მთავარი » ქრისტიანობა

პატრიარქის მიმართვა ქართველ ემიგრანტებს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.12.2014 | 3,365 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რომში გამართულ კონცერტზე შეკრებილი ემიგრანტები დალოცა.

გთავაზობთ უწმინდესის მიმართვას რომში გამართული კონცერტის მონაწილეებისა და ემიგრანტების მიმართ.

“ძალიან დიდია ჩემი ტკივილიცა და სიხარულიც დღევანდელ შეხვედრასთნ დაკავშირებით. ტკივილი იმიტომ, რომ აქ თავმოყრილია სამშობლოდან გაჭირვების გამო უცხოეთს თავშეფარებული ადამიანები და მე მესმის ყველა თქვენგანის საერთო წუხილი; კონცერტი რომში სიხარული კი იმიტომ, რომ მიუხედავად რთული საარსებო პირობებისა, არ ივიწყებთ ფესვებს, ჩვენს სულიერ ღირებულებებს; თქვენი შემოქმედებით დიდ სიკეთეს თესავთ და ამასთან პოპულარიზაციას უწევთ ჩვენს კულტურას.

ქართული ცეკვა, მრავალხმიანი უნიკალური ქართული სიმღერა და გალობა, ქართული ენა, ჩვენი ტრადიციები, რა თქმა უნდა სარწმუნოება, აყალიბებს ჩვენს შინაგან სამყაროს და დიდად განსაზღვრავს ქართველის მეობას.

ამიტომაც მინდა განსაკუთრებით დავლოცო უცხოეთში მოღვაწე ჩვენი მოძღვრები, რომელნიც ღვთისა და სამშობლოს სიყვარულს უნერგავენ თანამემამულეთ, დავლოცო ამ შვიდი შესანიშნავი ანსამბლის სულის ჩამდგმელნი და ხელმძღვანელნი, დავლოცო ფონდი “ქართული გალობა” – ამ კონცერტის ორგანიზატორი.

თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს რომში, ამ დარბაზში, ევროპაში მცხოვრები ქართველობა და საქართველო გაერთიანდება და აქ დაღვრილი გრძნობები ჩენი ქვეყნისათვის ერთ დიდი ჩაუქრობელ კელაპტრად აენთება.
ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, მუდამ ვლოცულობ, რომ თქვენი მწირობა უცხო ქვეყანაში იყოს ხანმოკლე!

ვლოცულობ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში თითოეულმა თქვენგანმა კარგად გააცნობიეროს ისიც, რომ თქვენ ხართ სახე საქართველოსი, რომ თქვენი ქცევა, თქვენი ქმედება პირდაპირ კავშირშია თქვენს სამშობლოსთან. თქვენი ვალია, იყოთ ღირსეული შვილები ჩვენი ქვეყნისა, და მადლიერნი და კმაყოფილნი დაბრუნდეთ უკან.

საქართველოს თითოეული თქვენგანი სჭირდება. მისი ძლიერება თითოეული თქვენგანის კარგად ყოფნა და ძლიერებაა.

ღმერთმა დაგლოცოთ!

ღმერთმა მოგვასწროს ერთიან, სულიერად ძლიერ, აყვავებულ საქართველოს. ამინ!

ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”.
05.12.214.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი