოზაურებს, რადგან ის ეკუთვნის გვარს და გვარში უნდა დარჩეს.
ჩვენ საერო ორგანიზაცია ვართ. მე როგორც სასულიერო პირებისგან ვიცი, პატრიარქის ლოცვა, ყოველგვარ პრობლემებს უხსნის გვარს.

ვის უნდა მიმართონ გვარის დალოცვის მსურველებმა და რამდენად მოგვარებულია ინფორმაცულად ეს საკითხი?

ეს საქმე ჩვენ, საქართველოს საგვარეულო კავშირს გვევალება. ჩვენ ვუკეთებთ ორგანიზებას შეკრებებს, საგვარეულო კავშირის დაფუძნებას და ჩვენვე წარვუდგენთ დასალოცი გვარების სიას პატრიარქს, მკაცრი გაფრთხილებით. უნდა წარადგინოთ არაუმეტეს სამი გვარი და ეს გვარი ერის სამსახურში უნდა იყოს ჩამდგარი.

გვარი ერთხელ ილოცება. ამათუიმ გვარის დალოცვის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით არ ვრცელდება. წინასწარი ინიციატივა გვარიდან მოდის. გვარის წარმომადგენელი მოგვმართავს თხოვნით, მათ გვარის დალოცვის შესახებ. მასვე ევალება, დალოცვის შესახებ თავის გვარს შეატყობინოს.
მარხვაში გვარების დალოცვა წყდება. თუმცა, იშვიათად ხდება გამონაკლისის დაშვება.

გვარის დალოცვა თუ არის ფინანსებთან დაკავშირებული?

დალოცვა არის უფასო. რაც შეეხება ისეთ მომსახურეობას, რომელიც შრომასთან არის დაკავშირებული, ის ფასიანია. მაგ: გვარის ისტორიის გამოკვლევა; საგვარეულო ხატის დაწერა; გვარზე ფილმის გადაღება და ა.შ. ეს არჩევითია და ეს ყოველივე, ერთობლივად, გავრის ფონდიდან ხდება.

ყველა გვარი, რომელიც საგავარეულო კავშირს ქმნის ის აფუძნებს თავის ფონდსაც. თვეში ერთხელ სურვილისამებრ უნდა შეიტანონ თანხა. ამასთან, თვეში ერთხელ გვარი იკრიბება და მსჯელობს, თუ რა არის გასაკეთებელი თავიანთ გვარში. თითოეული გვარი მუშაობს თავისი გვარის საქმეზე. მსჯელობენ, რა და როგორ გააკეთონ თავიანთი გვარის სასიკეთოდ.

თეა სულაბერიძე
თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

14 კომენტარი »

  • გრიგოლი says:

    სად მდებარეობს საგვარეულო კავშირი და როგორ ეილება მათთან დაკავშირება?

  • საგვარეულო კავშირი მდებარეობს თბილისში, წმინდა სამების ლავრა. საქართველოს საგვარეულოთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრე ნაზღაიძე 895 309 112

  • თენგო says:

    მეგვარეების მოძიება როგორ უნდა მოვახერხოთ ? რამდენი ადამინაი უნდა დაესწროს დალოცვას? არის თუ არა ისეთი ორგანიზაცია ვინც მეგვარეების მოძებნასა და მათ გაფრტხილებაში დაგეხმარება?

  • თამარი says:

    როგორ უნდა გავიგო არსებობს თუ არა გომელაურებისა და მამალაძეების საგვარეულო კავშირი? უკვე არიან თუ არა შეკრებილები, მოხდა თუ არა ამ გვარების დალოცვა ან საკონტაქტო პირის ტელეფონი, თუ ვის დაუკავშირდე, რომ დაწვრილებითი ინფორმაცია მივიღო?

  • ეკა says:

    როგორ გავიგო არსებობს თუ არა საგვარეულო კავშირი?საკონტაქტო პირის ტელეფონი, თუ ვის დაუკავშირდე, რომ დაწვრილებითი ინფორმაცია მივიღო?

  • მაინტერესებს დალოცვა თუ არა ციმაკურიძეების გვარი.ან არსებობს თუ არა საგვარეულოკავშირი.საკონტაქტო პირის ტელეფონის,რომ დაწვრილებითი ინფორმაცია მივიღო

  • თაკო says:

    მაინტერესებს დალოცვა თუ არა მელაძეების გვარი? და როგორ შევძლებ მათთან დაკავშირებას??

  • ელენე says:

    გოგოლაძეების გვარს როდის ლოცავს, ხომ არ იცით?

  • ia says:

    მაინტერესებს მამნიაშვილების გვარის დალოცვა როდის არის, ან ხომ არ იყო?

  • rima says:

    ფიფიების გვარის დალოცვა როდის არის?

  • ნათია says:

    როგორ დავუკავშირდეთ ან ვის რომ გავიგოდ როგორ უნდა მოვიქცეთ გვარის კურტხევისთვის ან რაა საჭირო

  • გურჯი says:

    (შენიშვნა)

    მახსოვს მამაჩემი ამბობდა რომ ჯერ კიდევ მის ბავშობაში გადმოდიოდნენ რაჭიდან ხალხი, რომლებიც ჭიოკაძეებს ენათესავებოდათ (ჭიოკაძეები რაჭიდან არიან წარმოშობით, წამოვიდა რა პურველი კაცი და ზემო იმერეთს დასახლდა ერთ პატარა ლამაზ სოფელში და გვარად ჭიოკაძე იწოდა) _ამით იმის თქმა მინდა რომ გვართა კავშირო ბევრად უფრო ადრე იყო ვიდრე ამ ,,სტატიის” ავტორი წერთ ოთხმოცდაათიანებიდან დაიწყოვო;) (P.S) ვინმე გურჯი

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.