მთავარი » ქრისტიანობა

პატრიარქის ქადაგება (02.02.2020)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.02.2020 | 506 ნახვა

2 თებერვალს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

ჩვენთან არს ღმერთი

დავით წინასწარმეტყველი ამბობს: ,,წყალობა შენი უფალო თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა.“ აი ჩვენც დღეს ვლოცულობთ, რომ მშვიდობა და წყალობა ღვთისა არ მოგვაკლდეს.

თქვენ იცით, რომ გამოჩნდა ახალი ვირუსი. მრავალი ადამიანი შეშინებულია ამ ვირუსისგან. ზოგიერთმა დაარქვა ,,სიკვდილის ვირუსი“. ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველ დილას და საღამოს ნაკურთხი წყალი ასხუროთ თქვენს კარ-მიდამოს, ეზოს, შვილებს და ღმერთი იქნება თქვენი მფარველი.

ჩვენთან არს ღმერთი.

დღეს ილოცება წყნეთის მოხუცებულთა თავშესაფარი მაია ნაჭყებიას ხელმძღვანელობით და ასევე ვარდიების გვარი.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა და სიხარული, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი