მთავარი » პოპულარული

პატრიარქის კურთხევით “ხელოვნების აკადემია” დაარსდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.10.2009 2 კომენტარი | 3,126 ნახვა

პატრიარქისრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით “ხელოვნების აკადემია” დაარსდა, რომლის მიზანი ხელოვნების სხვადასხვა დარგში ნიჭიერი მოზარდების გამოვლენაა.

“გვსურს, საქართველოს ყველა კუთხიდან მოვაგროვოთ ყველაზე ნიჭიერი ბავშვები, ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას, სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში კი მათ უფასოდ სწავლის შესაძლებლობა ექნებათ” – განაცხადა აკადემიის დაარსების იდეის ავტორმა ვალერიან შიუკაშვილმა.

“ხელოვნების აკადემია” პრიორიტეტულ მიმართულებად ხელოვნების ხუთ დარგს ირჩევს: კლასიკური მუსიკა, ლიტერატურა, კლასიკური ბალეტი, საესტრადო სიმღერა და ხალხური ფოლკლორი. ყოველ მიმართულებას სათავეში უდგანან მაღალპროფესიონალი ხელოვანები: ვალერიან შიუკაშვილი, გურამ დოჩანაშვილი, ნინო ანანიაშვილი, ნანი ბრეგვაძე და ეთერ თათარაიძე.

პროექტის მხარდამჭერები, საზოგადოების ცნობილ სახეებთან ერთად, კომპანია “აქსისი” და თბილისის მერია არიან. “ხელოვნების აკადემიაში” ბავშვების მიღება ნოემბრის ბოლოდან დაიწყება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • tea says:

    ქართველ ერს დიდად განსწავლული და ღრმა სულიერების მქონე პატრიაქი გვყავს,რომელის მოამლისკენ იყურება,და ყოველთვის მის სახელს უკასშირდება ქარული კულტურისადმი დიდი ყურადგება და გულმხურვალე სიყვარული

  • მზაღო ნინო says:

    ხელოვნება ოცნება და სილამაზეა, თითქოს ქვად ქცეული, მაგრამ ყველაფრის მთქმელი. უკვდავია როგორც ბუნება და მარადიული.

    მზაღო(იგივე)ნინო მიხელიძე

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი