მთავარი » საზოგადოება

პატრიარქმა მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისი აღავლინა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.09.2012 ერთი კომენტარი | 2,153 ნახვა

მეტეხის ხიდი

მეტეხის ხიდზე უამრავი ადამიანია შეკრებილი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მეტეხის ხიდზე მიბრძანდა. მან მლოცველებთან ერთად ღვთისმშობლისადმი სავედრებელი ლოცვა: “მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო…” წარმოთქვა.

პატრიარქმა ასი ათასი ქართველის წამების ადგილზე სასულიერო პირებთან ერთად საზეიმო პარაკლისი გადაიხადა.

ხიდზე დააბრძანებულია წმიდა 100 000 მოწამე ქართველის ხატი.

მეტეხის ხიდიდან მრევლი სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართება, სადაც აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდება.

შეგახსენებთ, დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით და შექმნილი რთული სიტუაციის გამო, თბილისის კურთხევა გაიმართა.

თბილისის ქუჩებში ლოცვითი მსვლელობა დღეს საკვირაო წირვის შემდეგ ოთხი ადგილიდან ერთდროულად დაიწყო: ვაკიდან, ვაჟა-ფშაველადან, კინოთეატრ “საქართველოდან” და ისნიდან.

მსვლელობაში მონაწილე მრევლს წინ სამღვდელო პირები მიუძღვოდნენ. ისინი გზას აკურთხებდნენ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი