მთავარი » ქრისტიანობა

კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (21.10.2018)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.10.2018 | 1,961 ნახვა

ილია მეორე 21 ოქტომბერს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა სიმართლე და სიყალბე ექიშპებიან ერთმანეთს და ადამიანს უჭირს გაიგოს, სად არის სიმართლე და სად არის სიყალბე. წმინდა პავლე მოციქული ამბობს: ,,შეიყვარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოება.“ აი ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, – სიმართლე და უსჯულოება. სიმართლე ღვთისაგან მოდის, ღმერთი აძლევს გაგებას სიმართლისა. უსჯულოება ბოროტისაგან არის და ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, იმაზე, თუ რას მივიღებთ სიმართლედ და რას, – უსჯულოებად. ღმერთმა ინებოს, რომ განიწმინდოს ჩვენი გონება, ჩვენი გული.

წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ხშირად ახსენებს გულის სიწმინდეს, გულის სიწრფელეს. ყველაფერში უნდა გულის სიწმინდე ჰქონდეს ადამიანს და არ უნდა იყოს ისე, რომ ერთი თქვას და მეორეს ფიქრობდეს და მესამეს აკეთებდეს. ეს რთულია, მაგრამ საჭიროა. “გული წმინდა დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა”, – ეს ჯილდოა ღვთისა და მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა ყველანი დაგვაჯილდოვოს გულის სიწმინდით, ამინ.”

ქადაგების დასასრულს, პატრიარქმა გვარები დალოცა.

“ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგამრავლოთ. ღმერთმა მოგცეთ მტკიცე, ჭეშმარიტი მართლამდიდებელი სარწმუნოება. ღმერთმა მოგცეთ სიმშვიდე გულისა და გონებისა.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.