მთავარი » ქრისტიანობა

პატრიარქის საახალწლო მილოცვა – 2019

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.01.2019 | 459 ნახვა

პატრიარქისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს საახალწლო მილოცვა.

“ყველას მოგესალმებით, ღმერთმა დაგლოცოთ. გილოცავთ ახალ წელს. წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ამბობს – „მაუწყე მე, უფალო, გზა“. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს – „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. ამ გზას უნდა დაადგეს ყოველი ადამიანი. ძალიან ხშირად ადამიანი ეცემა, ცოდვას აკეთებს, მაგრამ ცოდვასთან ერთად დგას სინანული, აღსარება. აღსარება სწმენდს, კურნავს ადამიანს. „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. ყოველმა ადამიანმა დიდება შესწიროს უფალს, რომ მშვიდობა დაიმკვიდროს. ადამიანი ეცემა, მაგრამ ღმერთი აძლევს ძალას, მადლს. ისევ დგება და ისევ აგრძელებს თავის ცხოვრების გზას. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა ადამიანმა მიაღწიოს სასუფეველს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ახალ წელს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ცუდი წავიდეს ამ ძველ წელთან ერთად. სიახლე, სიმშვიდე, მოთმინება, სიხარული, სიყვარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. კურთხევა უფლისა თქვენზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“, – განაცხადა პატრიარქმა ერისადმი მიმართვისას.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.