მთავარი » ქრისტიანობა

პატრიარქის ქადაგება-შენდობის ლოცვა (22.02.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.02.2015 | 3,061 ნახვა

პატრიარქიყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შენდობის წესი შეასრულა და მრევლს შენდობა სთხოვა.

როგორც უწმიდესმა აღნიშნა, ეს დღე დაწესდა ეგვიპტეში, როდესაც ერები უდაბნოში მიდიოდნენ დიდმარხვაში და ერთმანეთისგან შენდობას ითხოვდნენ. შემდეგ კი მთელი დიდი მარხვის განმავლობაში აღდგომის საგალობლებს გალობდნენ, რადგან არ იცოდნენ შეხვდებოდნენ თუ არა აღდგომას და დაბრუნდებოდნენ თუ არა მონასტერში.

“დღეს არის დღე, როცა პატიება უნდა ვითხოვოთ ყველასგან, ვისთანაც უბრად ვართ. დღეს ჩვენ ღვთის წინაშე ვდგავართ და ჩვენ ცოდვებს ვაღიარებთ. რომ შევკრიბოთ მთელი ქვეყნის ცოდვები, ეს ყველაფერი ჩემშია. დღეს თქვენ და სრულიად საქართველოს გთხოვთ, შემინდოთ ცოდვები”, – ბრძანა პატრიარქმა. მან მუხლი მოიყარა ამბიონზე მრევლის წინაშე და შენდობა ითხოვა.

უწმინდესმა წაიკითხა სინანულის ლოცვა და კიდევ ერთხელ შესთხოვა ღმერთს, შეუნდოს საქართველოს და სრულიად ქართველ ერს ჩადენილი ცოდვები.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი