მთავარი » ქრისტიანობა

პატრიარქმა კირილმა ილია მეორეს 85 წლის იუბილე მიულოცა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.01.2018 | 1,752 ნახვა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს 85 წლის იუბილეს ულოცავს.

პატრიარქი მილოცვის ტექსტი რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

“მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს, ილია მეორეს. თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უფლის მიერ საყვარელო ძმაო და თანამსახურო! გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს – დაბადებიდან 85 წელს.

ქრისტესთვის დიდი ხნის განმავლობაში მსახურების მანძილზე, თქვენ მეფე სოლომონის მსგავსად, გამოიჩინეთ სიბრძნე, მამამთავარ აბრაამის მსგავსად – სტუმართმოყვარეობის სათნოება, დავით მეფსალმუნის მსგავსად – შემოქმედებითი ტალანტები. ზრუნავთ რა იერარქთა, კლირის და საქართველოს ეკლესიის მრევლის სულიერ კეთილდღეობაზე, მათ სიყვარულით მოუწოდებთ დაუღალავად იზრუნონ, რადგან „ერთი რამ არის საჭირო (ლკ.10:42)“ და გაატარონ ცხოვრება წმინდად. მრავალი ბეჯითი შრომით დაიმსახურეთ ღრმა პატივისცემა და მაღალი ავტორიტეტი მართლმადიდებელ სამყაროში და ამჟამად ბრძანდებით ადგილობრივი ეკლესიის უხუცესი წინამძღოლი.

დაე, მოწყალე მხსნელმა განაახლოს თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის ხორციელი და სულიერი ძალები და დაგეხმაროთ მაღალ საპატრიარქო საქმიანობაში.
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი”, – ნათქვამია მისალოც წერილში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი