მთავარი » სხვადასხვა

პატრიარქის მილოცვა ბიძინა ივანიშვილს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.10.2012 2 კომენტარი | 2,604 ნახვა

მის აღმატებულებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს,
ბატონ ბიძინა ივანიშვილს

თქვენო აღმატებულებავ,
საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ პრემიერ-მინისტრად არჩევას. ილია მეორე  და ბიძინა ივანიშვილი მართალია, ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოღვაწეობა რთულ დროს მოგიწიათ, მაგრამ ღვთის წყალობით პრობლემები დაიძლევა. თორმეტი წლის წინ, როდესაც თქვენ წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაიწყეთ, საუკუნის სიმბოლო აიგო; და ახლაც როდესაც ქვეყნის უღელი დაიდგით, საუკუნის გამოწვევა მიიღეთ. ეს არის თქვენი არჩევანი, პირადი კეთილდღეობის უგულვებელყოფით გაკეთებული არჩევანი. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ოჯახი. უფალმა შეგაძლებინოთ ერის ჯვრის მშვიდობით ტვირთვა და ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მთავარი ფასეულობები იქნება ღმერთი, სამშობლო, ადამიანი; სადაც სამართლიანობის კეთილგონიერების, შორსმჭვრეტელობისა და შემწყნარებლობის პირობებში აშენდება ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი საქართველოს სახელმწიფო.

ღრმა პატივისცემით
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
№ 87 26.10.2012


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი