მთავარი » ქრისტიანობა

პატრიარქის ქადაგება (12.01.2020)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.01.2020 ერთი კომენტარი | 245 ნახვა

ჩვენთან არს ღმერთი
დღეს სხვა წმინდანებთან ერთად არის ხსენება წმინდისა მეფისა დავით წინასწარმეტყველისა. იგი ასე ლოცულობდა თავისთვის: ,,მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი.“

სიმშვიდე არის ის პირობა, რომელიც აუცილებელია, რომ გვქონდეს, რათა სული წმინდა გარდმოვიდეს ადამიანზე. ჩვენ გვაკლია სიმშვიდე. გვაკლია იმიტომ, რომ არეულნი ვართ თანამედროვე ცხოვრებაში. ძალინ ბევრს ვიღებთ ჩვენს თავზე, ძალიან დიდი იმედი გვაქვს მეცნიერების, კულტურის, თანამედროვე მიღწევების.

უნდა გვახსოვდეს, რომ სინამდვილეში ყველაფერი ღვთის ხელშია.

აი ეს სისწრაფე, რომელიც დღეს არის მსოფლიოში: მეცნიერებაში, კულტურაში, მშენებლობაში… ეს სისწრაფე მეტყველებს, რომ უფალი ახლოსაა ჩვენთან, მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ ამისათვის. გამიგონია მორწმუნეთაგან, რომ ჟამი ახლოს არისო, მე ვიტყვი, – შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა. აი, ამიტომ დავით მეფის სიტყვები: ,,მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“, ძალიან აქტუალურია.

დავით მეფე იყო უბრალო მწყემსი და მწყემსობიდან ღმერთმა აიყვანა სამეფო ტახტზე. დავითს ახასიათებდა ის, რაც უნდა ახასიათებდეს ყოველ ადამიანს, – როგორც წინსვლა, ისე შეცდომები. მაგრამ დავით მეფე ხედავდა რა თავის შეცდომებს, დიდად განიცდიდა. ამიტომ დაწერა შესანიშნავი წიგნი ფსალმუნებისა, – ,,დავითნი“. ჩვენ ძალიან გვიყვარს ფსალმუნები და მისი ავტორი. ყველასთვს ცნობილია მისი 50-ე ფსლმუნი – ,,მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი“.

დავითმა დიდხანს არ იცოცხლა; 30 წლისა იყო, რომ გამეფდა და 40 წელი მეფობდა. იცოცხლა 70 წელი.

გილოცავთ ამ დღესასწაულს. დავით მეფის ლოცვების მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

,,მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“.

დავითის სიმშვიდე მოგმადლოთ უფალმა!

ჩვენთან არს ღმერთი!




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • bejo says:

    ქრისტეს მეორედ მოსვლამდე ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, ამიტომ სულზე ზრუნვა ისეთივე აუცილებელია,, როგორც ხორცზე ვზრუნავთ. მომზადება ღმერთთან შესახვედრად ცოცხალი ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ვიდრე, იმაზე ფიქრი – დღეს იქნება მეორედ მოსვლა ხვალ თუ 100 წლის შემდეგ

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი